"სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ეს იყო დასჯა"- რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა? | Allnews.Ge

"სიკვდილს თვალებში ჩავხედე და მივხვდი, ეს იყო დასჯა"- რას საქმიანობდა მიხეილ ცაგარელი, ვიდრე ასტროლოგი გახდებოდა?

მი­ხე­ილ ცა­გა­რელს, რო­გორც ას­ტრო­ლოგს, ყვე­ლა კარ­გად იც­ნობს, მაგ­რამ ცო­ტამ თუ იცის, რომ ის ყო­ფი­ლი მუ­სი­კო­სია – სამ­გზის ლა­უ­რე­ა­ტი და გი­ტა­რის დაკ­ვრის ხე­ლოვ­ნე­ბა­საც კარ­გად ფლობს. წლე­ბის წინ, როცა სა­კუ­თა­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ჯგუ­ფი შექ­მნა და ბიტ­ლო­მა­ნი გახ­და, ჰი­პო­ბაც კარ­გად გა­მოს­დი­ო­და, არც დროს ტა­რე­ბა აკ­ლდა და თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი­თაც გა­ნე­ბივ­რე­ბუ­ლი იყო.

თუმ­ცა, ამის გამო, მკაც­რად და­ი­სა­ჯა და რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, და­ა­ვა­დე­ბა გახ­და სწო­რედ მისი ას­ტრო­ლო­გი­ით და­ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ზე­ზი.

mixeil-cagareli22222-2019-02-05-bjagpe00nycohmt-1-1655455110.jpg

მი­ხე­ილ ცა­გა­რე­ლი:

- აფხა­ზეთ­ში, სო­ხუმ­ში და­ვი­ბა­დე და იმ მი­წის ენერ­გე­ტი­კა ჩემ­თან ძა­ლი­ან ახ­ლო­საა. ახ­ლაც მე­ნატ­რე­ბა. მახ­სოვს, ჩემი სახ­ლი, პარკთან, ორ­ჯო­ნი­კი­ძის ქუ­ჩა­ზე იდგა და იქ, ენერ­გე­ტი­კუ­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გად ვგრძნობ­დი თავს. იქ სა­ო­ცა­რი ცა იყო, ვარ­სკვლა­ვე­ბით მო­ჭე­დი­ლი. დავ­ჯდე­ბო­დი და სა­ა­თო­ბით ვუ­ყუ­რებ­დი. სწო­რედ იქ გა­მიჩ­ნდა კი­თხვე­ბი: ნე­ტავ, სა­ი­დან ამო­დის მთვა­რე, რა­ტომ დიდ­დე­ბა და მცირ­დე­ბა, რა­ტო­მაა ამ­დე­ნი ვარ­სკვლა­ვი? მერე, მე­ზო­ბე­ლი გარ­და­მეც­ვა­ლა და ვერ გა­ვი­გე, რა მოხ­და, სად წა­ვი­და, რა ხდე­ბო­და. ასე რომ, ეზო­თე­რუ­ლი თუ ას­ტრო­ლო­გი­უ­რი კი­თხვე­ბი, სწო­რედ აფხა­ზეთ­ში, ბავ­შვო­ბა­ში და­მე­ბა­და. მაგ­რამ, პა­სუ­ხე­ბი არ მქონ­და. სკო­ლამ­დე იქ ვცხოვ­რობ­დი, სკო­ლა­ში კი თბი­ლის­ში შე­მიყ­ვა­ნეს. თუმ­ცა, ყო­ველ ზამ­თარ-ზა­ფხულს, ბე­ბია-ბა­ბუ­ას­თან ჩავ­დი­ო­დი იქ. ომამ­დე, ხუთი წლით ადრე გა­ყი­დეს ის სახ­ლი და ისი­ნიც თბი­ლის­ში გად­მო­ვიდ­ნენ სა­ცხოვ­რებ­ლად.

- ახალ­გაზ­რდო­ბა­ში ყვე­ლა რო­გორც მუ­სი­კოსს, ისე გიც­ნობ­დათ და მა­შინ, ვე­რა­ვინ წარ­მო­იდ­გენ­და, თუ ეს გრძელთმი­ა­ნი, მა­ღა­ლი, მო­დუ­რად ჩაც­მუ­ლი და "შლაქ­სებ­ში“ გა­მო­წყო­ბი­ლი ბიჭი, ერთ დღე­საც, ცნო­ბი­ლი ას­ტრო­ლო­გი გახ­დე­ბო­და. ასეა?

