როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი სულთანი | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს მსოფლიოს უმდიდრესი სულთანი

ჰასანალ ბოლკია 28 მილიარდ დოლარიან იმპერიას ფლობს. არავისთვის იქნება გასაკვირი, რომ ის თავის სიმდიდრეს იშვიათი ფუფუნების საგნებში ხარჯავს.

ჰასანალ ბოლკია იბნი ომარ ალი საიფუდიენ III, უფრო ცნობილი როგორც ჰასანალ ბოლკია, ბრუნეის სულთანი 1967 წლიდან გახდა. 1984 წელს მან ქვეყნის პრემიერ-მინისტრის პოსტიც დაიკავა. სულთანი, რომელმაც სამეფო სამხედრო აკადემია დაამთავრა, 1980 წლამდე მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი იყო. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ მისი ქონება ყოველ წელს იზრდება.

ty95r9r9r-1651238159-1651467596.jpg

მისი ქონების ძირითადი წყარო ბუნებრივი აირისა და ნავთობის მარაგია. სულთანი ასევე გამოიმუშავებს ფულს ოქროს მაღაროებიდან.

წარმოგიდგენთ ბრუნეის სულთნის გიგანტურ იმპერიას:

dfhreiei-1651238054-1651467573.jpg

მანქანების კოლექცია

წარმოიდგინეთ, რომ გქონდეთ 7000 მანქანა, სადაც თითოეული მათგანი შეიცავს ოქროს! ასეთი ერთი შეხედვით ზღაპრული კოლექცია, ბრუნეის სულთანს ეკუთვნის.

სულთნის ავტოფარეხში 7000 მდიდრული მანქანა დგას, რომლის ღირებულება 5 მილიარდი დოლარია. მის კოლექციაში ყველაზე ძვირად ღირებული მანქანა არის ოქროთი დაფარული Rolls-Royce.

განაგრძეთ კითხვა

1990-იან წლებში ბოლკიას ოჯახი ფლობდა მსოფლიოს Rolls-Royce-ის მანქანების 50%-ზე მეტს. იგი ამჟამად 600 Rolls-Royce და 300 Ferrari -ის ფლობს.

myquiz