"მას კოორდინაცია უჭირს, უცნაურად ახველებს, ხელი უკანკალებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ? | Allnews.Ge

"მას კოორდინაცია უჭირს, უცნაურად ახველებს, ხელი უკანკალებს" - რა ინფორმაცია ვრცელდება ვლადიმერ პუტინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ?

ვლადიმერ პუტინი- პიროვნება, რომლის მოქმედების არეალი ყოველ წელს ფართოვდება, მისი გადაწყვეტილებები კი უდანაშაულო ადამიანებს კლავს. ბოლო დროს ვრცელდება ინფორმაციები, რომელთა მიხედვით პუტინს უამრავ შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემას შორის, დემენცია, ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნე, პარკინსონი და შიზოფრენია აქვს.

გავრცელდა ჭორები, რომ რუსეთი პრეზიდენტი ეკრანებიდან დროებით გაქრება ოპერაციის გასაკეთებლად. ჭორების გავრცელების პირველი წყარო რუსული ტელეგრამის საიდუმლო არხია. არხის უკან კი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილ გენერალ-ლეიტენანტი, ფსევდონიმით "ვიქტორ მიხაილოვიჩი", დგას .

vladimir-putin-health-problems-credit-twitter-reuters-270422-1654587474.jpg

კრემლში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ ამ ცნობას, თუმცა, გავრცელდა, პრეზიდენტის ბოლო კადრები. სადაც ჩანს, რომ მას კოორდინაცია უჭირს უცნაურად ახველებს, ხელი უკანკალებს და ფეხს არ აჩერებს.

სწორედ ამ ვიდეომ აალაპარაკა ზოგიერთი ექსპერტი თუ ანალიტიკოსი. თუმცა, როგორც ბრიტანელი ექსპერტები ამბობენ, პუტინს არ აქცს პარკინსონის ნიშნები.

თებერვალში დაგეგმილი ოპერაცია ომის გამო გადაიდო, მართალია ის ჯერ კიდევ კამერების წინ პოზირებს, თუმცა მაინც საინტერესოა ვინ იქნება მისი შემცვლელი. მედიას ამაზეც აქვს პასუხი.

როგორც დასავლური გამოცემები ამბობენ, პუტინის საყრდენი წერილი უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, არმიის გენერალი ნიკოლაი პატრუშევია.

putinn-1654587792.png

ნიკოლაი პატრუშევი 70 წლისაა. ის 1999-2008 წლებში ეფ-ეს-ბეს დირექტორი იყო. 2008 წლიდან კი უსაფრთხოების საბჭოს მდივანია. გემთმშენებლობის ინსტიტუტის დასრულების შემდეგ მან მინსკში КГБ-ს უმაღლესი კურსი გაიარა. სწორედ აქედან დაიწყო პატრუშევის კარიერული წინსვლა, საბოლოოდ კი ის ეფ-ეს-ბეს დირექტორიც გახდა.

ჯერ კიდევ 2006 წელს საუბრობდნენ პოლიტოლოგები, რომ პუტინის მემკვიდრე პატრუშევი გახდებოდა, თუმცა პრეზიდენტად მედვედევი აირჩიეს.

nikolai-patrushev-1-1654588025.jpg

2018 წელს პატრუშევის სახელი ერთ სკანდალში ფიგურირებდა, რომელიც ავღანეთში რუსეთის ფედერაციის საკონსულოდან ნარკოტიკული საშუალების, კოკაინის კონტრაბანდას უკავშირდებოდა. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ, სხვა რუსი მაღალჩინოსნებთან ერთდ ის სანქცირებულთა სიაში მოხვდა.

myquiz