რთული თინეიჯერობა, სამი უიღბლო ქორწინება - ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა | Allnews.Ge

რთული თინეიჯერობა, სამი უიღბლო ქორწინება - ანჯელინა ჯოლის ცხოვრების გზა

ანჯელინა ჯოლი მსოფლიოში უამრავი ადამიანისათვის საყვარელი მსახიობი და ადამიანია. სამსახიობო ნიჭის გარდა, ცნობილია ქველმოქმედებითა და გაჭირვებულებზე უანგარო ზრუნვით. ჯოლი უკვე რამდენიმე წელია გაეროს კეთილი ნების ელჩია და უამრავ ადამიანს ეხმარება. "ოსკარის", სამი "ოქროს გლობუსის" და აშშ-ს კინომსახიობთა გილდიის ორი ჯილდოს მფლობელია. სხვათა შორის, ანჯელინა ჯოლი პირველი მსახიობია ისტორიაში, რომელმაც ოქროს გლობუსი ზედიზედ სამი წლის განმავლობაში მოიგო.

მისი დებიუტი კინოში 1982 წელს შედგა. მან კომედიურ ფილმში "გამოსავლის ძიებაში" ითამაშა, თუმცა პოპულარობა ფილმით "ლარა კროფტი: სამარხების მძარცველი" და ამავე ფილმის მეორე სეზონით მოიპოვა.2009, 2011 და 2013 წლებში, ჟურნალ Forbes-ის მიხედვით, ჯოლი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებად მსახიობად დასახელდა.

angelina-jolie-1652277826.jpg

მისი კომერციულად ყველაზე წარმატებული ფილმები იყო: "მალეფისენტი" (758 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიო მასშტაბით), "მისტერ და მისის სმიტები" (478 მილიონი აშშ დოლარი მსოფლიოში), "განსაკუთრებით საშიში" (341 მილიონი აშშ დოლარი), "ტურისტი" (278 მილიონი აშშ დოლარი).თუმცა, მისი ცხოვრება საკმაოდ რთული იყო, ჯერ კიდევ ბავშვობიდან.

გთავაზობთ ჯოლის შესახებ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტებსა და დეტალებს, რომლებსაც მისი ბიოგრაფია ინახავს.

8381dc1fb001ae847c695919d0801af4-1652277835.jpg

მომავალი მსახიობი, კინორეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ანჯელინა ჯოლი 1975 წლის 4 ივნისს, ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში დაბადა, ცნობილი ამერიკელი მსახიობის ჯონ ვოიტისა და ფრანგი-კანადელი მსახიობის მარშელინ ბერტრანის ოჯახში.

წარმოშობის წყალობით, ჯოლიმ მემკვიდრეობით რამდენიმე ეროვნების სისხლი მიიღო: მამის მხრიდან - სლოვაკური და გერმანული, დედის მხრიდან - ფრანგული, კანადური და ჰოლანდიური.

განაგრძეთ კითხვა

myquiz