რას საქმიანობს დემნა გვასალიას ძმა, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ - სოხუმელი ძმების გზა ემიგრაციიდან მოდის მწვერვალამდე | Allnews.Ge

რას საქმიანობს დემნა გვასალიას ძმა, რომელსაც საქართველოში ნაკლებად იცნობენ - სოხუმელი ძმების გზა ემიგრაციიდან მოდის მწვერვალამდე

დემ­ნა გვა­სა­ლია დღეს ის სა­ხე­ლი და გვა­რია, რო­მე­ლიც თა­ვის­თა­ვა­დაც უკვე ბრენ­დად იქცა და მსოფ­ლიო იც­ნობს. წლე­ვან­დე­ლი "მეთ გალა" სა­ერ­თო­დაც დემ­ნას ბე­ნე­ფი­სად იქცა, რად­გან ვარ­სკვლა­ვე­ბის დიდ ნა­წილს მისი ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი ჰქონ­და მორ­გე­ბუ­ლი - ჯას­ტინ ბი­ბე­რის ჩა­ჩა­ჩულ შარ­ვალ­ზე და თავ­ფე­ხი­ა­ნად შა­ვებ­ში გა­მო­წყო­ბილ კიმ კარ­და­ში­ან­ზე ალ­ბათ კი­დევ დიდ­ხანს ისა­უბ­რე­ბენ.

demnakimi-64576-1655194582.jpg

რა ხა­ნია, დემ­ნამ სა­კუ­თა­რი სი­ტყვა თქვა მსოფ­ლიო მო­და­ში, ჯერ თა­ვი­სი ბრენ­დით - ვე­ტე­მენტსით, ახლა კი "ბა­ლენ­სი­ა­გას" სა­ხე­ლით. ქარ­თუ­ლი წარ­წე­რე­ბით თუ 1990-ია­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლო­ში აქ­ტუ­ა­ლუ­რი დე­ტა­ლე­ბით არა­ერ­თი მო­დე­ლი გა­მო­იყ­ვა­ნა სცე­ნა­ზე და მისი ყო­ვე­ლი ახა­ლი კო­ლექ­ცია რა­ღაც ახალს ამ­ბობს, გარ­და იმი­სა, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე მო­დის სტან­დარ­ტებს სრუ­ლი­ად ატ­რი­ა­ლებს.

"ჩემი სა­კუ­თა­რი ის­ტო­რი­ის, ამ­ბის მო­თხრო­ბა მინ­დო­და. ამით და­ვუბ­რუნ­დი ნამ­დვილ ფეს­ვებს ჩემს ნაღ­ვლი­ან ქვე­ყა­ნა­ში. დიდი ზო­მის ტან­საც­მე­ლი ჩემი ბი­ძაშ­ვი­ლე­ბის გარ­დე­რო­ბი­და­ნაა, მათ მა­შინ ფული ჰქონ­დათ, მე კი წარ­მოდ­გე­ნაც არ მქონ­და, თუ სა­ერ­თოდ არ­სე­ბობ­და მოდა”, – ამ­ბობ­და გვა­სა­ლია ძმას­თან ერ­თად შექ­მნი­ლი ბრენ­დის "ვე­ტე­მენტსის" ერთ-ერთი ჩვე­ნე­ბის შემ­დეგ.

233895305-1704668669920609-7773817374603628359-n-64992-1655194614.jpg

ბევ­რმა არ იცის, რომ დემ­ნას სა­ხე­ლი მო­დის სამ­ყა­რო­ში თავ­და­პირ­ვე­ლად სწო­რედ ამ ბრენ­დის სა­ხე­ლით გა­ის­მა, რო­მე­ლიც მან და მის­მა უმ­ცროს­მა ძმამ - გუ­რამ გვა­სა­ლი­ამ შექ­მნეს. ბი­ჭე­ბი სო­ხუმ­ში და­ი­ბად­ნენ, მერე მცი­რე ხანს ომის შემ­დეგ თბი­ლის­ში ცხოვ­რობ­დნენ, შემ­დეგ - უკ­რა­ი­ნა­ში, მერე კი ემიგ­რა­ცი­ა­ში წა­ვიდ­ნენ.

"ჩემი ოჯა­ხი ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა სა­ქარ­თვე­ლო­დან დი­უ­სელ­დორფში 2000 წელს გა­და­ვი­და სა­ცხოვ­რებ­ლად, სა­დაც წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში დავ­რჩი. სწო­რედ აქ მივ­ხვდი, რა მინ­დო­და.

ეკო­ნო­მი­კის გარ­კვე­უ­ლი სა­ფუძ­ვლე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ვის­წავ­ლე, რად­გან ჩემს მშობ­ლებს არ სჯე­რო­დათ, რომ დი­ზა­ი­ნე­რო­ბა შე­იძ­ლე­ბო­და რე­ა­ლუ­რი პრო­ფე­სია ყო­ფი­ლი­ყო.

guramgvasalia-5343-1-e1613914145874-64716-1655194644.jpg

სწო­რედ ამი­ტომ ეკო­ნო­მი­კა­ში ბა­კა­ლავ­რის ხა­რის­ხი ავი­ღე და როცა გერ­მა­ნი­ა­ში ჩა­ვე­დი, ოჯახ­ში გაჩ­ნდა იდეა, რომ ბან­კში და­მე­წყო მუ­შა­ო­ბა, თუმ­ცა, მე გა­დავ­წყვი­ტე დი­უ­სელ­დორფში მა­ინც ის გა­მე­კე­თე­ბი­ნა, რაც რე­ა­ლუ­რად მინ­დო­და. სწო­რედ ამი­ტომ 2002 წელს Royal Academ of Fine Arts-ში, ან­ტვერ­პენ­ში და­ვი­წყე სწავ­ლა" - იხ­სე­ნებს დემ­ნა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში...

d41ad87d4589388d7c38824df97fe624-1655194716.jpg

მსგავსი ისტორია აქვს გურამსაც: "გერმანიაში მე-13 გიმნაზია დავამთავრე და ევროპულ ბიზნესსკოლაში ეკონომიკური სამართლის ფაკულტეტზე ჩავაბარე. განათლება საერთაშორისო მართვის სფეროში გავაგრძელე კიოლნის ბიზნესსკოლაში და ამერიკულ ბიზნესსკოლაში, პარიზში. მიუხედავად იმისა, რომ ციფრებთან "ვმეგობრობ", შინაგანად მქონდა განცდა, რომ საბანკო საქმიანობა მალე მომბეზრდებოდა. უფრო კრეატიული სფერო მინდოდა. ამიტომ გადავბარგდი ლონდონში და მოდის კოლეჯში ჩავაბარე, ლონდონის ხელოვნების უნივერსიტეტში. შემდეგ დავბრუნდი პარიზში და კონსულტაციებს ვუტარებ დღესაც დიდ და მცირე ბრენდებს განვითარებასა და წინსვლაში", - ამბობს გურამი, რომელიც ასევე გახლავთ ავტორი წიგნისა «Size Zero: A Guide To Spiritual Management» და ამ თემაზეც ატარებს ხოლმე ლექციებს. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz