"ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ"- რას წარმოადგენს მარიუპოლის მცველთა ციხე-სიმაგრედ ქცეული "აზოვსტალი"? | Allnews.Ge

"ეს არის ქალაქი ქალაქის ქვეშ"- რას წარმოადგენს მარიუპოლის მცველთა ციხე-სიმაგრედ ქცეული "აზოვსტალი"?

მა­რი­უ­პო­ლის დაც­ვა გრძელ­დე­ბა, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნულ­მა ბა­ტა­ლი­ონ­მა "აზოვ­მა“ ტე­ლეგ­რა­მის ოფი­ცი­ა­ლურ არხზე 18 აპ­რილს გა­ავ­რცე­ლა ინ­ფორ­მა­ცია.

ამას­თან­ვე, გა­მო­აქ­ვეყ­ნეს ვი­დე­ო­კად­რე­ბი, რო­მელ­შიც აღ­ბეჭ­დი­ლია უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის მიერ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი კონ­ტრშე­ტე­ვა.

"მა­რი­უ­პო­ლის დაც­ვა გრძელ­დე­ბა. მტრის დიდი ძა­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, "აზო­ვის“ მებ­რძო­ლე­ბი კონ­ტრშე­ტე­ვას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ“, - ნათ­ქვა­მია "აზო­ვის“ გან­ცხა­დე­ბა­ში.

19 აპ­რილს პენ­ტა­გო­ნის სპი­კერ­მა ჯონ კირ­ბიმ გა­ნა­ცხა­და, - მა­რი­უ­პო­ლი არ და­ცე­მუ­ლა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ რუ­სე­თი­დან "დარ­ტყმა" მოხ­დაო. "ჩვენ ვხე­დავთ მათი სა­ჰა­ე­რო თავ­დას­ხმე­ბის და არ­ტი­ლე­რი­ის კონ­ცენ­ტრა­ცი­ას დონ­ბას­სა და სამ­ხრეთ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­რი­უ­პოლ­ში და მის ირ­გვლივ“, - აღ­ნიშ­ნა კირ­ბიმ.

azovstal345-40592-1650364127.jpg

ოკუ­პან­ტე­ბის თავ­დას­ხმის მთა­ვა­რი სა­მიზ­ნე ფო­ლადსად­ნო­ბი ცნო­ბი­ლი ქარ­ხა­ნა "აზოვსტა­ლია", სა­დაც მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბი არი­ან გა­მაგ­რე­ბუ­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მარ­თლაც ფო­ლა­დად ქცე­უ­ლი მებ­რძო­ლე­ბი არა მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნის, არა­მედ მსოფ­ლი­ოს ახალ ის­ტო­რი­ას თა­ვი­სი გმი­რო­ბით წე­რენ. მა­რი­უ­პო­ლის დამ­ცვე­ლე­ბი - უკვე ლე­გენ­დად ქცე­უ­ლი "აზო­ვის“ პოლ­კი­სა და უკ­რა­ი­ნე­ლი სა­ზღვაო ქვე­ი­თე­ბის 36-ე ბრი­გა­დის შე­თხე­ლე­ბუ­ლი და­ნა­ყო­ფე­ბი, "აზოვსტა­ლის“ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ამაგ­რე­ბენ თავ­დაც­ვის ბოლო ზღუ­დე­ებს...

azovstal12-40629-1650364151.jpg

"აზოვსტა­ლის“ მე­ტა­ლურ­გი­უ­ლი კომ­ბი­ნა­ტი ერთ-ერთი უდი­დე­სი იყო ევ­რო­პა­ში. იგი ჯერ კი­დევ 1933 წელს ამოქ­მედ­და და ათა­სო­ბით ტონა თუ­ჯის ჩა­მოს­ხმას­თან ერ­თად, სა­ტან­კო ჯავ­შნის ფი­ლებ­საც ამ­ზა­დებ­და.

განაგრძეთ კითხვა

myquiz