არის თუ არა დილით ადრე ადგომა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო? | Allnews.Ge

არის თუ არა დილით ადრე ადგომა ჯანმრთელობისთვის სასარგებლო?

კვლევებმა აჩვენა, რომ ადრე ადგომა და წარმატება შეიძლება ურთიერთდაკავშირებული იყოს.ადამიანები, რომლებიც ადრე დგებიან, მეტად შეესაბამებიან ტრადიციულ კორპორაციულ განრიგს და როგორც წესი, უფრო აქტიურები არიან. მთავარია მოვძებნოთ ჩვენი სიტუაციის შესაბმისი განრიგი.

არსებობს 350 გენეტიკური ფაქტორი, რომლებიც განაპირობებენ თვითშეგრძნებას ადრე ადგომისას ანუ ამაზეა დამოკიდებული, ადამიანები დილას უკეთ იგრძნობენ თავს თუ საღამოს.

დილით გაღვიძება უარყოფითად მოქმედებს ორგანიზმზე, თუ ადრე ადგომა გამოუძინებლობას ნიშნავს, რაც ბევრ უარყოფით შედეგს იწვევს: ქვეითდება ყურადღების კონცენტრაციის უნარი, აღინიშნება გაღიზიანებადობა, აღგზნებადობა, იზრდება წონის მატების, გულის დაავადებებისა და ჰიპერტონიის განვითარების რისკი.

ჯანმრთელობისა და პროდუქტიულობისათვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ძილი, ამიტომ უნდა დავწვეთ დასაძინებლად და ავდგეთ ერთსა და იმავე დროს.

შეეცადეთ სამუშაო განრიგი შეუთავსოთ თქვენს ბიორითმებს. თუ დილას ადრე გვიჭირს ადგომა, შევეცადოთ ყოველ კვირას დავწვეთ დასაძინებლად და გავიღვიძოთ 15 წუთით ადრე. დროთა განმავლობაში ორგანიზმი შეეგუება გამომუშავებულ სისტემას და მაღვიძარას გარეშე შევძლებთ საჭირო დროს გაღვიძებას.

ადრე გაღვიძება ორგანიზმსითვის ზიანის მომტანია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას დააკლდა ძილი.

mkurnali.ge

myquiz