ბილ გეიტსმა მსოფლიო ახალი პანდემიის შესახებ გააფრთხილა | Allnews.Ge

ბილ გეიტსმა მსოფლიო ახალი პანდემიის შესახებ გააფრთხილა

Microsoft-ის დამფუძნებელმა ბილ გეიტსმა სამყარო გააფრთხილა, რომ მსოფლიოს ახალი პანდემია ემუქრება.ამის შესახებ მან განაცხადა ესპანურ გაზეთისათვის El Diario მიცემულ ინტერვიუში.

გეიტსის აზრით, 20 წლის შემდეგ კიდევ ერთი პანდემიის გავრცელების ალბათობა დაახლოებით 50%-ს შეადგენს. დაავადებების გავრცელებასთან საბრძოლველად იგი „ეპიდემიებისას რეაგირებისა და მობილიზაციის გლობალური ჯგუფის“ შექმნას განიხილავს, რომელთაც ისევე გამოიძახებენ, როგორც მეხანძრეებს.

თუმცა გეიტსის აზრით, ამჯამად გავრცელებული მაიმუნის ყვავილი იმდენად საშიში არ არის.

ბილ გეიტსის წიგნი „როგორ ავირიდოთ თავიდან შემდეგი პანდემია“ (How to Prevent the Next Pandemic) მაისში გამოვიდა, რომელშიდაც გეიტსი ვარაუდობს, რომ კორონავირუსის პანდემია კაცობრიობისთვის შეიძლება ბოლო აღმოჩნდეს. გეიტსმა აღწერა ის ნაბიჯები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია მომავალში გლობალური მოვლენების თავიდან აცილება და უფრო ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა პლანეტის ყველა ადამიანისთვის. ის ასევე საუბრობს იმ ინსტრუმენტებზე, რომელიც აუცილებელია პათოგენებთან ადრეული ბრძოლისთვის.

mkurnali.ge

myquiz