იყო კარგი მეცნიერი, თუმცა საშინელი ქმარი - ნახეთ ქცევის წესები, რომლებიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა | Allnews.Ge

იყო კარგი მეცნიერი, თუმცა საშინელი ქმარი - ნახეთ ქცევის წესები, რომლებიც აინშტაინმა ცოლისთვის შეადგინა

ალბერტ აინშტაინი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი იყო, რომლის ნაშრომებზეც ბევრი დღემდე სწავლობს. როგორც აღმოჩნდა, გენიალური ფიზიკოსისგან კარგი მამა და ქმარი არ გამოვიდა. ამას ადასტურებს პირველ ცოლთან, მილევა მარიჩთან ურთიერთობა, რომელთანაც 1903 წლიდან ოფიციალურ ქორწინებაში იმყოფებოდა.

einshtein-1-1652000919.jpg

ქცევის წესები ცოლისთვის

წყვილს ორი ვაჟიშვილი შეეძინათ, მაგრამ მათი ურთიერთობა დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო უარესდებოდა. განსაკუთრებით შესამჩნევი 1912 წლიდან გახდა, რის შემდეგ აინშტაინმა მილევისთვის ქცევის ერთგვარი წესები შეადგინა. იმის გათვალისწინებითაც კი, რომ სია მე–19 საუკუნის დასაწყისში იყო შედგენილი, რთული წარმოსადგენია, რომ ქალს ამის სრულად შესრულება შეეძლო.

აი, რას მოითხოვდა აინშტაინი მეუღლისგან:

1. სახლის საქმეების დამოუკიდებლად შესრულება.

2. მისთვის დღეში სამჯერ კაბინეტში საჭმლის შემოტანა.

3. კაბინეტის დალაგება ისე, რომ მაგიდაზე ხელი არაფრისთვის შეეხო.

4. თეთრეულის დროულად გარეცხვა და გაწმინდა.

5. ქმრისგან არ მოეთხოვა, რომ მასთან დრო გაეტარებინა, კერძოდ, საუბარსა და სეირნობაზე დრო დაეხარჯა.

6. ყველა პირად ურთიერთობაზე უარის თქმა.

იხილეთ სრულად

myquiz