გენოციდი თუ ცივილიზაციასთან შერწყმა - როგორ ხდებოდა კანადის აბორიგენი მოსახლეობის ასიმილაცია? | Allnews.Ge

გენოციდი თუ ცივილიზაციასთან შერწყმა - როგორ ხდებოდა კანადის აბორიგენი მოსახლეობის ასიმილაცია?

ბევრი ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა დღევანდელი აშშ-ს ტერიტორიაზე, მაგრამ ნაკლებადაა ცნობილი კანადის ძირძველი ხალხების ჩაგვრის შესახებ.

არც ისე დიდი ხნის წინ, ძველი საბავშო პანსიონის ყოფილ ტერიტორიაზე 750 უსახელო საფლავი აღმოაჩინეს. ცოტა ხნით ადრე იპოვეს 215 ბავშვის ნეშტი. ადგილობრივი ხალხების საზოგადოებაში მას "დანაშაულის ადგილი" და "საკონცენტრაციო ბანაკი" უწოდეს. ისინი დარწმუნებულნი არიან, რომ მეტ სამარხს აღმოაჩენენ.

2022051814130590701-1653033888.jpg

გენოციდი თუ ცივილიზაციასთან შერწყმა?

1863-დან 1998 წლამდე კანადაში არსებობდა 130-ზე მეტი სახელმწიფო დაფინანსებული სკოლა-ინტერნატი. იქ გაგზავნეს 150 000-ზე მეტი ბავშვი, რომლებიც იძულებით წაართვეს მშობლებს, რათა გაეერთიანებინათ ისინი კანადურ საზოგადოებაში. მონაცემები განსხვავებულია, მაგრამ 3, 2 ათასიდან 6 ათასამდე გარდაიცვალა ცემითა და დაავადებებით, სხვები კი ყოფის საშინელი პირობების გამო გაიქცნენ.

საერთო საცხოვრებლები მოწყობილი იყო ცუდად აშენებულ და ცუდად გამთბარ შენობებში, ყოველგვარი სანიტარული საშუალებების გარეშე. ბავშვები ცუდად იკვებებოდნენ და მათ ცუდად მკურნალობდნენ. მათ არა სახელებით, არამედ ნომრებით მიმართავდნენ. მშობლებს შვილების მონახულების უფლება არ ჰქონდათ. ბავშვებს ეკრძალებოდათ თავიანთ ენაზე საუბარი, მათი ხალხური წეს-ჩვეულებების დაცვა. ადგილი ჰქონდა სექსუალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას ადმინისტრაციის წარმომადგენლების მხრიდან.

„ჩვენ დამცირებულნი ვიყავით როგორც ხალხი და ჩვენი იდენტობის მიმართ ზიზღის განცდას გვინერგავდნენ" , - თქვა ფლორენს სპარვიერმა, ერთ-ერთი ამ სკოლა-ინტერნატის ყოფილმა მოსწავლემ პრესკონფერენციაზე.

2022051814201390701-1653034107.jpg

ერთ-ერთი ტომის ჩეროკის (Cherokee) ბელადი ჩაკ ჰოსკინი ასახელებს პანსიონატებს, როგორც მთავარ მიზეზს იმისა თუ რატომ დაივიწყა ხალხმა თავისი ძირძველი ენა. რიგ შემთხვევებში, მშობლიური ენა და კულტურა სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით გამობერტყეს ბავშვების გონებიდან. - ამბობდა ის.

2008 წელს კანადის ხელისუფლების მიერ შექმნილმა კომისიამ დაადგინა, რომ ამ სკოლა-ინტერნატების კურსდამთავრებულთა უმეტესობა არ დაბრუნებულა თავიანთ თემში. კომისიამ იძულებითი ასიმილაციის პოლიტიკას კულტურული გენოციდი უწოდა. კანადის მთავრობამ ბოდიში მოუხადა ძირძველ მოსახლეობას. მაგრამ კათოლიკური ეკლესია, რომელის განკარგულებაში გახლდათ ასეთი პანსიონატების დაახლოებით 70% ბოდიშის მოხდას არ ჩქარობს.

პრემიეmaxresdefault-1653034217.jpgრ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ამ აღმოჩენას უწოდა "სისტემური რასიზმის, დისკრიმინაციისა და უსამართლობის სამარცხვინო ფაქტი", რომელიც ადგილობრივი, ძირძველი მოსახლეობის მიმართ ხორციელდებოდა. დანგრეული იქნა იმ მოღვაწეების რამდენიმე ძეგლი, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ სკოლა-ინტერნატების შექმნაში. სხვათა შორის, იგივე სკოლები იყო შეერთებულ შტატებში 1819-1969 წლებში, მაგრამ მათ აკონტროლებდა ფედერალური ხელისუფლება და არა ეკლესია.

girl-with-bangs-rd-42-940x380-1653034261.jpg

ყოფილი სკოლის მოსწავლეები ასევე იხსენებდნენ კარგ მომენტებსაც, მოსწონდათ ფისკულტურისა და და ხელოვნების გაკვეთილები, განვითარების სექციები. მაგრამ დაწესებულებებში გამეფებულმა დესპოტურმა დისციპლინამ გაანადგურა მოსწავლეების ფსიქიკა. სტატისტიკის მიხედვით, კურსდამთავრებულები კრიმინალები ხდებოდნენ, ციხიდან ციხეში ცხოვრობდნენ. ბევრმა აღნიშნა, რომ მათთვის რთულია შვილებთან ურთიერთობა, ბავშვობაში განცდილი დამცირების გამო.

წყარო

myquiz