ხიზანიშვილი, ხუდადოვი, ყიფშიძე- ვინ იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც თბილისის ცნობი ქუჩებს ჰქვიათ | Allnews.Ge

ხიზანიშვილი, ხუდადოვი, ყიფშიძე- ვინ იყვნენ ადამიანები, რომელთა სახელებიც თბილისის ცნობი ქუჩებს ჰქვიათ

თბი­ლის­ში დროს­თან ერ­თად, ცხა­დია, ბევ­რი რამ იც­ვლე­ბა, მათ შო­რის დიდი თუ პა­ტა­რა ქუ­ჩი­სა თუ ცენ­ტრა­ლუ­რი გამ­ზი­რის სა­ხელ­წო­დე­ბე­ბიც. დიახ, მათ­თვის სა­ხე­ლე­ბი სხვა­დას­ხვა მი­ზე­ზით, არა­ერ­თხელ გა­და­ურ­ქმე­ვი­ათ, რისი აუ­ცი­ლებ­ლო­ბაც ყო­ველ­თვის დრო­ის კარ­ნა­ხით იყო გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი...

ხში­რად ისეც ხდე­ბა, რომ საკ­მა­ოდ ცნო­ბი­ლი ქუჩა, სა­დაც უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს და ყო­ველ­დღი­უ­რად მოძ­რა­ობს, მო­ბი­ნად­რე­ებ­მა არც კი იცი­ან, ვის სა­ხელს ატა­რებს. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რომ თბი­ლის­ში ასე­თი არა­ერ­თი ქუ­ჩაა...

ეს რომ ასეა, ამის და­სად­გე­ნად, გა­მო­კი­თხვაც კი ჩა­ვა­ტა­რეთ და უნდა ვა­ღი­ა­როთ, რომ ადა­მი­ა­ნებს მარ­თლაც გა­უ­ჭირ­დათ პა­სუ­ხი, თუ ვინ იყო, მა­გა­ლი­თად, წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი, რო­მე­ლის სა­ხე­ლიც ჩუ­ღუ­რეთ­ში, ერთ-ერთი მთა­ვა­რი ქუჩა ჰქვია, ვერ თქვეს ასე­ვე ვინ იყო წურ­წუ­მია, არა­და, ამ ადა­მი­ა­ნის სა­ხე­ლი ავ­ლა­ბარ­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე მოძ­რავ და აქ­ტი­ურ ქუ­ჩას აქვს მი­ნი­ჭე­ბუ­ლი... AMBEBI.GE-მ გა­და­წყვი­ტა, რამ­დე­ნი­მე ასეთ პი­როვ­ნე­ბა­ზე მო­გა­წო­დოთ ინ­ფორ­მა­ცია, რო­მელ­თა სა­ხე­ლო­ბის ქუ­ჩებ­ზე დავ­დი­ვართ, მაგ­რამ მათ შე­სა­ხებ მწი­რი ინ­ფორ­მა­ცია გვაქვს, ან ზოგ­ჯერ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი ვი­ცით.

წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლის ქუჩა

3f3dcd47a5c61f30ea7a70dcadddbbdd-1651556480.jpg

მი­ხე­ილ წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი გა­მო­ჩე­ნი­ლი მკურ­ნა­ლი, თე­რა­პევ­ტი და კარ­დი­ო­ლო­გი იყო. ამას­თან, კარ­გი პე­და­გო­გი, მეც­ნი­ე­რი, სა­ზო­გა­დო მოღ­ვა­წე, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა აკა­დე­მი­ის ნამ­დვი­ლი წევ­რი, პრო­ფე­სო­რი, მეც­ნი­ე­რე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე. და­ი­ბა­და დაბა სუ­რამ­ში. 1910 წელს და­ამ­თავ­რა ხარ­კო­ვის უნი­ვერ­სი­ტე­ტის სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტი.

სა­ქარ­თვე­ლო­ში კარ­დი­ო­ლო­გია, რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი დარ­გი, წი­ნამ­ძღვრიშ­ვილ­მა და­ა­ფუძნა. აკა­დე­მი­კო­სის ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით და­არ­სე­ბუ­ლი კარ­დი­ო­ლო­გი­ის სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ინ­სტი­ტუ­ტი 16 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ფი­ლი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სივ­რცე­ში ამ პრო­ფი­ლის ერ­თა­დერ­თი და­წე­სე­ბუ­ლე­ბა იყო.

50-იან წლებ­ში წი­ნამ­ძღვრიშ­ვი­ლი უე­ცა­რი სიკ­ვდი­ლის პრობ­ლე­მით და­ინ­ტე­რეს­და, რა­ზეც სე­რი­ო­ზუ­ლად მუ­შა­ობ­და... მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია მეც­ნი­ე­რის ნა­ყო­ფი­ე­რი, შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ძი­ე­ბის უკა­ნას­კნელ წლებ­ში (1955-56 წწ.) და გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი შრო­მე­ბი მი­ო­კარ­დი­ო­დის­ტრო­ფი­ე­ბის პრობ­ლე­მის გამო. ეს ნაშ­რო­მე­ბი დღე­საც აქ­ტუ­ა­ლო­ბას ინარ­ჩუ­ნებს. მისი ინი­ცი­ა­ტი­ვი­თა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით კარ­დი­ო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტში პირ­ვე­ლად და­ი­ნერ­გა გუ­ლის და­ა­ვა­დე­ბე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის ქი­რურ­გი­უ­ლი მე­თო­დე­ბი. შე­იქ­მნა კარ­დი­ო­ქი­რურ­გი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბა.

