ვინ უნდა შეიკავოს თავი ნაყინის მიღებისგან? -სიფრთხილის ზომები, რომლებიც ნაყინის მირთმევისას უნდა დავიცვათ | Allnews.Ge

ვინ უნდა შეიკავოს თავი ნაყინის მიღებისგან? -სიფრთხილის ზომები, რომლებიც ნაყინის მირთმევისას უნდა დავიცვათ

ზოგიერთი დაავადების დროს ნებადართულია ნაყინის მხოლოდ განსაზღვრული სახეობა. მაგალითად, უნდა შეიზღუდოს ყოველგვარი ნაყინი, გარდა ხილისა და კენკრისა, როცა ძროხის რძე ადამიანში ალერგიას იწვევს, ხოლო შაქრიანი დიაბეტის დროს მხოლოდ სპეციალური დიაბეტური ნაწარმი შეიძლება მივირთვათ.

ასე რომ, შეძენამდე ზედმიწევნით გაეცანით ეტიკეტს, რომელზეც მითითებულია პროდუქტის შემადგენლობა. ნაყინის მწარმოებლებთან კავშირი უნდა ჰქონდეთ ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის სამეცნიერო ცენტრების კვების განყოფილებებს, რათა, მათი მითითებისამებრ, დამზადდეს ნაყინი სპეციალური რეცეპტით.

მაგალითად, მეტაბოლური დაავადებებისა და ოსტეოპოროზის დროს რეკომენდებულია სპეციალური ნაყინი ადვილად ასათვისებელი კალციუმით. ის შეიძლება გემრიელი წამალი აღმოჩნდეს ბავშვისთვის, რომელსაც დარღვეული აქვს კალციუმის ცვლა.

რა თქმა უნდა, ნაყინის მთავარი და ყველაზე მადლიერი მომხმარებლები ბავშვები არიან, მაგრამ როგორც არ უნდა ეხვეწოს პატარა მშობლებს, მისი გემო სამ წლამდე არ უნდა გაიგოს. ნაყინი, რომელიც შეიძლება შევთავაზოთ სამი წლის ბავშვს, რძისა უნდა იყოს. პირველ ხანებში უნდა ვარიდოთ დანამატებს, მათ შორის - თხილს, შოკოლადს.

myquiz