ნამდვილი ამბავი "ჯარისკაცის მამის" მიღმა - გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ | Allnews.Ge

ნამდვილი ამბავი "ჯარისკაცის მამის" მიღმა - გენიალური ფილმის სცენარისტის მოგონებები, რომლებსაც ემოციის გარეშე ვერ წაიკითხავთ

რეზო ჩხე­ი­ძის "ჯა­რის­კა­ცის მამა" ბევ­რის­თვის საყ­ვა­რე­ლი ფილ­მია, მაგ­რამ ფარ­თო მა­ყუ­რე­ბელ­მა ალ­ბათ არ იცის, ვინ არის მისი სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და რა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბი ჰქონ­და ფილ­მს, სა­ნამ მა­ყუ­რებ­ლამ­დე მი­ვი­დო­და.

მწე­რალ­სა და კი­ნოდ­რა­მა­ტურგს ომის თემა სხვა ქარ­თუ­ლი ფილ­მე­ბის­თვის შექ­მნილ სცე­ნა­რებ­შიც აქვს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. სწო­რედ, სუ­ლი­კო ჟღენ­ტია იმ ცნო­ბი­ლი ფილ­მე­ბის სცე­ნა­რის ავ­ტო­რი, რო­გო­რი­ცაა - "ღი­მი­ლის ბი­ჭე­ბი," "სი­ნათ­ლე ჩვენს ფან­ჯრებ­ში", "ფეს­ვე­ბი" "ნერ­გე­ბი" და კი­დევ ბევ­რი ცნო­ბი­ლი სუ­რა­თი, უმე­ტე­სო­ბას, რო­გორც ბა­ტო­ნი სუ­ლი­კოს შვი­ლი, ხე­ლოვ­ნე­ბათმცოდ­ნე ოლი­კო ჟღენ­ტი გვე­უბ­ნე­ბა, ნამ­დვი­ლი ამ­ბე­ბი უძღვო­და წინ... მან მა­მის შე­სა­ხებ წიგ­ნი - "რო­გორ შერ­ჩე­ბი მა­რა­დი­სო­ბას" და­წე­რა.

ამ­ჯე­რად გვინ­და სუ­ლი­კო ჟღენ­ტის უკ­ვდა­ვი "ჯა­რის­კა­ცის მამა" გა­ვიხ­სე­ნოთ, რო­მე­ლიც სცე­ნა­რის­ტის, რე­ჟი­სო­რი­სა და მსა­ხი­ო­ბის (სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე) სრულ­ფა­სო­ვა­ნი შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ურ­თი­ერ­თო­ბის ნი­მუ­შია.

რო­გორც მწერ­ლის ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან ირ­კვე­ვა, "ჯა­რის­კა­ცის მა­მის" სცე­ნა­რი საბ­ჭო­თა ცენ­ზუ­რამ უარ­ყო. მე­სა­მე ვა­რი­ანტზე ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­წყვი­ტეს და გა­და­წყდა, რომ ფილ­მს აღარ გა­და­ი­ღებ­დნენ. რომ არა რე­ჟი­სო­რის პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, სუ­რა­თი მარ­თლა აღარ შე­იქ­მნე­ბო­და...

aursec5-1652604310.jpg

სცე­ნა­რის­ტის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლებ­ში და­ცუ­ლია 5 ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სცე­ნა­რის ვერ­სია. თი­თო­ე­ულ­ზე ავ­ტორს ინ­ტენ­სი­უ­რად უმუ­შა­ვია, ვერ­სი­ე­ბი ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და იც­ვლე­ბო­და სას­ცე­ნა­რო გან­ყო­ფი­ლე­ბე­ბის რე­დაქ­ტო­რე­ბის მო­თხოვ­ნე­ბი­სა და მი­თი­თე­ბე­ბის მი­ხედ­ვით. თუმ­ცა, მთა­ვა­რი დრა­მა­ტუ­ლი მო­ტი­ვი და ფა­ბუ­ლა - ის, რომ მამა შვილს და­ე­ძებს, ყველ­გან უც­ვლე­ლი იყო.

