"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ? | Allnews.Ge

"ჰგონიათ პლატინას ვუდგამთ, რაც არასწორია" - რა მეტალებს იყენებენ საქართველოში მოტეხილობების სამკურნალოდ?

„ერთ ძველ ახ­ლო­ბელს, წინა სა­უ­კუ­ნე­ში, ავა­რი­ის შემ­დეგ ფეხ­ში პლა­ტი­ნა ჩა­უდ­გეს, ერთი წლის გავ­ლის შემ­დეგ კი, ხე­ლა­ხა­ლი ოპე­რა­ცია ჩა­ტარ­და იმის­თვის, რომ ის ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლი ამო­ე­ღოთ. ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მას ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბის უფ­ლე­ბა არ ჰქონ­და“ - ეს გახ­ლავთ ამო­ნა­რი­დი ერთ-ერთი ქალ­ბა­ტო­ნის სა­უბ­რი­დან.

სა­ერ­თო­დაც კი, ასე­თი აზრი არ­სე­ბობ­და, რომ რთუ­ლი მო­ტე­ხი­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ძვლის ფრაგ­მენ­ტე­ბის შე­სა­ხორ­ცებ­ლად, ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა იყო სა­ჭი­რო და ასეთ მე­ტა­ლად, ხალ­ხში მო­ა­რუ­ლი ხმე­ბით, პლა­ტი­ნა იყო მიჩ­ნე­უ­ლი. რე­ა­ლუ­რად რას­თან ჰქონ­დათ საქ­მე, იყო თუ არა მარ­თლაც ის პლა­ტი­ნა, რა პე­რი­ოდ­ში უდ­გამ­დნენ ამ უცხო სხე­ულს პა­ცი­ენ­ტებს, ამ თე­მა­ზე მალ­ხაზ ფირ­ფი­ლაშ­ვი­ლი, „ნიუ ვი­ჟენ“ უნი­ვერ­სი­ტე­ტის ჰოს­პიტ­ლის ტრავ­მა­ტო­ლო­გია-ორ­თო­პე­დი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი გე­სა­უბ­რე­ბა:

„არის მო­ტე­ხი­ლო­ბა მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბის შე­ცი­ლე­ბის გა­რე­შე, მათ ოპე­რა­ცია არ სჭირ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ კი­დუ­რი უნდა იყოს მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­ა­რე­ო­ბა­ში და სხვა­დას­ხვა ნახ­ვე­ვი და­ი­დოს. ადრე ძი­რი­თა­დად თა­ბა­ში­რი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ახლა შე­იძ­ლე­ბა იმო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი (ძვლის ფრაგ­მენ­ტე­ბის მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნა) ე.წ. ორ­ტე­ზი­თაც იყოს. ის პლასტმა­სის­გან წი­ნას­წარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ამა თუ იმ სეგ­მენ­ტის­თვის (მხრის­თვის, წინა მხრის­თვის, ბარ­ძა­ყის­თვის, წვი­ვის­თვის და ა.შ.) არის გან­კუთ­ნი­ლი. თუ თა­ბა­ში­რი­სა და ორ­ტე­ზის ნახ­ვე­ვი იქ­ნე­ბა, მკურ­ნა­ლო­ბის პრო­ცეს­ში, მოს­ვე­ნე­ბულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი ერ­თმა­ნეთს აღარ შე­ცილ­დე­ბა და ად­ვი­ლად შე­ხორ­ცე­ბა. არის შემ­თხვე­ვე­ბი, როცა წი­ნას­წარ, ქარ­ხნუ­ლი წე­სით დამ­ზა­დე­ბუ­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა არ ემ­თხვე­ვა კონ­კრე­ტუ­ლი კი­დუ­რის ზო­მებს, მა­შინ თა­ბა­შირ­საც ვი­ყე­ნებთ, ანუ ერთი მე­ო­რეს ენაც­ვლე­ბა, მაგ­რამ თუ კი­დუ­რი სტან­დარ­ტუ­ლი ზო­მი­საა, ორ­ტე­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა უფრო მარ­ტი­ვია“ - გვე­უბ­ნე­ბა ტრავ­მა­ტო­ლოგ-ორ­თო­პე­დი.

