საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როგორც ისტორიული მოვლენა - რა გზა გაიარა ქვეყანამ თავისუფლებამდე | Allnews.Ge

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, როგორც ისტორიული მოვლენა - რა გზა გაიარა ქვეყანამ თავისუფლებამდე

26 მა­ისს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. 1918 წლის 26 მა­ისს, სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი მი­ი­ღო. სა­ქარ­თვე­ლოს დე­მოკ­რა­ტი­ულ­მა რეს­პუბ­ლი­კამ 1921 წელს რუ­სე­თის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ოკუ­პა­ცი­ის შემ­დეგ, არ­სე­ბო­ბა შე­წყვი­ტა.

სა­ქარ­თვე­ლომ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აღ­დგე­ნა 70 წლის შემ­დეგ, 1991 წლის 9 აპ­რილს შეძ­ლო.

1800 წელს რუ­სე­თის იმ­პე­რა­ტორ­მა პავ­ლე I-მა იმ­პე­რი­ას­თან ქარ­თლ-კა­ხე­თის შე­ერ­თე­ბის მა­ნი­ფეს­ტი გა­მოს­ცა. ეს, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს სა­მე­ფოს გა­უქ­მე­ბას ნიშ­ნავ­და. გე­ნე­რალ­მა კნო­რინ­გმა ქარ­თველ ხალ­ხს ჯა­რით გარ­შე­მორ­ტყმულ სი­ონ­ში წა­უ­კი­თხა იმ­პე­რა­ტო­რის გა­ნა­ჩე­ნი. ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც თით­ქმის ათი სა­უ­კუ­ნე მარ­თავ­და ბაგ­რა­ტი­ონ­თა დი­ნას­ტია, რუსი მთა­ვარ­მარ­თებ­ლის ხელ­ში გა­და­დი­ო­და.

იმ­პე­რია ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ სპობ­და სა­ქარ­თვე­ლოს თვითმყო­ფა­დო­ბას: გა­უქ­მდა ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლია; ქარ­თუ­ლი წირ­ვა-ლოც­ვა რუ­სუ­ლით შე­იც­ვა­ლა; გა­ი­ძარ­ცვა სა­ეკ­ლე­სიო სიწ­მინ­დე­ე­ბი, გა­ნად­გურ­და ძეგ­ლე­ბი; რუ­სუ­ლი ენა დამ­კვიდ­რდა მმარ­თვე­ლო­ბის ორ­გა­ნო­ებ­ში, სა­სა­მარ­თლო­ებ­ში, სას­წავ­ლებ­ლებ­ში; გან­გებ აღ­ვი­ვებ­დნენ ეთ­ნი­კურ შუღლს სა­ქარ­თვე­ლო­ში მცხოვ­რებ ხალ­ხთა შო­რის; რუ­სეთ­ში გა­და­ა­სახ­ლეს ბევ­რი გა­მორ­ჩე­უ­ლი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი, რო­მელ­თაც ხმა აი­მაღ­ლეს იმ­პე­რი­ის პო­ლი­ტი­კის წი­ნა­აღ­მდეგ; და­წეს­და ცენ­ზუ­რა.

ქარ­თვე­ლე­ბი არ შე­გუ­ე­ბი­ან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და­კარ­გვას, მაგ­რამ აჯან­ყე­ბებ­სა და შეთ­ქმუ­ლე­ბებს რუ­სე­თის უზარ­მა­ზა­რი იმ­პე­რი­ის წი­ნა­აღ­მდეგ შე­დე­გი არ მოჰ­ყო­ლია. ქარ­თვე­ლებ­მა დრო­ე­ბით ჩა­ა­გეს ხმლე­ბი და, წარ­სუ­ლის სევ­დით გან­მსჭვა­ლუ­ლებ­მა, მწერ­ლო­ბა­ში ჰპო­ვეს ნავ­სა­ყუ­დე­ლი. ასე და­ი­წყო სა­ქარ­თვე­ლო­ში რო­მან­ტიზ­მის ხანა. XIX სა­უ­კუ­ნის 60-იანი წლე­ბი­დან კი თერგდა­ლე­ულ­თა ეროვ­ნულ-გან­მა­თა­ვი­სუფ­ლე­ბე­ლი მოძ­რა­ო­ბა გა­ი­შა­ლა.

