რა არის დედოფალ ელისაბედის დღეგრძელობის საიდუმლო? - ბრიტანეთის მონარქის ცხოვრების წესები, რომლებიც მას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება | Allnews.Ge

რა არის დედოფალ ელისაბედის დღეგრძელობის საიდუმლო? - ბრიტანეთის მონარქის ცხოვრების წესები, რომლებიც მას ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ეხმარება

ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე 96 წლისაა. ასაკის მიუხედავად ის მშვენივრად გამოიყურება და საკმაოდ აქტიურია. საინტერესოა, როგორ ახერხებს ამასს.

როგორც აღმოჩნდა ამ ყველაფერსა რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს:

გენები

დედოფლის დედამ 101 წელი იცოცხლა, ბებიამ და ბებიის დედამ 85 და 89. ოქსფორდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი სარა ჰარპერ მიიჩნევს, რომ დიდხანს სიცოცხლე გიწერიათ, თუ თქვენმა ბაბუამ 70, ხოლო ბებიამ 80 წლის იუბილეს გადააბიჯეს.

123092090-queen-gettyimages-625245282-1652853163.jpg

მოწევაზე უარის თქმა

დედოლის მამა და დაც სიგარეტს ეწეოდნენ. თუმცა, თავად ელისაბედი ნიკოტინის წინააღმდეგი იყო. უფრო მეტიც, პრინც ფილიპს იმ შემთხვევაში დაპირდა ცოლად გაყოლას, თუ ის მოწევას თავს დაანებებდა.

ღვინის სიყვარული

დედოფალი ელისაბედი დღეში 1-2 ჭიქა ღვინოს სვამს. უპირატესობას თეთრ მშრალ ღვინოს ანიჭებს, რაც დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა მუშაობასა და კანის ფერზე.

დიეტა

დედოფლის ყოფილმა შემ-მზარეულმა დარენ მაკგრეიდმა განაცხადა, რომ დედოფალი ასკეტურად იკვებება. მისი საყვარელი კერძია გრილზე მომზადებული ქათამი ბოსტნეულის სალათთან ერთად. დედოფალი არ მიირთმევს ცომეულს და იშვიათად - ტკბილეულს.

queen-elizabeth-food-garlic-shellfish-874804-1652853246.jpg

ბედნიერი ქორწინება

დედოფალი და პრინცი ფილიპი 73 წლის განმავლობაში იყვნენ დაქორწინებულები. ფილიპი 2021 წლის აპრილში გარდაცვალა. დედოფალი ინტერვიუებში მუდამ ამბობს, რომ მეუღლე ყველა წამოწყებაში მხარს უჭერდა. ის აქტიურად ეხმარებოდა 4 შვილის მოვლა-გაზრდაში.

711945-3584630-queen-updates-1652853295.jpg

ჯანსაღი ძილი

დედოფალს 7 საათი სძინავს. მუდამ ერთ დროს 7:30 იღვიძებს. მისი აზრით, მკაცრი რეჟიმი ჯანმრელობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz