მილიარდერთა უცნაური ჩვევები, რაც მათ ქონების დაგროვებაში დაეხმარა | Allnews.Ge

მილიარდერთა უცნაური ჩვევები, რაც მათ ქონების დაგროვებაში დაეხმარა

იღბლის გარდა წარმატების მისაღწევად მთელი რიგი ჩვევების გამომუშავებაა საჭირო, რაც ძლიერ ნებისყოფას მოითხოვს. ცნობილმა მეწარმემ, რაფაელ ბაძიაგმა თავის წიგნში The Billion Dollar Secret: 20 Principles of Billionaire Wealth and Success ერთხელ აღნიშნა, რომ ადამიანის მომავალს გრძელვადიან პერსპექტივაში მისი ჩვევები განსაზღვრავს.

შესაძლოა ეს ბევრისთვის სერიოზულად აღქმადი არ არის, თუმცა ფაქტია, მსოფლიოში ცნობილ მილიარდერებს საკმაოდ უცნაური ჩვევები და ცხოვრების წესი აქვთ.

გარისკვა ჭკვიანურად

სამყაროში უამრავი ადამიანი რისკავს. თუმცა უმრავლესობას არ უმართლებს. ტიპიური რისკების მიმღებებისგან განსხვავებით, წარმატებული მილიარდერები ყოველთვის წონიან მათ გადაწყვეტილებებს და საინვესტიციო პერსპექტივებს სწვალობენ.

მილიარდერები გათვლილ რისკებს იღებენ, სადაც წარუმატებლობის შემთხვევაში თავის დაზღვევის შესაძლებლობებიც არის გათვლილი. გახსოვდეთ, რისკზე წასვლის დროს ყოველთვის მზად იყავით ცუდი შედეგებისთვის.

ფოკუსირება მიზნებზე

ჩვეულებრივ, როდესაც მასა ახალ ტენდენციებზე აყოლას იწყებს, მილიარდერები, როგორც წესი, ამით ფულს გამოიმუშავებენ.

უორენ ბაფეტმა თავისი უზარმაზარი ქონება მას შემდეგ მოიპოვა, როდესაც გადაწყვიტა ინვესტიციების ყიდვა მას შემდეგ, რაც ხალხმა მასიურად დაიწყო მათი გაყიდვა.

მათ შორის, Meta -ს დამფუძნებელს, მარკ ცუკერბერგს შეეძლო წლების განმავლობაში საკმაოდ შემოსავლიან სამსახურში ემუშავა, ისევე როგორც მის ამხანაგებს, მაგრამ გადაწყვიტა ფოკუსირება მის მიზნებზე მოეხდინა.

განაგრძეთ კითხვა

myquiz