5 უცნობი ფაქტი თბილისზე, რომელიც სკოლაში არ ისწავლება | Allnews.Ge

5 უცნობი ფაქტი თბილისზე, რომელიც სკოლაში არ ისწავლება

თბი­ლი­სის სა­ინ­ტე­რე­სო ის­ტო­რი­ა­ში არ­სე­ბობს ისე­თი ფაქ­ტე­ბი, ამ­ბე­ბი, რო­მელ­თა შე­სა­ხე­ბაც ბევ­რს არც სმე­ნია და ისი­ნი არც სკო­ლა­ში ის­წავ­ლე­ბა.

თბი­ლის­ში XIX სა­უ­კუ­ნის მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­ში ცნო­ბი­ლი ყა­ჩა­ღი, და­უნ­დო­ბე­ლი ავა­ზა­კი - ტატო წუ­ლუ­კი­ძე ცხოვ­რობ­და, რო­მე­ლიც ბო­ლოს ავ­ლა­ბარ­ში ჩა­მო­ახ­რჩვეს. სწო­რედ ეს ტატო ჰყავს ილი­ას მო­თხრო­ბა­ში პრო­ტო­ტი­პად გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი.

იმ სა­საკ­ლა­ოს შე­სა­ხებ სხვე­ბიც წერ­დნენ, მა­გა­ლი­თად, დი­უ­მა. ქა­ლაქ­ში რომ შე­მო­ვი­და, ამაღ­ლე­ბულ ად­გი­ლას აღ­მარ­თუ­ლი სახ­რჩო­ბე­ლა და­ი­ნა­ხა, რო­მელ­ზეც კაცი იყო ჩა­მომ­ხრჩვა­ლი... მერე იმ ად­გილს "ვარ­დის მო­ე­და­ნი" და­ერ­ქვა, იმ მო­საზ­რე­ბით, რომ იქ ბევ­რი სის­ხლი იღ­ვრე­ბო­და...

***

15079032-1147402452023477-3667330788263216599-n-1651818086.jpg

ქა­შუ­ე­თის ეკ­ლე­სია XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში ინ­გრე­ო­და. და­ვით სა­რა­ჯიშ­ვილ­მა მისი გა­ნახ­ლე­ბა გა­და­წყვი­ტა. ჯერ შე­ას­წავ­ლი­ნა, რამ­დე­ნად შე­იძ­ლე­ბო­და მისი გა­მაგ­რე­ბა, მაგ­რამ რო­გორც ცნო­ბი­ლი გახ­და, გა­მაგ­რე­ბის­თვის გა­ღე­ბუ­ლი თან­ხა, უაზ­რო ხარ­ჯი იქ­ნე­ბო­და, არაფ­რით გა­ნახ­ლდე­ბო­და და ამი­ტომ, მე­ცე­ნა­ტის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და და­ფი­ნან­სე­ბით, გა­და­წყვი­ტეს, და­ენგრი­ათ ძვე­ლი ქა­შუ­ე­თი და მის ნაც­ვლად, ახა­ლი ეკ­ლე­სია აე­გოთ. ახ­ლის აშე­ნე­ბა გერ­მა­ნელ არ­ქი­ტექ­ტორს, ბილ ფელდს სთხო­ვეს.

სა­რა­ჯიშ­ვილს სამ­თა­ვი­სის ტა­ძა­რი მოს­წონ­და და უთხრა, რომ ნი­მუ­შად ის აეღო. ბილ ფელდმა მარ­თლაც ააგო ქა­შუ­ე­თი, მაგ­რამ ბევ­რი მისი შექ­მნი­ლით უკ­მა­ყო­ფი­ლო დარ­ჩა. სამ­თა­ვი­სის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ტა­ძა­რი ცივი გა­მო­ვი­დაო, - მა­შინ ასე ამ­ბობ­დნენ. შე­იძ­ლე­ბა იმი­ტომ, რომ გერ­მა­ნე­ლი ვერ ჩას­წვდა ქარ­თუ­ლი სა­კულ­ტო ნა­გე­ბო­ბის არ­ქი­ტექ­ტუ­რას.

***

ყვე­ლამ იცის თბი­ლის­ში, ზემო ჩუ­ღუ­რეთ­ში, ერთ-ერთი და­სახ­ლე­ბა - სვა­ნე­თის უბა­ნი, რო­მე­ლიც ბევ­რს ჰგო­ნია, რომ რად­გან მაღ­ლაა, ამი­ტომ ჰქვია სვა­ნე­თის უბა­ნი და ასე­ვე იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ იქ ადრე სვა­ნე­ბი ცხოვ­რობ­დნენ და ეს სა­ხე­ლი ამი­ტომ ეწო­დაო. არა­და, ამ უბ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ადრე ტყე იყო და იქა­უ­რო­ბა და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რია გახ­ლდათ.

XIX სა­უ­კუ­ნის ბი­ლოს იქ გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სვე­ნე­თი­დან ხალ­ხი ჩა­მო­სახ­ლდა და იქა­უ­რო­ბა აით­ვი­სეს. მოკ­ლედ, იქ სვე­ნე­თე­ლე­ბი და­სახ­ლდნენ. თა­ვი­დან, "სვე­ნე­თის უბანს" ეძახ­დნენ, მერე ამ სი­ტყვამ "სვე­ნე­თი" გარ­კვე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა გა­ნი­ცა­და და გახ­და "სვა­ნე­თი".

***

funicular-funikuliori-mtatsminda-tbilisis-andza-1-1651818168.jpg

ფუ­ნი­კუ­ლო­რი, რო­მე­ლიც 1905 წელს აშენ­და, თბი­ლისს ძა­ლი­ან უხ­დე­ბა. ახ­ლაც კი ძვი­რი დაჯ­დე­ბო­და იმ ცი­ცა­ბო ფერ­დობ­ზე მისი აშე­ნე­ბა, ლი­ან­და­გე­ბის გაყ­ვა­ნა, მით უფრო მა­შინ... ბევ­რს ჰგო­ნია, რომ რად­გან კარ­გი ხე­დია იქი­დან, კარ­გი სა­სე­ირ­ნო ად­გი­ლია, ფუ­ნი­კუ­ლო­რიც ამი­ტომ გა­კეთ­და. სი­ნამ­დვი­ლე­ში ასე არ არის. მშე­ნებ­ლო­ბა XX სა­უ­კუ­ნის და­სა­წყის­ში იქ იმი­ტომ წა­მო­ი­წყეს, რომ ზემო ქა­ლა­ქის გა­შე­ნე­ბას აპი­რებ­დნენ, რად­გა­ნაც თბი­ლი­სი მტკვრის აღმა და დაღ­მა ძა­ლი­ან გა­ი­წე­ლა, ფიქ­რობ­დნენ, რომ მთაწ­მინ­დის პლა­ტო ახა­ლი ქა­ლა­ქის­თვის გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ. იქა­უ­რო­ბა მარ­თლაც მი­წის ნაკ­ვე­თე­ბად და­ი­ყი­და, და­ი­ხა­ზა, ქუ­ჩა­თა ქსე­ლიც შე­იქ­მნა.

ლალი ფაცია

განაგრძეთ კითხვა

myquiz