„სიმღერა დედაჩემზე დავწერე, ომის დაწყებიდან მან ახალი დატვირთვა შეიძინა“- საინტერესო ფაქტები  KALUSH ORCHESTRA-სა და მის დამფუძნებელ ოლეჰ პსიუკზე | Allnews.Ge

„სიმღერა დედაჩემზე დავწერე, ომის დაწყებიდან მან ახალი დატვირთვა შეიძინა“- საინტერესო ფაქტები  KALUSH ORCHESTRA-სა და მის დამფუძნებელ ოლეჰ პსიუკზე

უკრაინა „ევროვიზია 2022“ წლის გამარჯვებული გახდა. ჯგუფმა KALUSH ORCHESTRA სიმღერით Stefania 631 ქულის მოპოვება შეძლო. გამარჯვების შემდეგ ჯგუფმა მსოფლიოს მიმართა უკრაინას დაეხმარონ. შესაბამისად, ევროვიზიის მომდევნო წლის ფინალი უკრაინაში გაიმართება, რასაც სიმბოლური დატვირთვაც აქვს ომში მყოფი ქვეყნისთვის.

გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს KALUSH ORCHESTRA-ს შესახებ

ბენდის სახელწოდება

ბენდის თანადამფუძნებელი და რეპერი ოლეჰ პსიუკი უკრაინის ქალაქ კალუშადან არის და ჯგუფსაც სახელი სწორედ აქედან ეწოდა. კალუშა ქვეყნის დასავლეთში, ივანო-ფრანკივსკის რეგიონში მდებარეობს.

kolazh-kalush-1652961658.jpg

ქალაქი კალუში, უკრაინა

ბენდის ერთ-ერთი პირველი სიმღერა იყო “სახლში მივდივარ“. ის Youtube-ზე 23 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა.

ოლეჰ პსიუკი

ოლეჰ პსიუკი 27 წლისაა. ის კიევში სატყეო მეურნეობას სწავლობდა. პსიუკის სათაყვანო მომღერალი ემინემია და რეპის შესრულებაც ამიტომ გადაწყვიტა.

პსიუკმა გერმანულ გამოცემასთან საუბრისას განაცხადა, რომ ომის დაწყების დღიდან ქვეყნის სამსახურშია. ის მოხალისედ მუშაობს და დევნილებს ემხარება. ევროვიზიაში წასვლამდე ის რეპეტიციებს ჯგუფის დანარჩენ წევრებთან ერთად ონლაინ გადიოდა.

როგორც ცნობილია, იტალიიდან დაბრუნების შემდეგ ოლეჰი კვლავ ქვეყნის სამსახურში ჩაება.

96ed36a140b8aeb01219de6edf60a4a4-1652961799.png

სიმღერა დედასთან ურთიერთობაზეა

ფოლკისა და რეპის ნაზავი ევროპელი მაყურებლისთვის საინტერესო ნამუშევარი აღმოჩნდა. სიმღერის ტექსტი დედასთან ურთიერთობას ეძღვნება, სტეფანია კი სწორედ ოლეჰის დედის სახელია. Stefania-ს ტექსტი ნოსტალგიური განწყობის მატარებელია და დედობის სირთულეებზე ჰყვება.

stefania-62814b90288df-1652961849.jpg

"სიმღერა ომამდე დავწერე. ეს უბრალოდ დედაჩემს ეხება, ზედმეტი მნიშვნელობის გარეშე, მაგრამ ომის დაწყების შემდეგ ბევრი ადამიანისთვის ახალი მნიშვნელობის მიღება დაიწყო. ხალხმა დაიწყო მისი გაიგივება ყველა უკრაინელ დედასთან, იმ დროს, როდესაც ბევრ უკრაინელს ენატრებოდა დედა.“- განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში ოლეჰმა.

ბენდმა ევროვიზიის ისტორიაში ტელემაყურებლის რეკორდული მხარდაჭერა დაიმსახურა

57c14ec8-84add1342c1e62c677ab5e7bf16c17cc-1652961944.jpg

ევროვიზიაზე გამარჯვებულის გამოსავლენად ტელემაყურებლისა და პროფესიონალთა ჟიურის ქულები ჯამდება. მართალია, უკრაინას ჟიურის ქულებით მხოლოდ მეოთხე პოზიცია ერგო, თუმცა, Stefania-მ თითქმის 200-მილიონიანი აუდიტორიის უპრეცედენტო მოწონება დაიმსახურა. სიმღერამ ტელემაყურებლისგან უმაღლესი, 439 ქულა მიიღო. ასეთი წარმატება ევროვიზიაზე სხვა არცერთ მონაწილეს არ ჰქონია.

kalush-orchestra-ukraine-eurovision-2022-1652961908.jpg

Stefania-მ უკრაინას მესამე გამარჯვება მოუტანა

უკრაინამ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი უკვე სამჯერ მოიგო. ამდენად, გახდა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც კონკურსზე ამდენჯერ გაიმარჯვა.

ევროვიზია უკრაინის სახელით პირველად რუსლანამ მოიგო 2004 წელს, სიმღერით Wild Dances. მოგვიანებით, 2016 წელს, კონკურსის ტრიუმფატორი ჯამალა გახდა, რომელმაც სტოკჰოლმში გამართულ ევროვიზიაზე ყირიმელი თათრების დეპორტაციისა და თავისი ოჯახის ტრაგიკული ისტორიის შესახებ დაწერილი სიმღერა შეასრულა.

mainimage-1024x616-1652962055.jpg

myquiz