გამდიდრების რეალური შანსი თუ სარისკო ინვესტიცია?- რა არის NFT ბოტასები და რამდენად რეალისტურია სოლიდური თანხის გამომუშავების შანსი? | Allnews.Ge

გამდიდრების რეალური შანსი თუ სარისკო ინვესტიცია?- რა არის NFT ბოტასები და რამდენად რეალისტურია სოლიდური თანხის გამომუშავების შანსი?

უკვე რამდენიმე კვირაა, რაც Step'n 'NFT ბოტასები ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ხშირად განხილვადი თემაა და საქართველოს მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ახალი კრიპტო პროექტით ძალიან სწრაფად დაინტერესდა.

პირები, რომლებმაც NFT ბოტასები შეიძინეს აცხადებენ, რომ მისი მეშვეობით საკმაოდ დიდი თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი. თუმცა, როგორც ექსპერტები განმარტავენ, ეს არც ისეთი “მარტივი გზაა”, როგორც თავდაპირველად შეიძლება ჩანდეს.

საინტერესოა ვნახოთ, რა არის „ვირტუალური ბოტასები“, რა თანხის გამომუშავებაა შესაძლებელი და რა რისკები ახლავს მას.

stepn-1652430533.jpg

რა არის NFT ბოტასები?

STEPN ერთგვარი ფიტნეს აპლიკაციაა, რომელიც Solana-ს ბლოკჩეინზე აიგო. აპლიკაცია სიარულში, ძუნძულში ან სირბილში გარკვეული რაოდენობის კოინებს გვირიცხავს. STEPN-ში თამაშის დასაწყებად, მომხმარებელს თავდაპირველად, NFT-ბოტასების შეძენა უწევს. მომხმარებელს დღის განმავლობაში გარკვეული რაოდენობის „ენერგია ეძლევა“ და ამ ენერგიის გახარჯვით კრიპტო გამომუშავდება.

ბოტასები 4 კატეგორიად იყოფა: მოსიარულე [walker], მოძუნძულე [jogger], მორბენალი [runner] და თრეინერი [trainer]. მონაცემები, რომლითაც ეს ბოტასები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, სხვადასხვა დატვირთვას მოითხოვს, შესაბამისად, შემოსავალიც სხვადასხვაგვარია.

1651734876-1-1fk1idfcwpiza6e6gy3utw-1652430552.png

რა ღირს Step’n-ის ბოტასები და როგორ ხდება თანხის გამომუშავება?

აპლიკაციის მეშვეობით მომხმარებლებს ბოტასების რამდენიმე ვარიანტის არჩევა შეუძლიათ. ყველაზე იაფი ვირტუალური ფეხსაცმლის ფასი 700 აშშ დოლარიდან იწყება. რაც უფრო კარგი მახასიათებლები აქვს ბოტასს, შესაბამისად მეტია თვითღირებულებაც.

ბოტასების შეძენის შემდეგ მის მფლობელს შესაძლებლობა აქვს ფული გამოიმუშაოს. მას ყოველ 6 საათში ერიცხება 0.5 ენერგია, რომელიც სიარულის, ძუნძულის ან სირბილის დროს უნდა დახარჯოს. თითოეული დავალების შესრულებას დაახლოებით 3-5 წუთი სჭირდება. დავალების დასრულების შემდეგ მფლობელს GST მონეტები ერიცხება.

NFT ბოტასების მფლობელს შეუძლია ისინი კრიპტოვალუტაში გადაცვალონ, რომელთა განაღდებაც დოლარშია შესაძლებელი. გამომუშავებული GST-ის ნაწილი იხარჯება ფეხსაცმლის შეკეთებაზე, დანარჩენით კი შეგიძლიათ ფეხსაცმლის მონაცემების დახვეწა [upgrade], სხვა შიდა ოპერაციების შესრულება ან თანხის განაღდება.

unnamed-1652430585.jpg

რა რისკებს ახლავს ვირტუალურ ბოტასებში ინვესტიციის განხორციელებას?

პროექტის განსხვავებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ყოველი ახალი მოთამაშის დამატებისას იზრდება თამაშის საერთო ბიუჯეტიც, საიდანაც შემდეგ მოთამაშეები იღებენ “ანაზღაურებას”.

