14 წლით სახლში გამოკეტილი 6 ძმისა და მათი დის ამბავი - როგორ დააღწიეს თავი ძმებმა მშობლების ტყვეობას | Allnews.Ge

14 წლით სახლში გამოკეტილი 6 ძმისა და მათი დის ამბავი - როგორ დააღწიეს თავი ძმებმა მშობლების ტყვეობას

ეს ნამდვილად არ არის მოგონილი ამბავი. სამწუხაროდ, ეს სინამდვილეა და კიდევ ერთი მაგალითი იმისა, რომ ხანდახან მშობელი ყველაზე დიდ მტრად ევლინება საკუთარ შვილს...

ექვსი ძმა და მათი და ნიუ-იორკში, მანჰეტენზე გაიზარდა, თუმცა სინამდვილეში არც ნიუ-იორკში უცხოვრიათ და არც მანჰეტენის დიდებულება უგრძნიათ - ისინი წლობით იყვნენ მაღალსართულიანი სახლის ბინაში გამოკეტილები და ფანჯრიდან ადევნებდნენ თვალს ცხოვრებას, რომელიც მათ მიღმა მიედინებოდა.

ასე გადაწყვიტა მათმა მამამ, რომელსაც სურდა, შვილებისთვის „ცივილიზაციის სიბოროტეები“ და ბევრი სხვა საფრთხე აერიდებინა. "მგლის ხროვა" - ასე უწოდეს ამ ოჯახს მოგვიანებით ჟურნალისტებმა და ასევე ეწოდა დოკუმენტურ ფილმს, რომელიც მოგვიანებით მათ შესახებ გადაიღეს... თუმცა მანამდე, სანამ მსოფლიო მათ შესახებ შეიტყობდა, იყო მთელი 14-წლიანი კარჩაკეტილობა და ჩვეულებრივი ტყვეობა...

ht-wolfpack-03-oscarsusanneangulo-jc-150617-16x9-992-1655018451.jpg

კარგი დასაწყისი

დასაწყისი ნამდვილად კარგი იყო. 1989 წელს ამერიკელმა სიუზანმა, რომელსაც უყვარდა თავისუფლება, ჰიპად მიაჩნდა თავი და ბევრს მოგზაურობდა, პერუში გაიცნო ადგილობრივი მცხოვრები ოსკარ ანგულო, რომელიც გიდად მუშაობდა. მათ ერთმანეთი მოეწონათ. ოსკარი სიუზანს ამერიკაში გაჰყვა და იქ კრიშნაიტულ თემთან ერთად ცხოვრობდნენ, მერე კი ტრაილერით მოგზაურობდნენ მთელ ქვეყანაში. ოსკარი როკ-მუსიკოსობაზე ოცნებობდა, თუმცა შოუ-ბიზნესი არ ჩქარობდა მისი ნიჭის აღიარებას. როცა პირველი შვილი გაუჩნდათ, წყვილი ლოს-ანჯელესში იმყოფებოდა. თუმცა იქ საკმაოდ ძვირი იყო ცხოვრება, სახლიც ვერ იყიდეს და ნიუ-იორკში გადავიდნენ.

83940578-83940572-1655018503.jpg

სიუზანს მშობლები დაეხმარნენ ფინანსურად და სახლის ყიდვა მოახერხეს. სწორედ იქ მოიწყეს ოჯახური ბუდე. ოსკარმაც ფიზიკურად დაიწყო შრომა და არც ისე ცუდი შემოსავალი ჰქონდა...თუმცა ოსკარს აშინებდა დიდი ქალაქი, დანაშაულების რაოდენობით და მრავალრიცხოვანი ცდუნებებით. გადაწყვიტა, რომ ისინი "დაეცვა" ყველა საფრთხისგან და ცოლ-შვილს (იმ დროს უკვე სამი შვილი ჰყავდა) სრულიად აუკრძალა სახლიდან გასვლა. თავად შეეგუა იმას, რომ როკმუსიკოსი ვერ გახდებოდა, მიეძალა ალკოჰოლს, მოგვიანებით კი პარანოიის ნიშნებიც გამოავლინა. სახლის გასაღებების ერთადერთი კომპლექტი სულ ედო ჯიბეში და არასოდეს არ აძლევდა ოჯახის წევრებს. ოსკარი და სიუზანი

გაქცევა ციხიდან

უმცროსი შვილები ნიუ-იორკში დაიბადნენ. ყველა სახლში სწავლობდა სასკოლო საგნებს, დედასთან. მხოლოდ და არ მონაწილეობდა სწავლის პროცესში - მას აუტიზმის მძიმე ფორმა აქვს და უჭირს ურთიერთობა ოჯახის წევრებთანაც. სიუზანი მოგვიანებით ამბობდა, რომ ვერ ეწინააღმდეგებოდა ქმარს, რადგან ეშინოდა მისი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz