ხუთი ქალი, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა | Allnews.Ge

ხუთი ქალი, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს ხელი მოაწერა

1998 წლის 26 მაისი, ნაშუადღევი, 5 საათი და 10 წუთი; თბილისი, გოლოვინის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილი რეზიდენცია - დრო და ადგილი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის თავისუფლება და დამოუკიდებლობა განსაზღვრა. სწორედ ამ დროს მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. დოკუმენტს ხელი 5-მა ქალმა მოაწერა.

1. მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე

მინადორა ტოროშელიძე წარმოშობით იმერეთიდან იყო. ის ჟენევაში წავიდა სასწავლებლად და იქ მედიცინასთან ერთად მარქსიზმიც შეისწავლა. მოგვიანებით ჟენევაშივე გაცნობილ ქმართან, “ბოლშევიკ” მალაქიასთან ერთად თბილისში დაბრუნდა და აქტიურ “მენშევიკურ” საქმიანობას ეწეოდა. საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი იგი არალეგალურად მუშაობდა სხვადასხვა ორგანიზაციაში. თავისი ანტისაბჭოთა მოღვაწეობის გამო ის რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული. მინადორას დაუხვრიტეს ქმარი და შვილები.

2. ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე

ელეონორა ტერ-ფარსეგოვა-მახვილაძე თბილისში დაიბადა და მოგვიანებით ქმართან ერთად სოხუმში გადავიდა საცხოვრებლად. იყო მენშევიკური მთავრობის წევრი.

3. ქრისტინე შარაშიძე

ქრისტინე შარაშიძე 1919 წლის დამფუძნებელი საბჭოს და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი იყო. მუშაობდა ჟურნალისტად და მასწავლებლად. აქტიურად იყო ჩაბმული ანტისაბჭოთა მოძრაობაში. არაერთხელ დააპატიმრეს, მისი ოჯახის წევრები კი დახვრიტეს.

განაგრძეთ კითხვა