- ნამ­დვი­ლად (იცი­ნის). სხვა­თა შო­რის, ჩემი მუ­სი­კა­ლუ­რი გა­ნათ­ლე­ბაც აფხა­ზეთ­ში ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდს უკავ­შირ­დე­ბა. ბა­ბუა გი­ტა­რა­ზე კარ­გად უკ­რავ­და. ის და ბე­ბია ხმებ­ში სა­ოც­რად მღე­როდ­ნენ. დე­ი­და­ჩე­მი კარ­გად უკ­რავ­და ფორ­ტე­პი­ა­ნო­ზე და მღე­რო­და. ვო­კა­ლის­ტი იყო და ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და ჯაზს. მახ­სოვს, სო­ხუმ­ში კარ­გად იჭერ­და უცხო­ურ არ­ხებს რა­დიო და იქ ვუს­მენ­დი უცხო­ურ მუ­სი­კას. რეი ჩარლ­ზი იქ მო­ვის­მი­ნე და გა­ვი­ცა­ნი პირ­ვე­ლად. როკ-ენ-როლს, ბლუზს და ჯაზს თბი­ლის­ში ვერ­სად მო­ის­მენ­დით. მე კი აფხა­ზეთ­ში ვუს­მენ­დი. მო­მე­წო­ნა, და­ვინ­ტე­რეს­დი და ვი­პო­ვე ჩემი სტი­ლი ამ მუ­სი­კა­ში. თან, ბა­ბუ­ას პა­ტე­ფო­ნი ჰქონ­და, დის­კე­ბის კო­ლექ­ცია და ხში­რად ვუს­მენ­დი.

1527258560-cagareli-mixeili-6-1655455305.jpg

– თქვით, უცხოური მუსიკის მოსმენისას, საკუთარი სტილი ვიპოვეო. მაინც, როდის აიღეთ პირველად გიტარა ხელში, მოუშვით თმა, მოირგეთ ჰიპური სტილი და დაიწყეთ სიმღერა?

– 1963 წლიდან დაიწყო ბიტლომანია მსოფლიოში და ჩვენთანაც ნელ-ნელა შემოვიდა. ჩუმად, კოლმეურნეობის მოედანზე ვყიდულობდი მათ შავ-თეთრ ფოტოებს. ფირიდან ფირზე ვიწერდით მათ სიმღერებს და ვუსმენდით ბიჭები. ეს იყო პირველი აჟიოტაჟი და გვინდოდა, მათ დავმსგავსებოდით. 47-ე სკოლაში, სადაც ვსწავლობდი, შევქმენით ჯგუფი და სადღესასწაულო კონცერტებში ვიღებდით მონაწილეობას.

ვეჯიბრებოდით პარალელური კლასის ანსამბლებს. მართალია, პრიმიტიული აპარატურა, გიტარები და დასარტყამი ინსტრუმენტი გვქონდა, მაგრამ ჩვენ გვყოფნიდა. თან, გოგონებსაც ვეპრანჭებოდით (იცინის). სწორედ იქ დავიწყე გიტარაზე დაკვრა. მუსიკოსი თემურ ხინთიბიძე ჩემი კლასელი და ამ ჯგუფის წევრი გახლდათ. აი, სკოლა რომ დავამთავრე, დავიწყე ჰიპომანია, თავისი „შლაქსებითა“ და თმის მოშვებით. სად იყო მაშინ ისეთი ტანსაცმელი, რომ გვეყიდა? ბიჭები შარვლებსა და მაისურებს გადავაკეთებდით ხოლმე, რომ ჰიპებს დავმსგავსებოდით (იცინის).

მახოვს, ცნობილი კაფე „მეტრო“ იყო თბილისში და იქ გავიცანი ჯუნა დავითაშვილი. ოფიციანტად მუშაობდა. სწორედ იმ პერიოდში ვუკრავდით ჩვენ იქ და ჯუნამ, ორმეტრიან კაცს დაარტყა კაფეში, გათიშა და მაშინ აღმოუჩინეს ბიოდენები ხელებში (იცინის). ინგლისურად სიმღერა კი გვეკრძალებოდა, მაგრამ ჩუმად მაინც ვმღეროდით. მერე, უფრო დავიხვეწეთ, დავხელოვნდით, გავთამამდით და დავიშალეთ (იცინის). ამის მერე, სხვა ხალხი მოვძებნე და სერიოზული ჯგუფი ჩამოვაყალიბე.

mixeil-cagareli333333-2019-02-05-s0tsn75ighe3-1-1655455564.jpg

ამ დროს გავიცანი მუსიკოსი, კომპოზიტორი და თავის საქმის პროფესიონალი, ნოდარ ნიკოლაიშვილი. მაშინ, პუშკინის პედაგოგიურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი. ნოდარიც ამ სასწავლებლის კურსდამთავრებული იყო. მოკლედ, სტუდენტური დღეები ტარდებოდა. რექტორი ნათელა ვასაძე გახლდათ, ვისიც ყველას ეშინოდა და აუცილებლად, სტუდენტურ დღეებში, პედაგოგიურ ფაკულტეტს უნდა გაემარჯვა. გავიცანი რამდენიმე ბიჭი. ჯგუფი შევკარით და გავიმარჯვეთ პირველივე გამოსვლაზე. განაგრძეთ კითხვა

myquiz