როგორ შექმნა დონატელა ვერსაჩემ თავისი 400 მილიონი დოლარის იმპერია | Allnews.Ge

როგორ შექმნა დონატელა ვერსაჩემ თავისი 400 მილიონი დოლარის იმპერია

დონატელა ვერსაჩე 21-ე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დიზაინერია. იგი ბრენდის ხელმძღვანელად ძმის, ჯანის გარდაცვალების შემდეგ დაინიშნა და დღემდე საკმაოდ წარმატებით მოღვაწეობს.

დონატელამ შეძლო და ბრენდის Versace თითქმის ყველა მიმართულებით გაზარდა. დღეს, ბრენდი ამჟამად რებრენდირებულია, როგორც Capri Holdings.

მიუხედავად იმისა, რომ Versace ამჟამად Michael Kors Holdings-ს ეკუთვნის, დონატელა ვერსაჩე რჩება საბჭოს სამხატვრო ხელმძღვანელად და ვიცე-პრეზიდენტად. ის სახლის საერთო ხედვას მაინც აკონტროლებს.

დონატელას შესვლა მოდის სამყაროში

დონატელა ვერსაჩე 1955 წლის 2 მაისს რეჯიო დი კალაბრიაში, იტალიაში დაიბადა. დონატელა ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსი იყო. მათი მამა მოვაჭრე იყო, ხოლო დედამისი მკერავი.

დონატელას ბავშვობაში რთული პერიოდის გავლა მოუწია - მისი უფროსი და, თინა თორმეტი წლის ასაკში გარდაიცვალა.

1970-იანი წლების შუა პერიოდში დონატელომ გადაწყვიტა სწავლა ფლორენციაში დაეწყო, სადაც ლიტერატურას და ენებს შეისწავლიდა. გარეგონბაზე ზრუნვა მან ადრეული ასაკიდან დაიწყო, თმას ქერად იღებავდა და თვალებს მუდამ მუქი ფერის ლაინერით იხატავდა...

6242418820199-1652609197.webp

როდესაც დონატელამ სწავლა დაასრულა, მუშაობა ძმასთან დაიწყო, იგი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში მუშაობდა, თუმცა კრიტიკული ხედვით გამორჩეული ახალგაზრდა ქალი, მუდმივად ცდილობდა ძმის კომპანიაში ხარვეზები გამოესწორებინა. მოგვიანებით კი საკუთარი ძმის მუზად იქცა. ასე შეძლო დონატელამ მოდის სამყაროში ნელ-ნელა თავის დამკვიდრება.

1989 წელს ჯანიმ გადაწყვიტა გამოეშვა სუნამო, რომელსაც Blonde დაარქვა - იგი დას ეძღვნებოდა. მან ასევე მისცა დონატელას საკუთარი ლეიბლი სახელწოდებით Versus, რომელიც განკუთვნილი იყო ახალგაზრდა აუდიტორიისთვის.

განაგრძეთ კითხვა

myquiz