კიბოს წამალი 100%-იანი ეფექტით? - რა ღირს, კონკრეტულად რომელი ტიპის სიმსივნის წინააღმდეგაა მიმართული და არსებობს თუ არა ოპტიმიზმის რეალური საფუძველი | Allnews.Ge

კიბოს წამალი 100%-იანი ეფექტით? - რა ღირს, კონკრეტულად რომელი ტიპის სიმსივნის წინააღმდეგაა მიმართული და არსებობს თუ არა ოპტიმიზმის რეალური საფუძველი

მრა­ვა­ლი წე­ლია მეც­ნი­ე­რე­ბი კი­ბოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ეფექ­ტი­ა­ნი წამ­ლის შექ­მნას ცდი­ლო­ბენ, მაგ­რამ აქამ­დე არ­ცერთ მე­დი­კა­მენტს არ ჰქო­ნია 100%-იანი შე­დე­გი. ახლა კი, New England Journal of Medicine-ში 5 ივ­ნისს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი კვლე­ვის ავ­ტო­რე­ბი ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ უკვე არ­სე­ბობს იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წა­მა­ლი, რო­მელ­მაც 100%-იანი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბას კი იმე­დი გა­უ­ჩი­ნა, რომ მალე შე­საძ­ლოა, კი­ბოს სრუ­ლი პრე­ვენ­ცია გახ­დეს შე­საძ­ლე­ბე­ლი.

რა აჩ­ვე­ნა კვლე­ვამ?

ნაშ­რო­მის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ ნიუ იორ­კის კვლე­ვით ცენ­ტრ Memorial Sloan Kettering-ში ჩა­ტა­რე­ბუ­ლი მცი­რე კლი­ნი­კუ­რი ექ­სპე­რი­მენ­ტის თა­ნახ­მად, იმუ­ნო­თე­რა­პი­ულ მკურ­ნა­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მში სიმ­სივ­ნე გაქ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კვლე­ვა­ში ჩარ­თულ ყვე­ლა ონ­კო­პა­ცი­ენტს ჰქონ­და სწო­რი ნაწ­ლა­ვის კიბო, იშ­ვი­ა­თი მუ­ტა­ცი­ით, თუმ­ცა ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში.

ექ­სპე­რი­მენ­ტში 16 ადა­მი­ა­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

onkopacientebi-44105-1655441968.png

კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბი ექი­მებ­თან ერ­თად

პა­ცი­ენ­ტებს ჩა­უ­ტარ­დათ მკურ­ნა­ლო­ბის 6-თვი­ა­ნი კურ­სი იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წამ­ლით, სა­ხე­ლად - დოს­ტარ­ლი­მა­ბი, რომ­ლის მწარ­მო­ე­ბე­ლიც არის ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი კომ­პა­ნია - GlaxoSmithKline.

ნაშ­რო­მის მი­ხედ­ვით, პა­ცი­ენ­ტე­ბის გან­კურ­ნე­ბი­დან ექ­ვსი თვის გას­ვლის შემ­დეგ, არ­ცერ­თი მათ­გა­ნის ორ­გა­ნიზ­მში არ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა სიმ­სივ­ნუ­რი უჯრე­დე­ბი, თუმ­ცა რო­გორც მეც­ნი­ე­რე­ბი ამ­ბო­ბენ, მათ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა ხუთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გაგ­რძელ­დე­ბა.

სა­ყუ­რა­დღე­ბოა, რომ არ­ცერთ პა­ცი­ენ­ტში არ გა­მოვ­ლე­ნი­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გვერ­დი­თი ეფექ­ტი გარ­და დაღ­ლი­ლო­ბის შეგ­რძნე­ბი­სა და მცი­რე გა­მო­ნა­ყა­რი­სა. მკვლევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ კი­ბოს მკურ­ნა­ლო­ბის სხვა სა­შუ­ა­ლე­ბებს, რო­გო­რი­ცაა ქი­რურ­გი­უ­ლი ჩა­რე­ვა, ქი­მი­ო­თე­რა­პია თან ახ­ლავს არა­ერ­თი გვერ­დი­თი ეფექ­ტი.

“ოპე­რა­ცი­ას, ქი­მი­ო­თე­რა­პი­ას მუდ­მი­ვად აქვს გვერ­დი­თი ეფექ­ტი, გავ­ლე­ნა ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა­ზე, სექ­სუ­ა­ლურ ჯან­მრთე­ლო­ბა­ზე, ნაწ­ლა­ვე­ბი­სა და შარ­დის ბუშ­ტის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბა­ზე“, - ამ­ბობს ექი­მი ან­დრეა სერ­ჩე­კი.

