რამდენი დღე სჭირდება ადამიანს რეალურად დასვენებისთვის? | Allnews.Ge

რამდენი დღე სჭირდება ადამიანს რეალურად დასვენებისთვის?

სპეციალისტების განცხადებით, ფსიქოლოგიური დაძაბულობის მოხსნა შეუძლებელია რამდენიმე დღეში.სამსახურში ვიღლებით არა იმდენად ფიზიკურად, რამდენადაც ფსიქოლოგიურად. დასვენების სურვილის ძირითადი მიზეზი ფსიქოლოგიური დატვირთვაა. ადამიანზე მოქმედებს სამუშაო ინფორმაციის დიდი მოცულობა, რომელსაც ის ყოველდღიურად ატარებს. ხშირად ფსიქოლოგიური ზეწოლისგან ვიღლებით. მნიშვნელოვანია არა მარტო ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური დასვენება.

ადამიანს სჭირდება სამი დღიდან ერთ კვირამდე უბრალოდ სამუშაოდან გამოსათიშად. სრულფასოვანი დასვენებისათვის შესაძლებელია სამი კვირა გახდეს საჭირო იმის მიხედვით, თუ რას აკეთებს ადამიანი თავისუფალ დროს. კარგი დასვენებისთვის საჭიროა მინიმუმ ათი დღიდან ორ კვირამდე. უბრალოდ პლაჟზე წამოწოლით, სრულფასოვან დასვენებას დასჭირდება სამი კვირა, მაგრამ თუ ამ დროს დავკავდებით თუნდაც ზღვის პეიზაჟის ხატვით, დასვენება ორჯერ სწრაფად გამოგვივა. ამ შემთხვევაში ტვინის აქტიური ნახევარსფეროები გადაერთვება, ხოლო საქმინობის ცვლილება სასარგებლოა.

mkurnali.ge

myquiz