277-6-1652943872.png

მისი თქმით, ასე­ვე არის მო­ტე­ხი­ლო­ბა, რო­დე­საც პა­ცი­ენტს ოპე­რა­ცია ესა­ჭი­რო­ე­ბა. ოპე­რა­ცია მა­შინ კეთ­დე­ბა, თუ მო­ტე­ხი­ლი ფრაგ­მენ­ტე­ბი ისეა დამ­სხვრე­უ­ლი, ერ­თმა­ნეთს შე­ცი­ლე­ბუ­ლი, რომ კუნ­თე­ბის და­ჭიმ­ვის გამო მა­ინც შე­ცილ­დე­ბა, ამი­ტომ ასეთ დროს ძვლე­ბის გას­წო­რე­ბის ბოლო ეტა­პი ოპე­რა­ცი­აა და ფრაგ­მენ­ტე­ბის და­სა­კავ­ში­რებ­ლად სა­ფიქ­სა­ციო მე­ტა­ლი გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. ის უშუ­ა­ლოდ ძვლის ღრუ­ში თავ­სდე­ბა, ან ძვალ­ზე, ღე­რო­ე­ბიც ამის მი­ხედ­ვი­თაა და ფირ­ფი­ტებს სხვა­დას­ხვა კონ­სტრუქ­ცია აქვს.

- სა­ფიქ­სა­ციო მე­ტა­ლი ამ შემ­თხვე­ვა­ში პლა­ტი­ნაა?

- ამ ფირ­ფი­ტას ხალ­ხი რა­ტომ­ღაც პლა­ტი­ნას ეძა­ხის, რაც არას­წო­რია. პლა­ტი­ნა ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი მე­ტა­ლია, მაგ­რამ ამ პრო­ცე­დუ­რის­თვის ძა­ლი­ან რბი­ლი, ამი­ტომ მისი სიძ­ვი­რე ვერ აკომ­პენ­სი­რებს სიმ­ტკი­ცეს, არ გვად­გე­ბა, არც იხ­მა­რე­ბა.

- სა­ერ­თოდ, მე­დი­ცი­ნა­ში სა­ფიქ­სა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბად არ გა­მო­ი­ყე­ნე­ბა?

- არა, ამას­თან, არც ოქრო და არც ვერ­ცხლი... ადრე სპე­ცი­ა­ლუ­რად სა­მე­დი­ცი­ნო მიზ­ნე­ბით მი­ღე­ბუ­ლი უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და, ის სპე­ცი­ა­ლუ­რი კომ­პო­ნენ­ტე­ბის შე­ნად­ნო­ბი გახ­ლდათ (რკი­ნა, კო­ბალ­ტი ქრო­მი გარ­კვე­უ­ლი პრო­ცენ­ტუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით). უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი, რო­გორც ადრე, ახ­ლაც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. მას ბოლო დროს ტი­ტა­ნიც მი­ე­მა­ტა, ანუ მის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი იგი­ვე კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი. ფო­ლადს ისე­თი სა­მე­დი­ცი­ნო პა­რა­მეტ­რე­ბი და მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბი აქვს, რომ ორ­გა­ნიზ­მთან კონ­ფლიქ­ტში არ შე­დის, არ იჟან­გე­ბა, ტი­ტა­ნიც ასე­თი­ვე თვი­სე­ბის მქო­ნეა, მის შემ­თხვე­ვა­ში, და­მა­ტე­ბით კი­დევ ისაა, რომ ინ­ფექ­ცი­ის მი­მართ მეტი ამ­ტა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს, არის უფრო მსუ­ბუ­ქი, უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი - მძი­მეა. ისე ბოლო დროს მე­ტად მა­ინც ტი­ტა­ნის ნა­კე­თო­ბებ­ზე გა­დავ­დი­ვართ.

118343128-3261904583900802-1979325130851855856-n-36751-1652943929.jpg

- რა­ტომ?

- ოპე­რა­ცი­ის შემ­დეგ რენტგე­ნით კონ­ტრო­ლი რომ გვჭირ­დე­ბა, უჟან­გა­ვი ფო­ლა­დი, ტი­ტა­ნი პრობ­ლე­მას არ ქმნის, მაგ­რამ თა­ნა­მედ­რო­ვე კვლე­ვის მე­თო­დე­ბის - მაგ­ნი­ტო­რე­ზო­ნან­სუ­ლი გა­მოკ­ვლე­ვი­სას, კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფი­ი­სას, რო­გორც და­მაგ­ნი­ტე­ბა­დი მე­ტა­ლე­ბი, გა­მო­სა­ხუ­ლე­ბას ხელს უშ­ლის, აზი­ა­ნებს. რაც შე­ე­ხე­ბა ტი­ტანს, არ აქვს ეს მაგ­ნი­ტუ­რი თვი­სე­ბე­ბი და მისი გა­და­ღე­ბა თა­ვი­სუფ­ლად შე­იძ­ლე­ბა.

118597473-752527372206577-1130126331618553659-n-36792-1652943950.jpg

განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz