ცხოვრება 2 კვ.მ. ბინაში- როგორია ჰონგ-კონგის ყველაზე ღარიბი მოსახლეობის ყოველდღიურობა?
ზოგიერთ ჩინურ საცხოვრებელ სახლთან შედარებით ჩვენი მცირეგაბარიტიანი სახლები სასახლეებად მოგეჩვენებათ. ჩინეთში ჰონგ-კონგის (და არა მარტო) მკვიდრნი მართლაც რომ საშინელ პირობებში ცხოვრობენ. ამბობენ, რომ ეს მათი პროგრესის საფასურია.
წარმოგიდგენიათ 2 კვ.მ-ში ცხოვრება, სადაც უნიტაზი და საწოლი ერთად არის განთავსებული? ანუ სველი წერტილი, საპირფარეშო, საძინებელი, სამზარეულო და საკუჭნაო ყველაფერი ერთ ოთახშია. წარმოუდგენლად გეჩვენებათ ხომ? ჩინეთის მკვიდრთათვის კი ეს ჩვეულებრივი რამ არის. ეს პრობლემა დღითიდღე უფრო და უფრო აქტუალური ხდება არა მხოლოდ ჩინეთში, მთელ მსოფლიოში.
თუმცა გასაკვირია, რატომ ხდება ეს ჩინეთში, ქვეყანაში, რომელიც ეკონომიკის თვალსაზრისით ლიდერია მსოფლიოში. პასუხი მარტივია: ეკონომიკურ ზრდამდე სიტუაცია ბევრად უარესი იყო, ვიდრე ახლა არის, გარდა ამისა, ჩინეთმა გადაიტანა დემოგრაფიული აფეთქება, რამაც თავის მხრივ ხელი შეუწყო ეკონომიკურ აღმავლობას, თუმცა გაართულა სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობის გამოსწორების პროცესი.