"ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი, რთული დღეები გადავლახეთ და შედეგს მივაღწიეთ" - გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, დიდი გეგმებით | Allnews.Ge

"ნულიდან დავიწყეთ ყველაფერი, რთული დღეები გადავლახეთ და შედეგს მივაღწიეთ" - გაიცანით ახალგაზრდა ფერმერი, დიდი გეგმებით

პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რია, სა­ჯა­რო სამ­სა­ხურ­შიც მუ­შა­ობს, მაგ­რამ ამას ხელი არ შე­უძ­ლია იმის­თვის, რომ ქალი ფერ­მე­რი გამ­ხდა­რი­ყო.

"თუ გაქვს მი­ზა­ნი, იცი დრო­ის ფასი, არ გე­ში­ნია, სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის გაწმს და სამ­ყა­რო გწყა­ლობს, მა­შინ იცო­დე, რომ დიდი ენერ­გია უნდა და­ხარ­ჯო... შუ­ა­ღა­მემ­დე იშ­რო­მო და გა­და­ვარ­დნამ­დე და­ი­ღა­ლო, რომ მიზ­ნამ­დე დრო­უ­ლად მიხ­ვი­დე" - ამო­ბობს ახალ­გაზ­რდა ქალი ეთო კა­პა­ნა­ძე, რო­მელ­მაც სო­ფელ დიდ ლი­ლო­ში, სამი წლის წინ ფრინ­ველ­თა ფერ­მა გა­მარ­თა და მე­უღ­ლე, ლე­ვან კე­რე­სე­ლი­ძეც საქ­მე­ში ჩარ­თო. დღეს ერ­თად უკვე ხა­რის­ხი­ან პრო­დუქტს აწარ­მო­ე­ბენ და სა­ო­ჯა­ხო მე­ურ­ნე­ო­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით დიდი გეგ­მე­ბი აქვთ.

ეთო კა­პა­ნა­ძე:

- სამი წლის წინ ვი­ფიქ­რე, და­მა­ტე­ბი­თი შე­მო­სა­ვა­ლი ური­გო არ იქ­ნე­ბო­და, თან, ჩემს შვი­ლებს, 4 შვი­ლი მყავს, ნა­ტუ­რა­ლუ­რი პრო­დუქ­ტი ექ­ნე­ბათ-მეთ­ქი. ამის­თვის რე­სურ­სი მქონ­და, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბო­და, გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. იხ­ვის ჭუ­ჭუ­ლე­ბი რომ უნდა მო­მეყ­ვა­ნა, - ამის შე­სა­ხებ მე­უღ­ლეს ერთი სა­ა­თით ადრე ვუ­თხა­რი. ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ოჯა­ხი ძა­ლი­ან სკეპ­ტი­კუ­რად შეხ­ვდა. ფრინ­ველს რა­ნა­ი­რად გაზ­რდიო?! მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დე­დას, ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ჭუ­ჭუ­ლე­ბი, სა­ქო­ნე­ლიც ჰყავ­და და ამ საქ­მე­ზე გარ­კვე­უ­ლი წარ­მოდ­გე­ნა მქონ­და, მა­ინც შეშ­ფოთ­დნენ. მოკ­ლედ, ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათ­თვის სრუ­ლი­ად მო­უ­ლოდ­ნე­ლი აღ­მოჩ­ნდა, რად­გა­ნაც, ჩემი ტი­პა­ჟი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ ეგო­ნათ, რომ ფერ­მე­რო­ბას და­ვი­წყებ­დი. მერე თქვეს, - მალე მო­ბეზ­რდე­ბა და თავს და­ა­ნე­ბებ­სო. სა­ბო­ლო­ოდ ისე მოხ­და, რომ ჩემი არ­ჩე­ვა­ნი ოჯა­ხის წევ­რებ­საც მო­ე­წო­ნათ და საქ­მე­ში თვი­თო­ნაც ჩა­ერ­თნენ.

278539723-412238614073595-4258560164438353365-n-64523-1652000061.jpg

ეთო კა­პა­ნა­ძე მე­უღ­ლეს­თან ერ­თად

- და შრო­მაც და­გი­ფას­დათ...

- კი. პრო­დუქ­ტი რომ მოგ­ვი­ჭარ­ბდა, ეს სხვებ­მაც გა­ი­გეს, რი­თაც შევ­ძე­ლი და სა­კუ­თა­რი პრო­დუქ­ტი გავ­ყი­დე. რამ­დე­ნი­მე მსურ­ვე­ლიც გა­მოჩ­ნდა. ამა­სო­ბა­ში ბევ­რმა ადა­მი­ან­მა გაგ­ვიც­ნო და მომ­ხმა­რე­ბე­ლიც ასე მოგ­ვე­მა­ტა. მარ­კე­ტინგსაც ავუ­ღე ალღო - სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლით ვაქ­ტი­უ­რობ. არის ად­გი­ლე­ბი, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია, ჩვე­ნი პრო­დუქ­ცი­ის მი­ტა­ნა-ჩა­ბა­რე­ბა. პრობ­ლე­მა ის არის, რომ ნაკ­ლე­ბი პრო­დუქ­ცია გვაქვს, ვიდ­რე მო­თხოვ­ნაა - ვერ ვაკ­მა­ყო­ფი­ლებთ. ამ ეტაპ­ზე 1000-მდე ფრთა იხვი გვყავს.

278180190-3933522740207249-3192654307090274863-n-64602-1652000102.jpg

- თა­ვი­დან რამ­დე­ნი ჭუ­ჭუ­ლი მო­იყ­ვა­ნეთ?

- 100-ით და­ვი­წყეთ. შემ­დეგ გა­ზა­ფხულ­ზე, ერთი წლის თავ­ზე, იხ­ვებ­მა ახა­ლი თა­ო­ბა მოგ­ვცეს... კვერ­ცხე­ბი სხვის ინ­კუ­ბა­ტორ­ში ჩა­ვა­წყეთ, რად­გან მის შე­სა­ძე­ნად სახ­სრე­ბი არ გვქონ­და, ასე 2 წელი გრძელ­დე­ბო­და. ახლა უკვე ჩვე­ნი გვაქვს, მისი ყიდ­ვა შევ­ძე­ლით.

- იხვი რა­ტომ აირ­ჩი­ეთ?

- სი­უ­ჟეტს ვუ­ყუ­რე და და­ვინ­ტე­რეს­დი. შე­და­რე­ბით ად­ვი­ლად იზ­რდე­ბა დი­ლე­ტან­ტის­თვი­საც ხელ­საყ­რე­ლია. მეფ­რინ­ვე­ლე­ო­ბას­თან შე­ხე­ბა მხო­ლოდ ბავ­შვო­ბა­ში მქონ­და, როცა დე­დას ჰყავ­და იხ­ვე­ბი. თან, იხვი ბევ­რს არ ჰყავს სა­ქარ­თვე­ლო­ში და იმა­ზეც გავ­თვა­ლე, რომ სა­მო­მავ­ლოდ გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტის წარ­მო­ე­ბას შევ­ძლებ­დი.

განაგრძეთ კითხვა

myquiz