რა ღირს დემნა გვასალიას ახალი ნამუშევარი, "გაცვეთილი ფეხსაცმელი", რომელსაც სოცქსელებში განხილვა მოჰყვა
"ბალენსიაგამ“ ახალი სპორტული ფეხსაცმელი, სახელწოდებით - Paris Sneaker წარადგინა. ინფორმაციას "ინსტაგრამზე" Demnagram აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ მისი შეძენა ბრენდის ოფიციალურ საიტზეა შესაძლებელი.
როგორც მოსალოდნელი იყო, ფეხსაცმლის ფოტოებს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. საზოგადოების დიდმა ნაწილმა ის ტალახში ამოსვრილ და გაცვეთილ ფეხსაცმელს შეადარა. ზოგიერთის აზრით, ფეხსაცმელზე მუშაობისას დემნასთვის შთამაგონებელი უსახლკარო, ღარიბი ადამიანები იყვნენ და ეს დიზაინერის მცდელობაა, რომ ისეთი სამოსი, როგორებიც ამ ადამიანებს აცვიათ, ტრენდად და მოდის მთავარ ტენდენციად აქციოს.
ფიქრობენ, რომ შესაძლოა, ეს უკრაინის ომის თემატიკის გაგრძელება იყოს და დემნამ საზოგადოებას ბრძოლების გამო, ჯარისკაცის გაცვეთილი ფეხსაცმელი წარუდგინა.