"ჩვე­ნი თავი ჩვე­ნად­ვე გვე­ყუ­დნე­სო", - ლელთ ღუ­ნი­ას ეს სი­ტყვე­ბი მთა­ვარ იდე­ად გას­დევ­და XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხევ­რის ქარ­თულ აზ­როვ­ნე­ბას.

"ერის და­ცე­მა მა­შინ იწყე­ბა, როცა ის თა­ვის წარ­სულს ივი­წყებს", ამი­ტო­მაც თერგდა­ლე­უ­ლე­ბი ყო­ველ­ნა­ი­რად ცდი­ლობ­დნენ ეროვ­ნუ­ლი სუ­ლის გაღ­ვი­ვე­ბას, თით­ქოს მო­მა­ვა­ლი და­მო­უ­ი­კი­დებ­ლო­ბის­თვის ამ­ზა­დებ­დნენ ქვე­ყა­ნას. შექ­მნეს წერა-კი­თხვის გა­მავ­რცე­ლე­ბე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, გა­მო­უშ­ვეს ქარ­თუ­ლი ჟურ­ნალ-გა­ზე­თე­ბი, აღად­გი­ნეს ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი, და­ა­ფუძ­ნეს ქარ­თუ­ლი სა­თა­ვა­დაზ­ნა­უ­რო ბან­კი.

1905 წლი­დან კი უკვე აშ­კა­რად და­ი­წყო ბრძო­ლა სა­ქარ­თვე­ლოს ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­სად­გე­ნად.

ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა სხვა იმ­პე­რი­ამ, მე­ფის რუ­სეთ­მაც ამო­წუ­რა თა­ვი­სი ძა­ლე­ბი. სა­ხელ­მწი­ფოს შიგ­ნით გა­ჩე­ნი­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში გა­და­ი­ზარ­და და სა­ბო­ლო­ოდ და­ა­სა­მა­რა რო­მა­ნოვ­თა სა­მას­წლი­ა­ნი დი­ნას­ტია. რუ­სეთს კავ­კა­სი­ის­თვის აღარ ეცა­ლა. სა­ქარ­თვე­ლოს ბე­დის შე­საც­ვლე­ლად ხელ­საყ­რე­ლი დრო დად­გა. პირ­ველ­მა ეს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ გა­მო­ი­ყე­ნა. 1917 წლის მარ­ტში სი­ო­ნის ტა­ძარ­ში სა­ზე­ი­მოდ გა­მო­ცხად­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ეკ­ლე­სი­ის ავ­ტო­კე­ფა­ლი­ის აღ­დგე­ნა. თა­ვი­სუფ­ლე­ბამ­დე ერთი ნა­ბი­ჯი­ღა დარ­ჩა.

ოქ­ტომ­ბრის რე­ვო­ლუ­ცი­ის შემ­დეგ პე­ტერ­ბურ­გი­დან სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუნ­დნენ ქარ­თვე­ლი სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბი - მენ­შე­ვი­კე­ბი, რო­მელ­თაც მა­ნამ­დე რუ­სე­თის დრო­ე­ბით მთავ­რო­ბა­ში სხვა­დას­ხვა პოს­ტი ეკა­ვათ. რე­ვო­ლუ­ცი­ურ პე­ტერ­ბურგთან შე­და­რე­ბით თბი­ლი­სი ოა­ზისს ჰგავ­და, მაგ­რამ პრობ­ლე­მებ­მა აქაც მალე იჩი­ნა თავი. რუ­სე­თის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აღარ სურ­და გერ­მა­ნი­ა­სა და თურ­ქეთ­თან ომის გაგ­რძე­ლე­ბა. კავ­კა­სი­ის ფრონ­ტი და­ი­შა­ლა, სა­ქარ­თვე­ლოს კი თა­ვი­სი არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰყავ­და და არც არ­მია, თავი რომ და­ეც­ვა...

shevardeni26maisi-36398-1653544518.jpg

მენ­შე­ვი­კებ­მა 1918 წელს მო­იწ­ვი­ეს სე­ი­მი, რო­მელ­საც ამი­ერ­კავ­კა­სი­ის სა­მი­ვე ქვეყ­ნის მარ­თვა უნდა ედო თავს. სე­იმ­მა გა­მო­ა­ცხა­და, რომ ამი­ერ­კავ­კა­სია რუ­სეთს გა­მო­ე­ყო. მაგ­რამ ჩრდი­ლო­ელ­მა მე­ზო­ბელ­მა "სა­ჩუ­ქა­რი" მო­უმ­ზა­და თა­ვი­სუფ­ლე­ბის გზა­ზე შემ­დგარ ქვეყ­ნებს. საბ­ჭო­თა რუ­სეთ­მა ბრესტ-ლი­ტოვ­სკში დადო ზავი, რომ­ლი­თაც ბა­თუ­მის, ყარ­სი­სა და არ­და­გა­ნის ოლ­ქებს გერ­მა­ნი­ის მო­კავ­ში­რე თურ­ქებს უთ­მობ­და.