ხუ­და­დო­ვის ქუჩა და ტყე

201909021019046227-1-1651556727.png

თბი­ლის­ში ხუ­და­დო­ვის სა­ხელს მტკვრის მარ­ცხე­ნა ნა­პი­რის ფერ­დობ­ზე გა­შე­ნე­ბუ­ლი ქუჩა (გა­და­სას­ვლე­ლი ხი­დი­დან ზე­მოთ, ლოტ­კი­ნის­კენ მი­მა­ვა­ლი) და ასე­ვე მწვა­ნე მა­სი­ვი ატა­რებს. ტყის მა­სი­ვი 1893 წელს, ქა­ლა­ქის სა­თათ­ბი­როს წევ­რის, ექიმ ნი­კო­ლოზ ხუ­და­დო­ვის ინი­ცი­ა­ტი­ვით, სა­ხა­ზი­ნო მი­წა­ზე, ნა­ძა­ლა­დე­ვის სა­ზღვარ­ზე და­ი­წყეს. თბი­ლი­სე­ლებ­მა ტყეს თა­ვი­დან­ვე ხუ­და­დო­ვის სა­ხე­ლი შე­არ­ქვეს.

ნი­კო­ლოზ ხუ­და­დო­ვი XIX სა­უ­კუ­ნის ბო­ლოს გარ­და­იც­ვა­ლა, მაგ­რამ თბი­ლი­სის ის­ტო­რი­ა­ში დღემ­დე მყა­რი ად­გი­ლი აქვს დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი. პრო­ფე­სი­ით ექი­მი ნა­ძა­ლა­დევ­ში მდე­ბა­რე ტუ­ბერ­კუ­ლო­ზით და­ა­ვა­დე­ბულ­თა სა­ა­ვად­მყო­ფო­საც ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და და უნ­დო­და, კლი­ნი­კის გარ­შე­მო ჰა­ე­რი გა­ჯან­სა­ღე­ბუ­ლი­ყო, ამი­ტო­მაც მთის ფერ­დო­ბე­ბის გამ­წვა­ნე­ბა გა­და­წყვი­ტა. მის ინი­ცი­ა­ტი­ვას ნა­ძა­ლა­დევ­ში მცხოვ­რე­ბი მუ­შე­ბი გა­მო­ეხ­მა­ურ­ნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტყე რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი მუ­შე­ბის შეკ­რე­ბის საყ­ვა­რელ ად­გი­ლად ქცე­უ­ლა. ალ­ბათ ამის გა­მოა, რომ დღემ­დე ხუ­და­დო­ვი ბევ­რს რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რი ჰგო­ნია.

იო­სე­ბი­ძის ქუჩა

download-1651556804.jpg

ეს ქუჩა სა­ბურ­თა­ლო­ზე, შარ­ტა­ვა­სა და პე­კი­ნის ქუ­ჩე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რი და მოზ­რდი­ლი ქუ­ჩაა, თუმ­ცა ჩვენ მიერ გა­მო­კი­თხუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბი­დან, არა­ვინ იცის, ვინ იყო თინა იო­სე­ბი­ძე. ეს ადა­მი­ა­ნი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რი, მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში და­ღუ­პუ­ლი გახ­ლავთ, თუმ­ცა ის­ტო­რია მე­ორ­დე­ბა და იო­სე­ბი­ძე­ე­ბის გვარ­ში 2008 წელს რუ­სეთ­თან ბრძო­ლა­ში და­ღუ­პუ­ლი ლე­ვან იო­სე­ბი­ძე, თინა იო­სე­ბი­ძის ძმის შვი­ლიშ­ვი­ლია.

ლე­ვა­ნის სა­ხე­ლი კი რუს­თავ­ში პირ­ვე­ლი მა­ი­სის ქუ­ჩას (სა­დაც 20 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ცხოვ­რობ­და) ეწო­და. თინა იო­სე­ბი­ძე სწო­რედ ლე­ვან იო­სე­ბი­ძის პა­პის და იყო. თინა, თა­ვის დრო­ზე საბ­ჭო­თა კავ­ში­რის გმი­რის წო­დე­ბით და­ა­ჯილ­დო­ეს, ლე­ვა­ნი - გორ­გას­ლის პირ­ვე­ლი ხა­რის­ხის ორ­დე­ნით.

ხი­ზა­ნიშ­ვი­ლის ქუჩა

xiz-1651556951.png

ეს ქუჩა გლ­დან­შია, მთა­ვა­რი გამ­ზი­რია და აქაც ზუს­ტად ის შემ­თხვე­ვაა, როცა არა­ვინ იცის, ვინ არის ომარ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი, არა­და, ქუჩა ასე­თი ცნო­ბი­ლია და ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მოძ­რა­ობს იქ. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა ჩვენც გაგ­ვი­ჭირ­და.

ერ­თა­დერ­თი, რაც გა­ვარ­კვი­ეთ - ომარ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი გლ­და­ნის რა­ი­კო­მის პირ­ვე­ლი მდი­ვა­ნი ყო­ფი­ლა, რო­მელ­საც ამ რა­ი­ო­ნის­თვის ბევ­რი საქ­მე გა­უ­კე­თე­ბია და მად­ლი­ერ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ქუ­ჩას მისი სა­ხე­ლი მი­ა­ნი­ჭა. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის სა­იტ­ზე ატ­ვირ­თუ­ლია ფოტო, რო­მელ­ზეც ომარ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლია ასა­ხუ­ლი, თუმ­ცა აქ ხი­ზა­ნიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მეტ­რო­პო­ლი­ტე­ნის უფ­რო­სა­დაა მი­თი­თე­ბუ­ლი. განაგრძეთ კითხვა

ლალი ფაცია

myquiz