ექვსი ყოვლედღიური ჩვევა, რომელიც იმუნიტეტს აზიანებს | Allnews.Ge

ექვსი ყოვლედღიური ჩვევა, რომელიც იმუნიტეტს აზიანებს

იმუნიტეტის ერთ-ერთი დამაზიანებელია ქრონიკული უძილობა. ძილს გადამწყვეტი როლი ენიჭება იმუნური სისტემის ოპტიმალური ფუნქციონირებისათვის. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ღამის 7-8 საათიანი ძილი.

ორგანიზმის წინააღმდეგობის გაწევის უნარს აქვეითებს ძლიერი სტრესი. ნევული დაძაბულობა ზრდის სისხლში კორტიზოლის დონეს, რაც დროთა განმავლობაში იწვევს ანთებითი პროცესების განვითარებას და იმუნური სისტემის გამოფიტვას.

იმუნიტეტისათვის განსაკუთრებით საზიანოა თამბაქო და ალკოჰოლი. ეს ორივე ინფექციების მიმართ უფრო მიმღებს ხდის ორგანიზმს და ზრდის ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკს. ამას გარდა, ალკოჰოლი უარყოფითად მოქმედებს ნაწლავის მიკრობიომზე, რაც პირდაპირ კავშირშია იმუნიტეტთან.

ადამიანის იმუნურ სისტემაზე უარყოფითად მოქმედებს ასევე ცხოვრების უმოძრაო წესი, რომელიც იწვევს ჭარბ წონას და ქრონიკული დაავადებების გამწვავებას.

სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ კვებას. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და დაბალანსებული, რადგანაც საკვები ნივთიერებების ნაკლებობისას, ორგანიზმი ვეღარ ებრძვის ეფექტურად ინფექციებს და გამოჯანმრთელების პროცესიც ჭიანურდება.

mkurnali.ge

myquiz