"ისინი სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ" - რა გავლენას ახდენს სერიალები ტელემაყურებელზე | Allnews.Ge

"ისინი სერიალში ცხოვრობენ და საკუთარ თავს იქ ხედავენ" - რა გავლენას ახდენს სერიალები ტელემაყურებელზე

ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლი ტე­ლე­სე­რი­ა­ლე­ბის აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლია. ვე­ნე­სუ­ე­ლუ­რი და ბრა­ზი­ლი­უ­რი პრო­დუქ­ცია ბოლო დროს თურ­ქულ­მა და ინ­დურ­მა ჩა­ა­ნაც­ვლა, თუმ­ცა ამ ჟან­რის მა­ყუ­რებ­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი შეც­ვლი­ლა, ისი­ნი ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბით და დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით აგ­რძე­ლე­ბენ სე­რი­ა­ლე­ბის ყუ­რე­ბას. აღელ­ვებთ მთა­ვა­რი გმი­რე­ბის ბედი, მათ­თან ერ­თად გა­ნიც­დი­ან და უხა­რი­ათ...

სე­რი­ა­ლებს არა მხო­ლოდ დი­ა­სახ­ლი­სე­ბი და პენ­სი­ო­ნე­რე­ბი უყუ­რე­ბენ, მათ აქ­ტი­უ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი სუ­პერ­მარ­კე­ტებ­ში, სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნებ­სა და მსგავს და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­შიც საკ­მა­რი­სად ჰყავთ. ეს რომ ასეა, ამას ტე­ლე­ე­თე­რე­ბის მა­ღა­ლი რე­ი­ტინ­გე­ბი ადას­ტუ­რებს.

1629147143-seriali-induri-saga-qartulad-1652707732.jpg

ალ­ბათ სა­ინ­ტე­რე­სოა, რა კა­ტე­გო­რი­ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი და რა გავ­ლე­ნას ახ­დენს "საპ­ნის ოპე­რე­ბი" მათ­ზე - ამ თე­მა­ზე სა­სა­უბ­როდ ფსი­ქო­ლოგს, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სორს, მა­ნა­ნა მე­ლი­ქიშ­ვილს მივ­მარ­თეთ:

1552395680-1652707751.jpg

- ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს თვით­რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სურ­ვი­ლი, რა­საც სამ­წუ­ხა­როდ, ბევ­რი ვერ ახერ­ხებს. ალ­ბათ სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რებ­ლე­ბი სწო­რედ ამ კა­ტე­გო­რი­ას მი­ე­კუთ­ნე­ბი­ან, რომ­ლე­ბიც ნაკ­ლე­ბად არი­ან რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლე­ბი, არ აქვთ სო­ცი­ა­ლუ­რი აქ­ტი­ვო­ბა, ცხოვ­რე­ბა­ში არ აუს­რულ­დათ ოც­ნე­ბა, შე­იძ­ლე­ბა ღა­რი­ბი ინ­ტი­მუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი­თაც გა­მო­ირ­ჩე­ვი­ან, ან სტრეს­ში ცხოვ­რო­ბენ, გარ­კვე­უ­ლი ტრავ­მა აქვთ მი­ღე­ბუ­ლი, ცხოვ­რე­ბა არ აე­წყოთ ისე, რო­გორც უნ­დო­დათ და ამ ყვე­ლაფ­რის­გან გა­ნა­წყე­ნე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან.

სე­რი­ა­ლებ­ში კი პრი­მი­ტი­უ­ლად, შა­ვი­სა და თეთ­რის პო­ზი­ცი­ით არის გან­ხი­ლუ­ლი კე­თი­ლი­სა და ბო­რო­ტის ურ­თი­ერ­თო­ბა. კე­თილს ყვე­ლა ერ­ჩის, მაგ­რამ ბო­ლოს მა­ინც სი­კე­თე იმარ­ჯვებს და სწო­რედ ამ დროს, სე­რი­ა­ლის მა­ყუ­რე­ბე­ლი სა­კუ­თა­რი თა­ვის იდენ­ტი­ფი­კა­ცი­ას მთა­ვარ გმირ­თან ახ­დენს, რაც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ადა­მი­ა­ნებ­ში ემო­ცი­ურ კმა­ყო­ფი­ლე­ბას იწ­ვევს. მოკ­ლედ, სე­რი­ალ­ში ცხოვ­რო­ბენ და სა­კუ­თარ თავს იქ ხე­და­ვენ...

turkish-series-1652707820.png

სე­რი­ალს სა­ლო­ნებ­ში, სა­ხე­ლოს­ნო­ებ­სა და მარ­კე­ტებ­შიც უყუ­რე­ბენ და ესეც გა­სა­გე­ბია, ის ადა­მი­ა­ნე­ბი ალ­ბათ სუ­ლაც არ ოც­ნე­ბობ­დნენ სი­ტყვა­ზე, მარ­კეტ­ში ემუ­შა­ვათ, სხვა სურ­ვი­ლე­ბი ჰქონ­დათ, მაგ­რამ რა­ღა­ცით და­ი­ჩაგრნენ და "საპ­ნის ოპე­რით"იღე­ბენ კმა­ყო­ფი­ლე­ბას. ამას­თან, სხვა ბევ­რი ფაქ­ტო­რი­ცაა, ერთ-ერთი კოგ­ნი­ტუ­რი გან­ვი­თა­რე­ბა და სიმ­წი­ფეა. რო­დე­საც ადა­მი­ანს მა­ღა­ლი კოგ­ნი­ტუ­რი სიმ­წი­ფე, აზ­როვ­ნე­ბის სტი­ლი, შე­სა­ბა­მი­სი ანა­ლი­ზის უნა­რი აქვს, მის­თვის ყვე­ლა­ფე­რი არ არის შავი, და ყვე­ლა­ფე­რი არ არის თეთ­რი... მაგ­რამ რო­დე­საც ამის დე­ფი­ცი­ტია, ტვი­ნის ძა­ლი­ან ამოქ­მე­დე­ბა არ სჭირ­დე­ბა, გა­შიფ­რუ­ლი თე­მაა და ადა­მი­ა­ნი მას მხო­ლოდ მიჰ­ყვე­ბა...

- გა­სა­გე­ბია, რომ ის ცხოვ­რობს სე­რი­ა­ლით, სა­ინ­ტე­რე­სოა, ასეთ დროს რა ემარ­თე­ბა მის ფსი­ქი­კას, ში­ნა­გან სამ­ყა­როს...

- ამ დროს ხდე­ბა მთლი­ა­ნად გან­ტვირ­თვა. თუ რო­მე­ლი­მე გმი­რი წარ­მა­ტე­ბას მი­აღ­წევს, მა­ყუ­რე­ბე­ლი ამის­გან ისე­ვე იღებს ემო­ცი­ურ კმა­ყო­ფი­ლე­ბას, რო­გორც თა­ვად ის პერ­სო­ნა­ჟი... არ­სე­ბობს ხა­რის­ხი­ა­ნი და მა­ღა­ლი დო­ნის სე­რი­ა­ლე­ბიც, მაგ­რამ ფაქ­ტია, რომ დღე­ვან­დელ ტე­ლე­სივ­რცე­ში მდა­რე და უხა­რის­ხო­ე­ბი ჭარ­ბობს. ხან­და­ხან რამ­დე­ნი­მე წა­მით შევ­ხე­დავ ხოლ­მე ამა თუ იმ პრო­დუქტს და არ ვიცი, რა გთხრათ, - მაკ­ვირ­ვებს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ამით და­ინ­ტე­რეს­დე?! მაგ­რამ იქ ისე­თი სი­უ­ჟე­ტე­ბია, მა­გა­ლი­თად, ცუდი დე­დამ­თი­ლი­სა და კარ­გი რძლის ურ­თი­ერ­თო­ბა, რომ ადა­მი­ა­ნი სა­კუ­თარ თავ­თან პა­რა­ლელს ავ­ლებს და უხა­რია, რომ პო­ზი­ტი­უ­რი გმი­რი იმარ­ჯვებს... განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz