როგორ გამოიყურება 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომელიც წალკის კანიონზე გაიხსნა - ფოტოები გახსნის ღონისძიებიდან | Allnews.Ge

როგორ გამოიყურება 240 მეტრიანი შუშის ხიდი, რომელიც წალკის კანიონზე გაიხსნა - ფოტოები გახსნის ღონისძიებიდან

მად­ლო­ბა "კასს ლენ­დს", კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც აქ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 120 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია და შექ­მნა 250 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ვუ­ლო­ცავ წალ­კას და ვუ­ლო­ცავ ჩვენს რე­გი­ონს, მთელ ქვე­ყა­ნას, - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა წალ­კის კა­ნი­ო­ნის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას გა­ნა­ცხა­და.

პრე­მი­ერ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ მთავ­რო­ბის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად ეკო­ტუ­რიზ­მის წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა, რისი ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თიც არის წალ­კის კა­ნი­ო­ნის უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტი.

"მო­გე­სალ­მე­ბით, ძვირ­ფა­სო სტუმ­რე­ბო, მთავ­რო­ბის და პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბო, პა­ტივ­ცე­მუ­ლო სტუმ­რე­ბო, პა­ტივ­ცე­მუ­ლო ებ­რა­ე­ლო სტუმ­რე­ბო, ჩვე­ნო მე­გობ­რე­ბო!

288445992-393005122860507-4199736544750417999-n-74590-1655269058.jpg

დიდი პა­ტი­ვია ჩემ­თვის დღეს ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა. ამ ულა­მა­ზეს ად­გი­ლას, წალ­კის კა­ნი­ონ­ზე ასე­თი არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა შე­იქ­მნა და მე მინ­და, პირ­ველ რიგ­ში ჩემი გა­მოს­ვლა და­ვი­წყო მად­ლო­ბით, მად­ლო­ბა „კასს ლენ­დს", კომ­პა­ნი­ას, რო­მელ­მაც აქ გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა 120 მლნ ლა­რის ინ­ვეს­ტი­ცია და შექ­მნა 250 ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლი. ვუ­ლო­ცავ წალ­კას და ვუ­ლო­ცავ ჩვენს რე­გი­ონს, მთელ ქვე­ყა­ნას.

მე ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ რა თქმა უნდა, ჩვე­ნი მთავ­რო­ბის­თვის ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრი­ო­რი­ტე­ტია ჩვე­ნი ბუ­ნებ­რი­ვი მემ­კვიდ­რე­ო­ბის დაც­ვა-შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა და ამავდრო­უ­ლად ეკო­ტუ­რიზ­მის სა­ერ­თა­შო­რი­სო წარ­მა­ტე­ბით გან­ვი­თა­რე­ბა და სწო­რედ, ეს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი, უნი­კა­ლუ­რი ად­გი­ლი არის ამის ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი, თუ რო­გორ მოხ­და შერ­წყმა, ერ­თის მხრივ დაც­ვა ჩვე­ნი მემ­კვიდ­რე­ო­ბის და მე­ო­რეს მხრივ ასე­თი თა­ნა­მედ­რო­ვე, მე ვი­ტყო­დი, მსოფ­ლიო დო­ნის ინფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბა. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ძა­ლი­ან გვა­ხა­რებს, გვი­ხა­რია, რომ ამ პრო­ექ­ტით და­ინ­ტე­რეს­და ჩვე­ნი მე­გო­ბა­რი სა­ხელ­მწი­ფო - ის­რა­ე­ლი და ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნია", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრო­ექ­ტი წა­ა­ხა­ლი­სებს და ხელს შე­უ­წყობს კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რედ ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას და ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის და­საქ­მე­ბას.

288455280-393005239527162-3035378156189985800-n-74611-1655269084.jpg

"კი­დევ ერთხელ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო მათ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ვეს­ტი­ცი­ის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის და მე ასე­ვე მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ ეს პრო­ექ­ტი წა­ა­ხა­ლი­სებს და ხელს შე­უ­წყობს ამ კა­ნი­ო­ნის მიმ­დე­ბა­რე ტუ­რის­ტუ­ლი სერ­ვი­სე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას, აქ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბა და­საქმდე­ბა, ძა­ლი­ან ბევ­რი ტუ­რის­ტი უნდა ჩა­მო­ვი­დეს ამ უნი­კა­ლურ ად­გი­ლას, რომ ნა­ხოს და თა­ვად გა­ეც­ნოს ასეთ უნი­კა­ლუ­რო­ბას.

სწო­რედ ესაა სწრა­ფი და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბი ნა­ბი­ჯე­ბი, ჩვენ, მთავ­რო­ბა, ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებთ იმის­თვის, რომ ბიზ­ნე­სი იყოს და­ცუ­ლი, რომ ბიზ­ნე­სი თა­ვი­სუფ­ლად აკე­თონ ინ­ვეს­ტო­რებ­მა. მსოფ­ლი­ო­ში სა­ქარ­თვე­ლო არის მე-7 ად­გილ­ზე ბიზ­ნე­სის კე­თე­ბის თვალ­საზ­რი­სით, ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მოქ­ნი­ლი პი­რო­ბე­ბია ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი, ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი, ნაკ­ლე­ბი ბი­უ­როკ­რა­ტია, ეს ყვე­ლა­ფე­რი ხელს უწყობს იმას, რომ ასე­თი მა­ღა­ლი დო­ნის ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბი გან­ხორ­ცი­ელ­დეს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, რაც კი­დევ ერთხელ მინ­და აღ­ვნიშ­ნო, ჩვენ ძა­ლი­ან გვი­ხა­რია.

288321305-393005052860514-1582170802712400604-n-74628-1655269110.jpg

ასე რომ, კი­დევ ერთხელ მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ასე­თი უნი­კა­ლუ­რი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, მჯე­რა, რომ ეს ად­გი­ლი ძა­ლი­ან ბევრ ტუ­რისტს შე­აყ­ვა­რებს თავს. კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ, დიდი მად­ლო­ბა! ტოდა რაბა!", - გა­ნა­ცხა­და მთავ­რო­ბის მე­თა­ურ­მა.

წალ­კის კა­ნი­ო­ნის გახ­სნის ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე შეკ­რე­ბილ სტუმ­რებს სი­ტყვით მი­მარ­თეს გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა ოთარ შა­მუ­გი­ამ და კომ­პა­ნია "კასს ლენ­დის" გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ეკა თორ­დი­ამ. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­რე­მოს დაც­ვის და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრთან და კომ­პა­ნია „კასს ლენ­დის" გე­ნე­რა­ლურ დი­რექ­ტორ­თან ერ­თად წალ­კის კა­ნი­ო­ნი და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

წალ­კის კა­ნი­ო­ნი პირ­ვე­ლი და­ცუ­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, სა­დაც კერ­ძო სა­ერ­თა­შო­რი­სო ინ­ვეს­ტი­ცია გან­ხორ­ცი­ელ­და ებ­რა­უ­ლი კომ­პა­ნი­ის KASS LAND-ის მიერ. პრო­ექ­ტის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ღი­რე­ბუ­ლე­ბა 120 000 000 ლა­რია. ამ მო­ცუ­ლო­ბის ინ­ვეს­ტი­ცია რე­გი­ო­ნის­თვის რე­კორ­დუ­ლია, ხოლო პრო­ექ­ტით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს­თვის ახა­ლი და უნი­კა­ლუ­რია.

პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში, კა­ნი­ონ­ზე, სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად, უნი­კა­ლუ­რი 240 მეტ­რის სიგ­რძის, შუ­შის ხიდი მო­ე­წყო, თან­მდე­ვი ეკო­ტუ­რის­ტუ­ლი ბი­ლი­კე­ბით, ვი­ზი­ტორ­თა ცენ­ტრით. მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ასე­ვე აშენ­და სას­ტუმ­რო­ე­ბი და სხვა ტუ­რის­ტუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ წალ­კის კა­ნი­ო­ნის პერ­სო­ნა­ლი სრუ­ლად და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლია ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­გან. პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში 250-ზე მეტი ად­გი­ლობ­რი­ვი გა­დამ­ზად­და და და­საქმდა. კა­ნი­ო­ნის გან­ვი­თა­რე­ბა მნიშ­ვნე­ლო­ვან წვლილს შე­ი­ტანს ქვეყ­ნის, გან­სა­კუთ­რე­ბით კი რე­გი­ო­ნის ეკო­ტუ­რიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

ღო­ნის­ძი­ე­ბას აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი კორ­პუ­სის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და­ეს­წრნენ.

myquiz