NFT ბოტასების მთავარი კრიტიკოსები რისკებზეც საუბრობენ. მათი თქმით, იმ პირების შემოსავლები, რომლებმაც უკვე იყიდეს ბოტასები დამოკიდებულია იმაზე, თუ კიდევ რამდენი ადამიანი იყიდის ბოტასებს.

იმ შემთხვევაში თუ ახალი მონაწილეების რაოდენობა შემცირდება, საერთო ბიუჯეტში თანხის რაოდენობაც კლებას დაიწყებს, შესაბამისად, დაიკლებს თამაშის ფასიც.

მათი თქმით, პირები, რომლებმაც უკვე რამდენიმე კვირაა იყიდეს ბოტასები დიდი შანსია, რომ გაღებულ თანხას დაიბრუნებენ და გარკვეულს სარგებელსაც ნახავენ, თუმცა პირებმა, რომლებიც ახლა უერთდებიან თამაშს, შესაძლოა ვირტუალურ ბოტასებში გადახდილი თანხა ვერც კი დაიბრუნონ.

NFT ბოტასები და საქართველო

როგორც Google Trends-იდან ვიგებთ, მსოფლიოში STEPN ყველაზე პოპულარული საქართველოშია და მთელი ინტერნეტის მასშტაბით მას ყველაზე ხშირად სწორედ ჩვენთან ეძებენ.

Google Trends-ის სტატისტიკაში პირველ ადგილზე 100-ით საქართველო მოხვდა, მეორე ადგილზე ჩინეთია 35 ქულით. მესამე ადგილზე იაპონიაა, ხუთეულში დარჩენილ დანარჩენ ადგილებს კი ჰონგ-კონგი და ყაზახეთი ინაწილებენ.

screenshot-2022-05-05-151108-1652430599.jpg

გიორგი დათუნაშვილი, რომელიც Step'n ბოტასების ერთ-ერთი მფლობელია AllNews-ის მკითხველს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს.

"Stepn-ის შესახებ მეგობრისგან გავიგე. თავიდან საკმაოდ სკეპტიკურად განვეწყვე, ვიფიქრე, რომ მორიგი ფინანსური პირამიდა იყო. შემდეგ პროექტის whitepaper ვნახე, ჩემს მეგობრებს ვკითხე, ვინც მსგავს საკითხებში ჩემზე მეტად გარკვეულია, საერთაშორისო გამოხმაურებას გავეცანი და მივხვდი რომ საქმე ისე მარტივადაც არ იყო, როგორც ერთი შეხედვით მომეჩვენა და გადავწყვიტე მეც ჩავრთულიყავი.

პირველ რიგში რისკები შევაფასე, რომლებიც საკმაოდ ბევრია. მაგალითად, პროექტის წარუმატებლობის, Solana-ს(კრიპტოვალუტა, რომლითაც ბოტასს ყიდულობ) გაუფასურების, GST-ის (ქოინი, რომელსაც გამოიმუშავებ) გაუფასურების, დაჰარვის და სხვა რისკები. თუმცა ჩემთვის პოტენციური მისაღები სარგებელი აღემატებოდა რისკებით გამოწვეულ პოტენციურ დანაკარგს. აპრილის ბოლო კვირაში ვიყიდე ბოტასის NFT.

მას შემდეგ გამოვიმუშავებ GST-ის. მიუხედავად, კრიპტო ბაზარზე ბოლო კვირაში შექმნილი კრიზისისია, მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი. პროექტი საკომაოდ კარგად უმკლავდება პრობლემებს და ამან კიდევ უფრო დამარწმინა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, იმდენად, რომ მეორე ბოტასის ყიდვას და დამინთვას, ანუ ბოტასების შეჯვარებას ვაპირებ. ბოლოს მინდა დავამატო, რომ ეს არ არის რჩევა და მხოლოდ ჩემი სუბიექტური შეფასებაა. ბოტასის ყიდვის მსურველებს ვურჩევ ჯერ კარგად გაერკვნენ პროექტის არსში, შეაფასონ რისკები და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება."

myquiz