მცენარეები მავნებლების წინააღმდეგ - რომელი მცენარეები აფრთხობენ მწერებს
მართალია, მავნებლების წინააღმდეგ საბრძოლველი უამრავი ქიმიური საშუალება არსებობს, თუმცა არსებობს ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივი მეთოდებიც, რომელიც ბევრისთვის უფრო მისაღებია. რითი შეიძლება შევებრძოლთ მწერებს აგარაკზე.
1. პიტნა
გარდა იმისა, რომ პიტნა ძალიან სასარგებლო და სასაიმოვნო მცენარეა, ის მწერებსაც აფრთხობს - ჭიანჭველებს, კოღოებს, თაგვებსაც კი.
2. პეტუნია
ეს კაშკაშა, ლამაზი ყვავილი გარდა იმისა, რომ განწყობას გვიხალისებს, მწრებსაც გვიფრთხობს. ჩვენგან, ადამიანებისგან განსხვავებით, პეტუნია არ უყვართ კალიებს, ხოჭოებს, ქინქლებს და ისინი მასთან სიახლოვეს უბრალოდ არ ჩნდებიან.
3. პირეტრუმ-ინსეკტიციდი
სანამ ბაღისთვის ამ ყვავილს შეარჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ მას უყვარს სივრცე და მზე. მწერებთან ბრძოლაში კი ლიდერი მცენარეა. მასში შემავალი პირეტრინები მწერების ორგანიზმში შეღწევისას მათ პარალიზებას ახდენს. ის ებრძვის ტილებს, რწყილებს, ჭიანჭველებს, ქინქლებს და ა.შ. მღრღნელებსაც კი.