გზა ქუჩური ცხოვრებიდან КГБ-ს ჯაშუშობამდე - პუტინის ახალგაზრდობის უცნობი დეტალები | Allnews.Ge

გზა ქუჩური ცხოვრებიდან КГБ-ს ჯაშუშობამდე - პუტინის ახალგაზრდობის უცნობი დეტალები

რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ცხოვ­რე­ბის ად­რე­უ­ლი წლე­ბის შე­სა­ხებ, იმა­ზე, თუ რო­გორ გახ­და ის КГБ-ს ჯა­შუ­ში და რო­გორ და­ქორ­წინ­და ლუდ­მი­ლა პუ­ტი­ნა­ზე, BBC-ი სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლას აქ­ვეყ­ნებს.

გა­მო­ცე­მას­თან სა­უბ­რი­სას წიგ­ნის - Death of a Dissident თა­ნა­ავ­ტო­რი, ალექს გოლ­დფარ­ბი ამ­ბობს, რომ ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნი სკო­ლა­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ბავ­შვი იყო და მისი ცხოვ­რე­ბა მთლი­ა­ნად ჰქონ­და მო­ცუ­ლი ქუ­ჩის სამ­ყა­როს და ის, რომ ქუ­ჩას მო­შორ­და, ძი­უ­დო­ში პუ­ტი­ნის მწვრთნე­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაა.

putini1-53705-1653544728.jpg

"სკო­ლა­ში თავ­ზე­ხე­ლა­ღე­ბუ­ლი ბან­დი­ტი და ბან­დის წევ­რი იყო. ის იყო ძა­ლი­ან პა­ტა­რა, მაგ­რამ სას­ტი­კად მო­ჩხუ­ბა­რი. კრი­მი­ნა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის­გან გა­და­არ­ჩი­ნა სპორ­ტმა. ძი­უ­დო­ში მის­მა მწვრთნელ­მა ქუ­ჩას მო­ა­შო­რა და პუ­ტი­ნი გახ­და შე­უ­პო­ვა­რი მებ­რძო­ლი. КГБ კი აკ­ვირ­დე­ბო­და ყვე­ლას საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში, ვინც ძი­უ­დო­თი იყო და­კა­ვე­ბუ­ლი“, - ამ­ბობს გოლ­დფარ­ბი.

putini2-53805-1653544762.jpg

კრემ­ლის სა­კი­თხე­ბის ანა­ლი­ტი­კო­სი, ალექს რარი კი BBC-ის უყ­ვე­ბა, რომ პუ­ტინს ყო­ველ­თვის სურ­და ჯა­შუ­შო­ბა და ამას არას­დროს მა­ლავ­და.

"პუ­ტი­ნი არას­დროს ასა­ი­დუმ­ლო­ებ­და, რომ მას სურ­და სა­ი­დუმ­ლო სამ­სა­ხურ­ში ემუ­შა­ვა, КГБ-ს წევ­რი ყო­ფი­ლი­ყო. ოც­ნე­ბობ­და, რომ შტირ­ლი­ცის მსგავ­სი გამ­ხდა­რი­ყო, რო­მე­ლიც ჯე­იმს ბონ­დის რუ­სუ­ლი ვერ­სი­აა“, - ამ­ბობს ალექს რარი.

The Invention of Russia-ს ავ­ტო­რის, არ­კა­დი ოს­ტროვ­სკის თქმით, ფილ­მი Seventeen Moments of Spring (“გა­ზა­ფხუ­ლის ჩვიდ­მე­ტი გა­ელ­ვე­ბა“), რო­მე­ლიც რუს ჯა­შუშ შტირ­ლიც­ზე გვიყ­ვე­ბა, პუ­ტი­ნის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო.

"რუ­სეთ­ში ჰკი­თხო ვინ­მეს, გახ­სოვს შტირ­ლი­ცი რო­გო­რია? იგი­ვეა, რაც იკი­თხო, გახ­სოვს ჯე­იმს ბონ­დი რო­გო­რია? Seventeen Moments of Spring წარ­მოგ­ვიდ­გენს საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ჯა­შუ­შუ­რი სის­ტე­მის დი­დე­ბუ­ლე­ბას. ვფიქ­რობ, რომ ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფილ­მი პუ­ტი­ნის­თვის. ის იყო 21 წლის, რო­დე­საც ეს ფილ­მი გა­მო­ვი­და და ორი წლის შემ­დეგ უკვე КГБ-ს შე­უ­ერ­თდა“, - ამ­ბობს არ­კა­დი ოს­ტროვ­სკი.

putini4-54199-1653545024.jpg

КГБ-ს უცხო­ე­თის ოპე­რა­ცი­ე­ბის ყო­ფი­ლი ოფი­ცე­რი, ვლა­დი­მირ ია­კუ­ნი­ნი იხ­სე­ნებს, რომ ჯა­შუშს თუ ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა სურ­და, ის და­ქორ­წი­ნე­ბუ­ლი უნდა ყო­ფი­ლი­ყო. განაგრძეთ კითხვა

myquiz