რომელია 6 ყველაზე სასარგებლო მწვანილი ორგანიზმისთვის | Allnews.Ge

რომელია 6 ყველაზე სასარგებლო მწვანილი ორგანიზმისთვის

არავინ დაობს იმაზე, რომ მწვანილი ძალიან სასარგებლოც არის და ამასთანავე, კერძებს საოცარ არომატს ანიჭებს. ამ მწვანე პროდუქტებიდან გამოიყოფა რამდენიმე, რომლებიც ყველაზე მეტად სასარგებლოა და გირჩევთ რაციონში ჩართოთ. .

1. ისპანახი

ispanaxi-1651735829-1651813105.jpg

სიის სათავეში ისპანახია - დიეტოლოგების საყვარელი პროდუქტი. ისპანახში შემავალი ქლოროფილი სისხლის წითელი ბურთულების ხარისხს აუმჯობესებს და ორგანიზმის თავდაცვით ფუნქციებსაც აძლიერებს. მისი მიღება ძალიან სასარგებლოა ონკოლოგიური დაავადებების მქონეთათვის. იცავს ორგანიზმს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან. უმჯობესია, ისპანახი უმად მიირთვათ, ან მსუბუქად მოშუშოთ. ხანგრძლივი თერმული დამუშავება სასარგებლო ნივთიერებების უმეტესობას ანადგურებს. ნეიტრალური გემოს გამო, შეგიძლიათ უმად ჩაამატოთ სალათებში, გამოიყენოთ გარნირად ხორცთან, თევზთან თუ ფრინველთან.

2. მჟაუნა

mjauna-1651735908-1651813128.jpg

ასევე ძალიან სასარგებლოა მჟაუნა. ის ადრე გაზაფხულზე მოდის, როცა ჩვენს ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება ვიტამინები. მჟაუნასგან უამრავი რამ შეიძლება მოამზადოთ: წვნიანი, კვერცხიანი შჩი, გულსართი ღვეზელებისთის. გაითვალისწინეთ, რომ მჟაუნა სწრაფად იხარშება და კერძს ბოლოს უნდა დაამატოთ. შეგიძლიათ უმი ფოთლები დაამატოთ სალათში, ან კარტოფილის პიურეს მწვანე ფერი და სასიამოვნო, პიკანტური არომატი შესძინოთ. სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ექიმების რჩევაა, კვირაში მხოლოდ 2-3-ჯერ მივიღოთ ეს ბოსტნეული, რადგან შესაძლოა, თირკმელებს შეუქმნას პრობლემები.

3. ტარხუნა

tarxuna-1651735946-1651813148.jpg

ტარხუნაში შემავალი ეთერზეთები მეტისმეტად არომატულია, ამიტომ თამამად დაამატეთ წვნიანებში, სალათებში, ხორცისა და ბოსტნეულის კერძებში. რეკომენდებულია მისი დამატება სუბპროდუქტებისგან მომზადებულ კერძებში. ტარხუნა ხელს უწყობს საჭმლის მონელებას, ორგანიზმს კი მიკროელემენტებითა და საჭირო მჟავებით ამარაგებს.

განაგრძეთ კითხვა