რას წარმოადგენს ფინეთის არმია და რა წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს რუსეთს, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში? | Allnews.Ge

რას წარმოადგენს ფინეთის არმია და რა წინააღმდეგობა შეუძლია გაუწიოს რუსეთს, შესაძლო დაპირისპირების შემთხვევაში?

ფი­ნე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ რამ­დე­ნი­მე დღის წინ ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­ცხა­დე­ბულ­მა სურ­ვილ­მა, ჩრდი­ლო­ატ­ლან­ტი­კურ ალი­ან­სში სას­წრა­ფოდ გა­წევ­რე­ბის შე­სა­ხებ, სი­ტუ­ა­ცია და­ძა­ბა, რად­გან ყვე­ლას გა­ახ­სენ­და 2008 წლის ბუ­ქა­რეს­ტის სა­მი­ტის შე­პი­რე­ბა - სა­ქარ­თვე­ლო და უკ­რა­ი­ნა ნა­ტოს წევ­რე­ბი გახ­დე­ბი­ა­ნო, ხოლო ასი დღის შემ­დეგ რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მო­იჭ­რა...

იგი­ვე რომ არ გა­მე­ორ­დეს, აშშ-მა და დიდ­მა ბრი­ტა­ნეთ­მა ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აი­ღეს თა­ვის თავ­ზე, რომ ფი­ნე­თის ალი­ან­სში ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­წევ­რე­ბამ­დე და, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ტოს დე­ბუ­ლე­ბის მე-5 თა­ვის - კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის მე­ქა­ნიზ­მის ამუ­შა­ვე­ბამ­დე, ამ ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა­ზე ზრუნ­ვას თა­ვის თავ­ზე იღე­ბენ, რის­თვი­საც ფი­ნე­თის სა­ზღვარ­თან თავს უყ­რი­ან საბ­რძო­ლო და­ნა­ყო­ფებს, მძი­მე შე­ი­ა­რა­ღე­ბით.

2019081616173072433-55638-1653402867.jpg

სა­ერ­თოდ, ფი­ნე­თის რთუ­ლი ის­ტო­რია ძა­ლი­ან წა­ა­გავს სა­ქარ­თვე­ლო­სას - რუ­სე­თის მე­ფის იმ­პე­რი­ამ ფი­ნე­თი ძა­ლით შე­ი­ერ­თა 1809 წელს.1917 წელს ფი­ნე­ლებ­მა და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გა­მო­ა­ცხა­დეს და მო­ა­ხერ­ხეს მისი შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა1920 წლის საბ­ჭო­თა-ფი­ნე­თის პირ­ველ ომში, მაგ­რამ 1939 წლის ზამ­თარ­ში სტა­ლი­ნი თავს და­ეს­ხა ფი­ნეთს, თუმ­ცა 1940 წლის გა­ზა­ფხულ­ზე ეს, საბ­ჭო­თა-ფი­ნე­თის მე­სა­მე ომი ზა­ვით დამ­თავ­რდა, რად­გან ბევ­რად ძლი­ერ­მა საბ­ჭო­თა არ­მი­ამ ვერ მო­ა­ხერ­ხა ფი­ნე­ლი პარ­ტი­ზა­ნე­ბის და­მარ­ცხე­ბა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში ფი­ნე­ლე­ბი გერ­მა­ნე­ლე­ბის მხა­რეს იბ­რძოდ­ნენ, მაგ­რამ 1944 წლის სექ­ტემ­ბერ­ში მო­კავ­ში­რე­ე­ბის მხა­რეს გა­და­ვიდ­ნენ და ია­რა­ღი გერ­მა­ნე­ლე­ბის­კენ შე­ატ­რი­ა­ლეს.

მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის შემ­დეგ ფი­ნე­თი ნე­იტ­რა­ლურ პო­ზი­ცი­ას იკა­ვებ­და და, ნა­ტოს სამ­ხედ­რო-პო­ლი­ტი­კუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის დიდი სურ­ვი­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ალი­ან­სში არ წევ­რი­ან­დე­ბო­და, მე­გო­ბარ შვე­დეთ­თან ერ­თად.

ამას­თან, ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ურჰო კე­კო­ნე­ნი, რო­მელ­საც ეს მა­ღა­ლი პოს­ტი 25 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში (1956-1981 წწ) ეკა­ვა, სა­უ­კე­თე­სო ურ­თი­ერ­თო­ბა­ში იყო საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ლი­დერ ლე­ო­ნიდ ბრეჟნევ­თან, იმ დო­ნე­ზეც კი, რომ აშშ-ის ცენ­ტრა­ლურ სა­დაზ­ვერ­ვო სამ­მარ­თვე­ლო­ში ეჭ­ვიც ეპა­რე­ბოთ, რომ ფი­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი ახალ­გაზ­რდო­ბა­ში შე­იძ­ლე­ბა ბე­რი­ას სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის მიერ ხომ არ იყო „და­ვერ­ბოვ­კე­ბუ­ლი“...

fness-soldier-80227074-b8bd-4c4b-8668-f3ee5c281f69-960x-55626-1653402890.jpg

საბ­ჭო­თა კავ­ში­რი­სა და ფი­ნე­თის მჭიდ­რო კავ­ში­რებ­ზე მე­ტყვე­ლებს თუნ­დაც ის, თით­ქმის წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი რე­ა­ლო­ბაც, რომ კრემ­ლი პირ­ვე­ლი ცივი ომის დროს ფი­ნე­თის არ­მი­ას აია­რა­ღებ­და იმ დრო­ის­თვის სა­ი­დუმ­ლოდ მიჩ­ნე­უ­ლი საბ­რძო­ლო ტექ­ნი­კით - ტან­კე­ბით, ქვე­ით­თა საბ­რძო­ლო მან­ქა­ნე­ბით, სა­ზე­ნი­ტო „ბუ­კე­ბით“ და ა.შ.

დღეს სწო­რედ ეს საბ­ჭო­თა სტან­დარ­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბა, რო­მე­ლიც რჩე­ბა ფი­ნე­თის არ­მი­ის სა­წყო­ბებ­ში, შე­იძ­ლე­ბა გა­და­ცე­მუ­ლი იქ­ნეს უკ­რა­ი­ნის­თვის, მაგ­რამ თა­ვად რა შე­ი­ა­რა­ღე­ბა და სამ­ხედ­რო ძალა რჩე­ბა იმ ფი­ნეთს, რო­მელ­საც აგ­რე­სი­ულ რუ­სეთ­თან 1 271 კმ სიგ­რძის სა­ერ­თო სა­ზღვა­რი აქვს? გა­აგ­რძე­ლეთ კი­თხვა

myquiz