რა ქონებას ფლობს გაერთიანებული ბორის ჯონსონი?- ბრიტანეთის პრემიერის შთამბეჭავი ქონება | Allnews.Ge

რა ქონებას ფლობს გაერთიანებული ბორის ჯონსონი?- ბრიტანეთის პრემიერის შთამბეჭავი ქონება

გავრცელებული ინფორმაციით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამჟამად დაუნინგ სტრიტის 11-ში ცხოვრობს, თუმცა მას საკმაოდ შთამბეჭდავი უძრავი ქონების პორტფოლიო აქვს.

ალექსანდრე ბორის დე პფეფელ ჯონსონი 1964 წლის 19 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა. სანამ კოლეჯში დადიოდა, იგი ლონდონში ცხოვრობდა, თუმცა მოგვიანებით საცხოვრებელი ადგილი და ლოკაცია ბევრჯერ შეიცვალა.

1987 წელს, 23 წლის ასაკში, მან თავისი კარიერა The Times-ის რეპორტიორად დაიწყო და საბოლოოდ, 1999 წელს The Spectator-ის რედაქტორი გახდა.

ჯონსონის ოჯახის სახლი

i9ugh9gt-1655466726-1655633931.jpg

ეს ოთხ ოთახიანი ქალაქური სახლი ბორისის მამამ, სტენლი ჯონსონმა 1994 წელს იყიდა. სტენლი სახლში მეორე ცოლთან, ჯენისთან, ორ უმცროს შვილთან - ჯულიასთან და მაქსთან ერთად 10 წლის განმავლობაში ცხოვრობდა. ამ სახლში ბორისს დიდი დრო არ გაუტარებია.

ბორის ჯონსონის ოქსფორდის ფერმა

ihop8yhy-1655466823-1655633969.jpg

2003 წელს, The Spectator-ის რედაქტორად მუშაობის პერიოდში ბორისმა ჩრდილოეთ ვესტონის წყნარ დასახლებაში, ოქსფორდშირში მდებარე ეს ფერმა იყიდა. ოთხ ოთახიან აგარაკში მან 640,000 ფუნტი (895 ათასი დოლარი) გადაიხადა.

“ძველი ფერმის“ სახლის სახელით ცნობილი კოტეჯი აღჭურვილია 2659 კვადრატული ფუტი შიდა სივრცით, რომელიც განაწილებულია ორ სართულზე. აქ არის დიდი მისაღები ოთახი, სასადილო ფართი და ფართო სამზარეულო ქვის იატაკით. ერთ ბოლოში არის საუზმის პატარა ზონაც.

განაგრძეთ კითხვა

myquiz