ვის ხელში იყო თბილისი სხვადასხვა საუკუნეში - დედაქალაქის მმართველების ისტორია | Allnews.Ge

ვის ხელში იყო თბილისი სხვადასხვა საუკუნეში - დედაქალაქის მმართველების ისტორია

თბი­ლის­მა ქა­ლა­ქის სტა­ტუ­სი ვახ­ტანგ გორ­გას­ლის­გან მი­ი­ღო, ხოლო დე­და­ქა­ლა­ქად მისი მემ­კვიდ­რის - და­ჩის დროს იქცა. თბი­ლისს თა­ვი­დან­ვე ჰყავ­და მმარ­თვე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც ქარ­თვე­ლი მე­ფის მო­ხე­ლე­ე­ბი იყ­ვნენ. ეთ­ნოგ­რა­ფი, პრო­ფე­სო­რი რო­ლანდ თოფ­ჩიშ­ვი­ლი გვე­უბ­ნე­ბა, რომ VI სა­უ­კუ­ნის 30-იან წლებ­ში ქა­ლაქს უკვე ირა­ნე­ლი მარ­ზპა­ნი მარ­თავ­და, ხოლო VIII-IX სა­უ­კუ­ნე­ებ­ში - არა­ბი ამი­რა.

მისი თქმით, არაბ­თა მმარ­თვე­ლო­ბის დროს ნელ-ნელა ჩა­მო­ყა­ლიბ­და ვა­ჭარ-ხე­ლო­სან­თა და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბა, რომ­ლის სა­თა­ვე­ში თბი­ლი­სე­ლი ბე­რე­ბი - ქა­ლა­ქის უხუ­ცე­სე­ბი იდ­გნენ. როცა 1082 წელს, თბი­ლი­სე­ლებ­მა სა­ბო­ლო­ოდ თავი და­აღ­წი­ეს არა­ბი ამი­რე­ბის ბა­ტო­ნო­ბას, 40 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თბი­ლი­სი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქა­ლა­ქი იყო.

მას თორ­მეტ­თა საბ­ჭო და მის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი მო­ხე­ლე­ნი გა­ნა­გებ­დნენ. თბი­ლი­სის საბ­ჭოს წევ­რე­ბი ქა­ლაქს მო­რი­გე­ო­ბით თვი­თონ მე­თა­უ­რობ­დნენ. ასეთ დრო­ე­ბით გამ­გე­ბელს „ქა­ლა­ქის თა­ვა­დი“ ეწო­დე­ბო­და.

tbilisi888-1653567087.jpg

თბი­ლი­სის გამ­გე­ბელს, როცა თბი­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოს მე­ფე­თა ხელ­ში იყო, „ამი­რა“ ან „ამი­რა­თა­მი­რა“ ეწო­დე­ბო­და (ტერ­მი­ნი არა­ბუ­ლია, რაც არაბ­თა ხან­გრძლი­ვი ბა­ტო­ნო­ბის შე­დე­გი იყო). ამი­რა მე­ფე­თა მიერ დიდ­გვა­რო­ვან­თა წრი­დან ინიშ­ნე­ბო­და - ის ქა­ლა­ქის უზე­ნა­ე­სი გამ­გე­ბე­ლი გახ­ლდათ. ამი­რა­თა­მი­რას „ხელი“ სა­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბის მთელ სფე­როს ეხე­ბო­და. ამი­რე­ბი სხვა ქა­ლა­ქებ­საც ჰყავ­და.

ამირ­თა­მი­რა მხო­ლოდ დე­და­ქა­ლა­ქის, თბი­ლი­სის გამ­გე­ბე­ლი იყო. XII-XV სა­უ­კუ­ნე­ე­ბის თბი­ლის­ში მე­ფის მიერ და­ნიშ­ნუ­ლი სხვა მო­ხე­ლე­ე­ბიც იყ­ვნენ. ერთ-ერთი ქა­ლა­ქის ცი­ხის­თა­ვი გახ­ლდათ. მას ქა­ლა­ქი­სა და მისი ცი­ხის დაც­ვა-პატ­რო­ნო­ბა ევა­ლე­ბო­და და ემორ­ჩი­ლე­ბოდ­ნენ „მე­ცი­ხო­ვე­ე­ბი“. წყა­რო­ებ­ში კი­დევ მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლე­ბი არი­ან „შურ­ტა“ (ევა­ლე­ბო­და წეს­რი­გის დაც­ვა), „მე­კოშ­კე“ (იგი­ვე მე­სას­წო­რე), „მე­ბა­ჟე“.

XVII სა­უ­კუ­ნის და­სა­წყი­სი­დან „ამირთ-ამი­რას“ წო­დე­ბა „მო­უ­რა­ვის“ წო­დე­ბად შე­იც­ვა­ლა. თავ­და­პირ­ვე­ლად და­სა­ხე­ლე­ბა „ამირთ-ამი­რა“ და „მო­უ­რა­ვი“ ერ­თმა­ნე­თის პა­რა­ლე­ლუ­რად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. მო­უ­რავს მეფე ნიშ­ნავ­და. „ქა­ლა­ქის სა­მო­ქა­ლა­ქო­სი ყო­ვე­ლი­ვე მო­უ­რავს უნდა ეკი­თხოს“-ო, - მი­თი­თე­ბუ­ლია თბი­ლი­სის მო­უ­რა­ვის უფ­ლე­ბა-მვა­ლე­ო­ბის გან­მსაზრვრელ დო­კუ­მენ­ტში.

tbilisisistoria1-6-2019-08-09-nibdwvcvt3-1-1653566893.jpg

მას გან­სა­კუთ­რე­ბით ქა­ლა­ქის ეკო­ნო­მი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის­თვის უნდა ედევ­ნე­ბი­ნა თვა­ლი. მის პირ­და­პირ მო­ვა­ლე­ო­ბა­ში შე­დი­ო­და ქურ­დე­ბის, ცუდი ზნის ხალ­ხის და სხვა­თა ძებ­ნა-და­პა­ტიმ­რე­ბა, სა­ზომ-სა­წყა­ო­თა სის­წო­რის­თვის თვალ­ყუ­რის დევ­ნე­ბა. მო­უ­რავს ქა­ლა­ქის შე­მო­სავ­ლის ცალ­კე­უ­ლი სა­ხე­ე­ბი­დან გა­სამ­რჯე­ლო ჰქონ­და და­ნიშ­ნუ­ლი.

თბი­ლი­სის მო­უ­რა­ვის ყო­ველ­წლი­უ­რი შე­მო­სა­ვა­ლი XVIII სა­უ­კუ­ნე­ში 263 თუ­მა­ნი ყო­ფი­ლა. რო­გორც მეც­ნი­ე­რი გვე­უბ­ნე­ბა, თბი­ლის­ში მო­უ­რა­ვი სხვაც იყო, უფრო ზუს­ტად, კა­თა­ლი­კო­სის მო­უ­რა­ვი, რო­მელ­საც კა­თა­ლი­კო­სი ნიშ­ნავ­და. აქ მცხოვ­რე­ბი სა­ეკ­ლე­სიო ყმა-მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ზე­დამ­ხვედ­ვე­ლო­ბა ევა­ლე­ბო­და. სა­ვა­რა­უ­დოდ, ვახ­ტანგ VI-ის წინ გა­ჩე­ნი­ლი ეს „მრა­ვალ­მო­უ­რა­ვი­ა­ნო­ბა“ ერეკ­ლე II-ემ 1784 წელს გა­ა­უქ­მა. განაგრძეთ კითხვა

myquiz