რატომ არ იხდიან ამერიკელები სახლში ფეხსაცმელს?
რატომ არ იხდიან ამერიკელები სახლში ფეხზე და უნდა მოსთხოვოს თუ არა მასპინძელმა სტუმარს ფეხზე გახდა. აღმოჩნდა, რომ ამ კითხვაზე მრავალფეროვანი პასუხები არსებობს.მიზეზები, რატომ არ იხდიან ზოგ ქვეყანაში სახლში ფეხზე.
ადამიანებს ძალიან მოსწონთ და აწყობთ ხოლმე მარტივი პასუხები, მაგალითად ასეთი, იმიტომ არ იხდიან ფეხზე, რომ ბინძურები არიან. თუმცა გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ამერიკაშიც და ევროპაშიც სისუფთავესთან დაკავშირებით ყველფერი წესრიგშია, ფეხზე არგახდის მიზეზი კი შესაძლოა სხვადასხვა იყოს.
ამერიკაშიც იხდიან ფეხზე, მაგრამ უფრო ხშირად ისეთ ოჯახებში, სადაც პატარა ბავშვია ან ალერგია აწუხებთ. ასევე ასაკოვნები, რომელთაც სახლში წესრიგის დამყარება უჭირთ.საქმე ის გახლავთ, რომ ამერიკასა და ევროპაში ქუჩები ძალიან სუფთაა, იქ მას დიდი ხანია სპეციალური სარეცხი საშუალებებით რეცხენ. კოვიდის შემდეგ კი ამ სითხეს სადეზინფექციო საშუალებებსაც უმატებენ.
ასევე კანალიზაციის იდეალური სისტემაც უწყობს ამ ყველაფერს ხელს, რისი წყალობითაც წვიმის წყალი ქუჩაში დაგროვებას უბრალოდ ვერ ასწრებს და ჭუჭყიანი გუბეებიც არ არსებობს.გარდა ამისა ქუჩაში ხალხი უმეტესწილად მანქანებით გადაადგილდება და ფეხით მოსიარულეთა რიცხვი მინიმალურია. ამიტომ დღის განმავლობაში ისინი უბრალოდ ვერ ახერხებენ ფეხსაცმელების დასვრას.არანკლებ მნიშვნელოვანი ფაქტორია კლიმატი, ამერიკის და ევროპის უმეტეს ნაწილში არც ისე ხშირად თოვს, წვიმის წყალს კი, როგორც უკვე მოგახსენეთ, სანიაღვრე სისტემა მშვენივრად უმკლავდება.
რაც შეეხევბა ეტიკეტს, აქ აზრი ორად იყოფა. არსებობს მოსაზრება, რომ ეტიკეტის მიხედვით სტუმრად მისულმა ადამიანმა ფეხზე არ უნდა გაიხადოს, ეს განსაკუთრებით ოფიციალურ ვიზიტებს ეხება, როდესაც ადამიანი ელეგანტურად უნდა გამოიყურებოდეს. განაგრძეთ კითხვა