თურ­ქებ­თან მო­სა­ლა­პა­რა­კებ­ლად ბა­თუმ­ში ახალ­შექ­მნი­ლი სე­ი­მის მრა­ვა­ლე­რო­ვა­ნი დე­ლე­გა­ცია ჩა­ვი­და. მო­ლა­პა­რა­კე­ბა, რაღა თქმა უნდა, უშე­დე­გო აღ­მოჩ­ნდა. თავი იჩი­ნა ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ქვეყ­ნე­ბის ინ­ტე­რეს­თა სხვა­დას­ხვა­ო­ბა­მაც: თუ სა­ქარ­თვე­ლო და სომ­ხე­თი ვერ ეგუ­ე­ბოდ­ნენ თა­ვი­ან­თი მიწა-წყლის და­კარ­გვას, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ერ­თმორ­წმუ­ნე თურ­ქეთ­თან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას არ აპი­რებ­და.

როცა სა­კი­თხის მოგ­ვა­რე­ბის ყვე­ლა იმე­დი ამო­ი­წუ­რა, ქარ­თულ­მა დე­ლე­გა­ცი­ამ გა­მო­ნა­ხა გა­დარ­ჩე­ნის ერ­თა­დერ­თი გზა - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო არ ცნობ­და ბერ­სტ-ლი­ტოვ­სკის ზავს და გერ­მა­ნი­ის მო­კავ­ში­რე გახ­დე­ბო­და, ხოლო გერ­მა­ნი­ის მე­ო­რე მო­კავ­ში­რე, თურ­ქე­თი, იძუ­ლე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­და, შე­გუ­ე­ბო­და ვი­თა­რე­ბას.

სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი პროგ­რა­მა ეროვ­ნუ­ლი იდე­ა­ლე­ბის­გან შორს იყო, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის ექ­ვსმა თვემ მათ ცხა­დად და­ა­ნა­ხა, რომ არა­ვი­თა­რი ზო­გადსა­კა­ცობ­რიო იდეა არ იდგა მა­მუ­ლიშ­ვი­ლურ ვალ­ზე მაღ­ლა.

აი, რას წერ­და მა­შინ­დე­ლი მოვ­ლე­ნე­ბის ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე ზ. ავა­ლიშ­ვი­ლი:

ამ გან­სა­კუთ­რე­ბულ წუთ­ში რო­გორ არ გვეს­მი­ნა ის­ტო­რი­უ­ლი სტი­ქი­ე­ბის გუ­გუ­ნი, რო­გორ არ ყუ­რადგვე­ღო იმა­თი ხმა, ვინც დიდი ხა­ნია აღარ არის... აი, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბამ კარ­ზე მო­ა­კა­კუ­ნა და რო­გორ არ შე­ვე­გე­ბოთ აღ­ტა­ცე­ბით! თუ ეს წუთი გა­ვუშ­ვით, რა პა­სუ­ხი გავ­ცეთ იმათ, ვინც ჩვენს შემ­დეგ მოვა!..და 1918 წლის 26 მა­ისს თბი­ლის­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნულ­მა საბ­ჭომ მი­ი­ღო სა­ქარ­თვე­ლოს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის აქტი, რომ­ლის პირ­ველ პუნ­ქტში ეწე­რა ის, რა­ზეც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის მან­ძილ­ზე ოც­ნე­ბობ­და უამ­რა­ვი მა­მუ­ლიშ­ვი­ლი:

"ამი­ე­რი­დან სა­ქარ­თვე­ლოს ხალ­ხი სუ­ვე­რე­ნულ უფ­ლე­ბა­თა მა­ტა­რე­ბე­ლია და სა­ქარ­თვე­ლო სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოა".

Ambebi.ge