ჰყავს თუ არა ორეულები ვლადიმერ პუტინს - რა უპასუხა 21-ე საუკუნის ფიურერმა ამ თემაზე დასმულ შეკითხვას? | Allnews.Ge

ჰყავს თუ არა ორეულები ვლადიმერ პუტინს - რა უპასუხა 21-ე საუკუნის ფიურერმა ამ თემაზე დასმულ შეკითხვას?

1980-იანი წლე­ბის ბო­ლოა, საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში გა­გა­ნია “პე­რესტრო­ი­კაა”, მოს­კოვ­ში, არ­ბა­ტის ქუ­ჩა­ზე ადა­მი­ა­ნე­ბის ჯგუ­ფი რკა­ლად შე­მორ­ტყმი­ან . . . ლე­ნინს, სტა­ლინს, პეტ­რე I და კი­დევ სხვა ის­ტო­რი­ულ პერ­სო­ნაჟს. მა­შინ ეს ორე­უ­ლე­ბი ლუკ­მა­პურს გა­რეგ­ნუ­ლი მსგავ­სე­ბით შო­უ­ლობ­დნენ. იმ პე­რი­ოდ­ში საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში ეს უცხო ხილი იყო, დღეს კი ბევ­რი სა­ტე­ლე­ვი­ზიო შოუ სწო­რედ “ორე­უ­ლე­ბის ეფექ­ტზეა” აგე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბით რუ­სეთ­ში გან­ვი­თარ­და ეს ბიზ­ნე­სი. 2000 წლე­ბის და­სა­წყის­ში ინ­ტერ­ნეტ­ში შე­იძ­ლე­ბა ამ­გვა­რი სა­რეკ­ლა­მო გან­ცხა­დე­ბაც გე­ნა­ხათ: “გსურთ პოლ­კოვ­ნიკ ძმას და­ბა­დე­ბის დღე­ზე სი­ურპრი­ზი მო­უ­წყოთ? მა­შინ შე­გიძ­ლი­ათ ინ­ტერ­ნე­ტით გა­მო­ი­წე­როთ ცო­ცხა­ლი პრე­ზი­დენ­ტი პუ­ტი­ნი”. ბუ­ნებ­რი­ვია ეს პუ­ტი­ნის ორე­უ­ლი იქ­ნე­ბო­და. ამ "ხუმ­რო­ბის­თვის“ დღეს უკვე "პუ­ტი­ნი“ კია არა, ეფ-ეს-ბე მი­ა­კი­თხავს იუ­ბი­ლარს. თუმ­ცა "პუ­ტინს მიმსგავ­სე­ბუ­ლი“ მსა­ხი­ო­ბე­ბი რუ­სე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის კო­მე­დი­ურ არ­ხებ­ზე ხში­რად ჩა­ნან და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ სან­ქცი­რე­ბულ ვი­თომ პა­რო­დი­ებ­ში, პუ­ტი­ნი­სა “ნი­ჭ­სა” და რუ­სე­თის უძ­ლე­ვე­ლო­ბას უწე­ვენ რეკ­ლა­მას.

ჰყავს თუ არა ორე­უ­ლე­ბი ვლა­დი­მერ პუ­ტინს?

ამ თხუთ­მე­ტი წლის წინ პუ­ტი­ნი მოს­კო­ვის ქუ­ჩა­ში დაც­ვის გა­რე­შე, რომ გა­მო­სუ­ლი­ყო შე­იძ­ლე­ბა უც­ბად ვერც ეც­ნოთ: ტი­პი­უ­რი რუსი “მუ­ჟი­კის” გა­რეგ­ნო­ბა ჰქონ­და. თუმ­ცა ამ­ჟა­მად ძალ­ზე რთუ­ლია დღე­ვან­დელ "და­ბო­ტოქ­სე­ბუ­ლი“ სა­ხის ნაკ­ვთე­ბი­ან პი­როვ­ნე­ბა­ში 10–15 წლის წი­ნან­დე­ლი პუ­ტი­ნი ამო­იც­ნოთ. ხე­ლოვ­ნუ­რად "გა­ა­ხალ­გაზ­რდა­ვე­ბის“ მცდე­ლო­ბებ­ში პუ­ტი­ნი თა­ვის უფ­როს მე­გო­ბარს, მა­სა­ვით ავან­ტი­უ­რისტ სილ­ვიო ბერ­ლუს­კო­ნის ბა­ძავს. დღეს ნა­თე­ლი არაა მხო­ლოდ ბო­ტოქ­სის შე­დე­გია პუ­ტი­ნის სა­ხის ცვლი­ლე­ბე­ბი, თუ რუ­სე­თის დიქ­ტა­ტორს ორე­უ­ლე­ბი ჰყავს? პუ­ტი­ნის ორე­უ­ლებ­ზე მას შემ­დეგ და­ი­წყო სა­უ­ბა­რი, რაც მისი გა­რეგ­ნო­ბა და სახე უკა­ნას­კნე­ლი წლე­ბის შემ­დეგ საგ­რძნობ­ლად შე­იც­ვა­ლა.

რუ­სეთ­ში და სა­ზღვარ­გა­რეთ იმ­დე­ნად ბევ­რი ვერ­სია გაჩ­ნდა "პუ­ტი­ნის შეც­ვლის“ შე­სა­ხებ, რომ "ორე­უ­ლის ვერ­სი­ის“ გა­სა­ქარ­წყლებ­ლად 2020 წლის 27 თე­ბერ­ვალს სპე­ცი­ა­ლუ­რად ორ­გა­ნი­ზე­ბულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა პუ­ტინს პირ­და­პირ შე­კი­თხვა და­უს­ვა მისი ორე­უ­ლის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ. პუ­ტი­ნის თქმით, მას არ ჰყავს და არც არას­დროს ჰყო­ლია ორე­უ­ლი, თუმ­ცა ასე­თი შე­თა­ვა­ზე­ბა გაჩ­ნდა "ტე­რო­რიზ­მთან ბრძო­ლის ყვე­ლა­ზე რთულ პე­რი­ოდ­ში“, ანუ 2000-იანი წლე­ბის და­სა­წყის­შიო. "მა­შინ მე უარი ვთქვი ორე­ულ­ზე", - გა­ნა­ცხა­და ინ­ტერ­ვი­უს დროს პუ­ტინ­მა. რუ­სე­თის რე­ჟი­მის პი­რო­ბებ­ში ვერც ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი ამ კი­თხვის დას­მას ვერ გა­ბე­დავ­და დიქ­ტა­ტორ­თან წი­ნას­წა­რი შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე. ასე, რომ პუ­ტი­ნის ორე­უ­ლე­ბის თე­მის ინი­ცი­რე­ბა, თა­ვად დიქ­ტა­ტო­რის მიერ, სწო­რედ იმ შემ­თხვე­ვას ჰგავს, როცა "ქურ­დს ქუდი ეწ­ვის.“ რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ­ლის­თვი­საც ტყუ­ი­ლი სა­ხელ­მწი­ფო პო­ლი­ტი­კის რან­გშია აყ­ვა­ნი­ლი და რო­დე­საც მათი პრე­ზი­დენ­ტი სი­მარ­თლეს ფაქ­ტი­უ­რად არ ამ­ბობს, რამე და­ე­ჯე­რე­ბა? რა თქმა უნდა, არა! წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

myquiz