უსარგებლო ნივთები, რომლებსაც სულ ტყუილად ვყიდულობთ | Allnews.Ge

უსარგებლო ნივთები, რომლებსაც სულ ტყუილად ვყიდულობთ

ბოლო დროს ინტერნეტში, ტლევიზიით სულ უფრო ხშირად ვაწყდებით ისეთ ინფორმაციას, რომელიც ნებისმიერი დიასახლისის ინტერესს გამოიწვევს. ვისაც საშუალება აქვს, გარბის და ყიდულობს ამ ნივთებს დიდი სიხარულით, ვისაც არა - გული სწყდება, მაგრამ მოდით ვნახოთ, რამდენად რეალურად გვჭირდება ეს ნივთები და მართლა უნდა დაგვწყდეს თუ არა გული.

პიცის საჭრელი დანა

pica-1653643176.jpg

ამ დანის დანახვისას გულგრილები ვერ რჩებიან პიცის მოყვარულები. მაგრამ საქმე ის არის, რამდენად ხშირად ამზადებთ თავად პიცს სახლში. თუ უკვეთავთ, მაშინ იცოდეთ, რომ უკვე დაჭრლი მოაქვთ, თუ თავად ამზადებთ სახლში, რამდენად ხშირად? ისიც გაითვალისწინეთ რომ დანა საკმაოდ მასიურია და უჯრაში საკმაო ადგილსაც იკავებს. ამიტომ, სანამ გული დაგწყდებათ, იფიქრეთ, რამდენდ ხშირად გამოიყენებდით მას.

სალათის ფურცლის საშრობი

pica11-1653643196.jpg

ნივთი მართლაც რომ პრაქტიკულია, საჭირო, თუმცა საკამოდ გაბარიტული, რომელიც ცოტა ხანში აუცილებლად მოგიშლით ნერვებს, თუ სამზარეულოში სათავსოები შეზღუდული რაოდენობით გაქვთ. სანამ შეიძენთ, კარგად დაფიქრდით სად მოათავსებთ.

პოპკორნის მოსამზადებელი აპარატი

pica22-1653643216.jpg

პირდაპირ გეტყვით, ყოველდღიურადაც რომ მიირთმევდეთ პოპკორნს, მაინც ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ საიმისოდ, რომ ამ ძვირადღირებული აპარატიდან მიიღოთ ის სარგებელი, რაც გადახდილი გაქვთ. ამ ნივთით ტკბობას სავარაუდოდ, მხოლოდ პირველი ერთი კვირის განმავლობაში შეძლებთ, შემდეგ კი ჩვეულებრივი ხერხით, რამდენიმე წუთში მომზადებულ მეთოდს მიმართავთ ისევ და თავს იმაზე ფიქრით დაიღლით, თუ სად მოათავსოთ ეს ძვირაღირებული აპარატი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz