"მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები" - გმირობის სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალის" ქართველი გენდირექტორი: რა არის ცნობილი გამოცდილ მენეჯერსა და ბიბლიოფილზე? | Allnews.Ge

"მამა დაიბადა ქუთაისში. იქ მყავს ნათესავები" - გმირობის სიმბოლოდ ქცეული "აზოვსტალის" ქართველი გენდირექტორი: რა არის ცნობილი გამოცდილ მენეჯერსა და ბიბლიოფილზე?

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლურ­მა მდი­ვან­მა რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში მო­ნა­წი­ლე მხა­რე­ებს "სა­აღ­დგო­მო მშვი­დო­ბის“ დამ­ყა­რე­ბა 21 აპ­რი­ლი­დან მარ­თლმა­დი­დებ­ლურ სა­აღ­დგო­მო კვი­რამ­დე სთხო­ვა. გუ­ტი­ე­რე­შის თქმით, ცე­ცხლის შე­წყვე­ტა უკ­რა­ი­ნის რა­ი­ო­ნე­ბი­დან უფრო მეტი ადა­მი­ა­ნის ევა­კუ­ი­რე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს, ჰუ­მა­ნი­ტა­რულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს კი და­შა­ვე­ბულ­თათ­ვის დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემ­და. უკ­რა­ი­ნა აღ­ნიშ­ნულ წი­ნა­და­დე­ბას და­ე­თან­ხმა, თუმ­ცა რუ­სეთ­მა შე­თა­ვა­ზე­ბას უა­რით უპა­სუ­ხა. შე­დე­გად ოკუ­პან­ტი ქვე­ყა­ნა სა­აღ­დგო­მო დღე­ებ­შიც მას­შტა­ბურ შე­ტე­ვებს ახორ­ცი­ე­ლებ­და უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ ნა­წილ­ში. კრემ­ლის მტკი­ცე­ბით, მათი კონ­ტრო­ლის ქვეშ მო­ექ­ცა გმი­რი ქა­ლა­ქი მა­რი­უ­პო­ლი, თუმ­ცა დამ­პყრო­ბე­ლი აღი­ა­რებს, რომ მი­უ­ხე­და­ვად გა­ნუ­წყვე­ტე­ლი და­ბომბვი­სა, ვერ შეძ­ლეს ფო­ლა­დის სად­ნო­ბი ქარ­ხნის "აზოვსტა­ლის“ აღე­ბა, რომ­ლის კა­ტა­კომ­ბებ­ში ქა­ლა­ქის მცვე­ლებ­თან ერ­თად, მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბაც იმ­ყო­ფე­ბა.

უკვე მე­რამ­დე­ნე კვი­რაა ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დას­ხმის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე სწო­რედ "აზოვსტა­ლია", სა­დაც მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მარ­თლაც ფო­ლა­დად ქცე­უ­ლი მებ­რძო­ლე­ბი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ახალ ის­ტო­რი­ას თა­ვი­სი გმი­რო­ბით წე­რენ. მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბი - უკვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი "აზო­ვის“ პოლ­კი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის 36-ე ბრი­გა­დის შე­თხე­ლე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამაგ­რე­ბენ თავ­დაც­ვის ბოლო ზღუ­დე­ებს...

"აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტი ერთ-ერთი უდი­დე­სი იყო ევ­რო­პა­ში. იგი ჯერ კი­დევ 1933 წელს ამოქ­მედ­და და ათა­სო­ბით ტონა თუ­ჯის ჩა­მოს­ხმას­თან ერ­თად, სა­ტან­კო ჯავ­შნის ფი­ლებ­საც ამ­ზა­დებ­და.

1941 წლის ოქ­ტომ­ბრი­დან 1943 წლის სექ­ტემ­ბრამ­დე "აზოვსტა­ლი“ გერ­მა­ნე­ლე­ბის მიერ იყო ოკუ­პი­რე­ბუ­ლი.

დღეს უკვე, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლი "აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტის, რო­მე­ლიც ცნო­ბილ უკ­რა­ი­ნელ ოლი­გარ­ქს - რი­ნატ ახ­მე­ტოვს ეკუთ­ვნის, გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი ენ­ვერ ცქი­ტიშ­ვი­ლია.

ვინ არის ქარ­თვე­ლი, რომ­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბაც არის, რომ "აზოვსტა­ლის" ბუნ­კერ­მა არა­ერ­თი მა­რი­უპ­ლე­ლის გა­დარ­ჩე­ნა შეძ­ლო?

ენ­ვერ ომა­რის ძე ცქი­ტიშ­ვი­ლი და­ი­ბა­და 1961 წლის 15 ნო­ემ­ბერს, ლუ­განსკის მხა­რე­ში. ვი­კი­პე­დი­ა­ში ის მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლია, რო­გორც პო­ლი­ტი­კო­სი და მე­ნე­ჯე­რი, ის იყო უკ­რა­ი­ნის სა­ხალ­ხო დე­პუ­ტა­ტი 2002- 2006 წლებ­ში. 2011 წლი­დან კი "აზოვსტა­ლის“ გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რია.

"ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლის­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში ორი­ო­დე დღის წინ მან გა­ნა­ცხა­და:

განაგრძეთ კითხვა

myquiz