„პოსეიდონი“ - როგორ გამოიყურება წყალქვეშა კურორტი, სადაც 1 დღით დარჩენა 2 000 დოლარი ღირს | Allnews.Ge

„პოსეიდონი“ - როგორ გამოიყურება წყალქვეშა კურორტი, სადაც 1 დღით დარჩენა 2 000 დოლარი ღირს

Poseidon Undersea Resorts შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირად ღირებული ადგილი მოგზაურობისთვის, რაც კი ოდესმე შექმნილა. ფიჯის სანაპიროსთან ახლოს, მსოფლიოში პირველი წყალქვეშა კურორტი ზღაპარს გავს.

US Submarines Inc.-ის პრეზიდენტის ლ. ბრიუს ჯონსის ქმნილება - კურორტი “პოსეიდონი“ მდებარეობს 40 ფუტის სიღრმეზე და მოიცავს წყალქვეშა რესტორნებს, სპას, გოლფის მოედანს, ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, სარიტუალო სივრცეს, სამლოცველოს და სხვა უამრავ გასართობ ადგილს.

ytfj6idx6-1655467379-1655633565.jpg

Guide Tropical-ის თანახმად, შვიდდღიანი დასვენება ერთ ადამიანზე დაახლოებით 15,000 დოლარი ეღირება. წყვილისთვის კი იგივე პერიოდის ფასი დაახლოებით 30,000 დოლარი იქნება.

hnjlnhjouyhjol-1655467347-1655633585.jpg

tyo597o5fo75-1655467480-1655633623.jpg

ხუთვარსკვლავიანი კურორტი გთავაზობთ დასვენებას კერძო სანაპიროზე, წყალში ან წყლის ქვეშ. მთლიანი ქონება განლაგებულია 38000 კვადრატულ ფუტზე. წყალქვეშა ლუქსი აგებულია გამჭვირვალე შუშით, რაც სტუმრებს აძლევს წყალქვეშა საზღვაო ცხოვრების პანორამულ ხედს. განაგრძეთ კითხვა

myquiz