რა ღირს იმუ­ნო­თე­რა­პი­უ­ლი წა­მა­ლი და რო­გორ მოქ­მე­დებს ის?

რო­გორც გა­მო­ცე­მა The Times-ი წერს, წამ­ლის ერთი დოზა და­ახ­ლო­ე­ბით 11 000 დო­ლა­რი ღირს. ის პა­ცი­ენ­ტმა უნდა მი­ი­ღოს ყო­ველ სამ კვი­რა­ში, ექ­ვსი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში. წა­მა­ლი მოქ­მე­დებს იმგვა­რად, რომ გა­მო­ავ­ლი­ნოს კი­ბოს უჯრე­დე­ბი, რათა იმუ­ნურ­მა სის­ტე­მამ მარ­ტი­ვად შეძ­ლოს მისი ამოც­ნო­ბა და გა­ნად­გუ­რე­ბა.

შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და შემ­დგო­მი ნა­ბი­ჯე­ბიმე­დი­კო­სე­ბი თან­ხმდე­ბი­ან, რომ ახლა სა­ჭი­როა უფრო მას­შტა­ბუ­რი კვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა, რათა სუ­რა­თი უფრო მკა­ფიო გახ­დეს. მა­თი­ვე გან­მარ­ტე­ბით, მცი­რე კვლე­ვა ფო­კუ­სი­რე­ბუ­ლი იყო მხო­ლოდ იმ პა­ცი­ენ­ტებ­ზე, რომ­ლებ­საც ჰქონ­დათ ნაწ­ლა­ვის იშ­ვი­ა­თი გე­ნე­ტი­კუ­რი მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბით გა­მოვ­ლე­ნი­ლი სიმ­სივ­ნე, მაგ­რამ მათი ნა­წი­ლის თქმით, ასეთ პა­ცი­ენ­ტებ­ში კი­ბოს სრუ­ლი რე­მი­სია არის ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი სიგ­ნა­ლი.

cancer-cell-3-1655442094.jpg

ჩრდი­ლო­ეთ კა­რო­ლი­ნას უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ბოს ცენ­ტრის ექი­მი, ჰანა სა­ნო­ფი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნულ კვლე­ვა­ში ჩარ­თუ­ლი არ ყო­ფი­ლა, ამ­ბობს, რომ ოპ­ტი­მიზ­მის სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს, თუმ­ცა სა­უ­ბა­რი ყვე­ლა პა­ცი­ენ­ტის გან­კურ­ნე­ბა­ზე ნა­ად­რე­ვად მი­აჩ­ნია, რად­გა­ნაც თვლის, რომ ჯერ კი­დევ საკ­მაო დროა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ ექ­სპე­რი­მენ­ტში ჩარ­თუ­ლი ონ­კო­პა­ცი­ენ­ტე­ბის სრულ გან­კურ­ნე­ბა­ზე ვი­სა­უბ­როთ. ის მი­იჩ­ნევს, რომ ამ ეტაპ­ზე 100%-იანი სი­ზუს­ტით თქმა, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მარ­თლაც გა­ნი­კურ­ნენ, ნა­ად­რე­ვია.ჰანა სა­ნო­ფის თქმით, სრუ­ლი და ზუს­ტი სუ­რა­თის­თვის გარ­და უფრო ფარ­თო კვლე­ვი­სა, ასე­ვე სა­ჭი­როა ამ ადა­მი­ა­ნებ­ზე ხან­გრძლი­ვი დაკ­ვირ­ვე­ბა და ეტა­პობ­რი­ვად მათ­თვის სხვა­დას­ხვა გა­მოკ­ვლე­ვის ჩა­ტა­რე­ბა.

ჰი­უს­ტო­ნის ონ­კო­ლო­გი­ის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი სკოტ კო­პეტ­სი კვლე­ვის შე­დეგს ამ სფე­რო­ში "სო­ლი­დურ წინსვლას" უწო­დებს და თვლის, რომ შე­საძ­ლოა, იმუ­ნო­თე­რა­პი­ის გა­მო­ყე­ნე­ბა ონ­კო­ლო­გი­ა­ში "თა­მა­შის შემ­ცვლე­ლი" იყოს.

ასე­ვე, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­გო­რი შე­დე­გი ექ­ნე­ბა იმუ­ნო­თე­რა­პი­ულ წა­მალს სხვა ტი­პის კი­ბოს პრე­ვენ­ცი­ის კუ­თხით და ეს სა­კი­თხიც მეც­ნი­ერ­თა შემ­დგო­მი კვლე­ვის სა­გა­ნია.

ambebi.ge

myquiz