უძრავი ქონება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ფლობს - სად ატარებს დროს რუსეთის პრეზიდენტი | Allnews.Ge

უძრავი ქონება, რომელსაც ვლადიმერ პუტინი ფლობს - სად ატარებს დროს რუსეთის პრეზიდენტი

ვლადიმერ პუტინი პოლიტიკაში მას შემდეგ მოვიდა, რაც კგბ-ში მსახურობის 16 წლის შემდეგ იურიდიული ხარისხი მიიღო. მთავრობაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ, მათ შორის გერმანიაში საიდუმლო აგენტად, 1999 წელს რუსეთის პრემიერ მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად დაინიშნა.

ამჟამად ოფიციალურად ცნობილია, რომ როგორც პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ანაზღაურების სახით წელიწადში 187,000 დოლარს იღებს.

პუტინი დღეს ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია მსოფლიოში, იგი ფლობს ვილებს და სასახლეებს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. წილები ბევრ მომგებიან ბიზნესში და ა.შ. სხვადასხვა ექსპერტებმა შეაფასეს, რომ მისი აქტივების ღირებულება 200 მილიარდ დოლარს აღწევს.

წარმოგიდგენთ ვლადიმერ პუტინის ძვირად ღირებულ უძრავი ქონების პორტფელიოს:

მილიარდერთა სოფელი

fdxjuhrieie-1651843672-1651999309.jpg

გავრცელებული ინფორმაციით, სასახლე მოსკოვის გარეუბანში, მილიარდერთა სოფელში აშენდა. როგორც Mirror წერს, სასახლეს აქვს ორი ძირითადი შენობა 123,785 კვ.ფუტი ფართობით და თავლები, რომლებიც მოიცავს 21,528 კვ.ფუტს.

15 ჰექტარი ფართობი დაცულია. კლასიკური სტილის შენობა დააპროექტა კომპანიამ Property-V, სადაც V ნიშნავს ვლადიმერ პუტინს. ამბობენ, რომ ის ბუკინგემის სასახლეს ორჯერ აღემატება და 360 მილიონი დოლარი ღირს.

ვიბორგის ყურეში არსებული დასასვენებელი სახლი

rui5e4ijrtedji-1651843696-1651999341.jpg

დასასვენებელი სახლი მდებარეობს რუსეთ-ფინეთის საზღვრიდან 20 მილის დაშორებით, ვიბორგის ყურის კუნძულზე.

სახლი გარემონტდა 2010 წელს. მას აქვს მიწისქვეშა სპა, საცურაო აუზი მოოქროვილი ფილებით. პრესტიჟული დასასვენებელი სახლი თავდაპირველად 1913 წელს აშენდა და საბჭოთა სცენების გადასაღებად გამოიყენებოდა.

განაგრძეთ კითხვა