რატომ არასდროს ეკარგება ფასი "ზინგერის" საკერავ მანქანებს და ვინ იყო მისი შემქნელი | Allnews.Ge

რატომ არასდროს ეკარგება ფასი "ზინგერის" საკერავ მანქანებს და ვინ იყო მისი შემქნელი

ბევრ ოჯახშია შემორჩენილი ძველებური საკერავი მანქანა, რომლითაც, როგორც წესი, არავინ სარგებლობს და უფუნქციოდ დგას, ხშირ შემთხვევაში ადგილს ტყუილად იკავებს და ალბათ რამდენი დისახლისი ფიქრობს, რა შეიძლება მოუხერხოს ამ მისთვის უსარგებლო ნივთს. თუმცა, ნუ იჩქარებთ მის გადაგდებას, ეს ხომ ანტიკვარია, რომელსაც ფასი ყოველთვის აქვს.

zz-1653557473.jpg

საკერავი მანქანის ცნობილი გამომგონებელი ისააკ ზინგერი გერმანელი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა. 12 წლის ასაკში მან სკოლა მიატოვა და ერთ-ერთი ცნობილი მექანიკოსის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა. მან ძალიან მალე აითვისა ეს ხელობა, თუმცა მობეზრდა ეს საქმიანობა და გადაწყვიტა მოხეტიალე არტისტი გამხდარიყო.

zin4-1653557484.jpg

ბევრი იხეტიალა სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა 20 წლის ასაკში გადაწყვიტა შესწავლილ პროფესიას და ხელობას დაბრუნებოდა. სულ რაღაც 2 კვირაში მან ააწყო საკერავი მანქანა და პატენტიც კი მოიპოვა. საიმედო კონსტრუქციისა და დახვეწილი მექანიზმის წყალობით, ამ მანქქნამ ძალიან მალე მოიპოვა დიდი პოპულარობა. განაგრძეთ კითხვა