ომში შვი­ლის სა­ძებ­ნე­ლად წა­სულ გლე­ხკაცს სი­სას­ტი­კე აი­ძუ­ლებს ჯა­რის­კა­ცად იქ­ცეს. სცე­ნა­რის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­თა მო­თხოვ­ნით, ამ­ბა­ვი ჰოს­პი­ტალ­ში­ვე უნდა დას­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. ამის გამო ვერ გან­ზო­გად­დე­ბო­და და ვერც ტრა­გე­დი­ის მას­შტაბს შე­ი­ძენ­და, მაგ­რამ ფილ­მის ავ­ტო­რებ­მა ფა­ბუ­ლა არ შეც­ვა­ლეს.

სუ­ლი­კო ჟღენ­ტი სა­კუ­თარ ბი­ოგ­რა­ფი­ას და­ე­სეს­ხა - მას მშობ­ლე­ბი ფრონტზე და­ე­ძებ­დნენ, რო­დე­საც 17 წლი­სა პირ­ვე­ლად და­იჭ­რა. ომში მო­ხა­ლი­სედ იყო წა­სუ­ლი. რად­გან მას ეს ყვე­ლა­ფე­რი გან­ცდი­ლი და გა­და­ტა­ნი­ლი ჰქონ­და, სცე­ნარ­შიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლად გა­ი­აზ­რა ომის ტრა­გე­დია. აი, რას წერს მო­გო­ნე­ბებ­ში ჟღენ­ტი:

rpnjym7-1652604443.jpg

"...ვერ მი­ვაღ­წიე რა­იხსტაგს, ია­რა­ღი უკა­ნას­კნე­ლად 1944 წლის 25 იან­ვარს მე­ჭი­რა ხელ­ში. მკერ­დში ჩარ­ჩე­ნი­ლი ტყვი­ის გამო დე­მო­ბი­ლი­ზა­ცი­ით გა­მო­მიშ­ვეს შინ. ტყვი­ის ნა­წი­ლებს, სა­დღაც გულ­თან ჩარ­ჩე­ნილს დღემ­დე და­ვა­ტა­რებ სხე­უ­ლით. ბერ­ლინ­ში 21 წლის შემ­დეგ მოვ­ხვდი, უკვე გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­თან, - ჩემი სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით, რე­ჟი­სო­რი რეზო ჩხე­ი­ძის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მის "ჯა­რის­კა­ცის მა­მის" გმირ­თან ერ­თად...

zs2nays-1652604397.jpg

მე­კი­თხე­ბი­ან, სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძის მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი გმი­რის სახე თქვენ შე­თხზეთ თუ ცხოვ­რე­ბამ გი­კარ­ნა­ხათ? პა­სუ­ხი ასე­თია: სი­მარ­თლის გა­მო­გო­ნე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლია, ერთ სა­ხე­ში მო­ვუ­ყა­რე თავი ომის გზა­ზე შეხ­ვედ­რილ ადა­მი­ან­თა სა­ხე­ებს... ჯა­რის­კა­ცის მამა - გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვი­ლი - ჩემ­თვის სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი კა­ხე­ლი მე­ვე­ნა­ხეა. ჩვენ ერთ ასე­ულ­ში ვმსა­ხუ­რობ­დით. მახ­სოვს მისი მო­უს­ვე­ნა­რი, შრო­მის­მოყ­ვა­რე ხე­ლე­ბი. დიახ, ის დე­და­ჩე­მია, რო­მე­ლიც ჩემს სა­ნა­ხა­ვად ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ჩა­მო­ვი­და, მაგ­რამ ჰოს­პი­ტალ­ში ვერ მო­მის­წრო. ის მა­მა­ჩე­მი­ცაა, რო­მე­ლიც თით­ქმის ნა­ხე­ვა­რი სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში სკო­ლა­ში სი­კე­თეს ას­წავ­ლი­და... განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz