უმდიდრესი ოჯახი კაცობრიობის ისტორიაში - რა ვიცით როტშილდების დინასტიის შესახებ? | Allnews.Ge

უმდიდრესი ოჯახი კაცობრიობის ისტორიაში - რა ვიცით როტშილდების დინასტიის შესახებ?

როტშილდების ოჯახი პლანეტის ერთ -ერთი უმდიდრესი ოჯახია, აქედან გამომდინარე მათი სახელი ხშირად გვხვდება შეთქმულების თეორიებში.

როტშილდების ოჯახი, მომდინარეობს მაიერ ამშელ როტშილდიდან, რომელიც ახლანდელ ფრანკფურტში, გერმანიაში დაიბადა. ებრაელი ფულის გადამცვლელის და ვაჭარის, ამშელ მოსე როტშილდის ვაჟი, მაიერ ამშელ როტშილდი 8 დედმამიშვილიდან მეოთხე იყო. სწორედ მან დააარსა უზარმაზარი საერთაშორისო საბანკო იმპერია.

მოგვიანებით, მაიერ ამშელ როტშილდმა თავის ხუთ შვილთან ერთად გააფართოვა 1760 -იან წლებში, საერთაშორისო ტერიტორიებზე დაარსებული საბანკო ბიზნესი და უზარმაზარი ქონების გამომუშავება მოახერხა. მაიერის ხუთივე ვაჟი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მართავდა ბიზნესს: ფრანკფურტში, ლონდონში, ნეაპოლში, ვენაში და პარიზში.

the-rothschild-family-net-worth-forbes-1649931836.jpg

მე -19 საუკუნეში, როტშილდების ოჯახი იყო ძალაუფლების მწვერვალზე. მათ გამოიყენეს ეს ძალა, მოახდინეს გავლენა კაცობრიობის ისტორიაზე. ეს მოიცავდა ბრიტანული ძალების უზარმაზარ თანხებს ნაპოლეონის ომების დროს და ბრაზილიის დაფინანსებას დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში.

ამჟამად, როტშილდების ოჯახი მედიის ყურადღების ცენტრში არყოფნას ამჯობინებს, რის გამოც ბევრი შეთქმულების თეორეტიკოსი მიიჩნევს, რომ ისინი სამყაროს კულისებიდან აკონტროლებენ. მართლაც, როტშილდების ოჯახი კვლავ საქმიანობს რიგ სექტორებში, მათ შორის ფინანსებში, ენერგეტიკაში, ქველმოქმედებაში, სამთო, ღვინოსა და სოფლის მეურნეობაში.

წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო და ნაკლებად ცნობილ ფაქტს როტშილდების ოჯახის შესახებ.

როტშილდების ოჯახი კაცობრიობის ისტორიაში უმდიდრესი ოჯახია

ეს შეიძლება ცოტა მოულოდნელად ჟღერს, მაგრამ რეალობაა. Forbes- ის მიხედვით როტშილდები დედამიწაზე 500 უმდიდრეს ადამიანს შორის იმყოფებიან. ეს გამოწვეულია იმით, რომ წლების განმავლობაში როტშილდების სიმდიდრე ასობით მემკვიდრეს შორის გადანაწილდა და ამან შესაბამისად, თითოეული ადამიანის პირადი ქონება შეამცირა.

ამ ქონებიდან ყველაზე დიდი ნაწილი ბრიტანელ ფინანსისტს სერ ეველინ დე როტშილდს ეკუთვნის, რომლის ქონებ 20 მილიარდი დოლარია. ასევე ბრიტანელი ფინანსისტს, იაკობ როტშილდს რომელიც 5 მილიარდი დოლარს ფლობს.

rothschild-family-1649931903.webp

მაიერ ამშელ როტშილდის ხუთივე ვაჟი “კეთილშობილი“ იყო

მაიერ ამშელ როტშილდის ხუთივე ვაჟს ავსტრიის იმპერატორმა ფრენსის I-მა ავსტრიული არისტოკრატიის მემკვიდრეობითი “კეთილშობილების“ სტატუსი მიანიჭა. ამშელ მაიერმა, სალომონ მაიერმა, ნათან მაიერმა, კალმან მაიერმა და იაკობ მაიერმა ეს წოდება 1822 წელს მიიღეს. სწორედ ამიტომ, როტშილდების ოჯახის ზოგიერთი წევრი იყენებს პრეფიქსს "დე" ან "ფონ" როტშილდს, რადგან ეს პრეფიქსი ადასტურებს სახელის კეთილშობილებას.

სერ ენტონი დე როტშილდს კი 1847 წელს დაერქვა “გაერთიანებული სამეფოს ბარონეტი“, ხოლო ნათან მაიერ როტშილდ II -ს მიენიჭა როტშილდის ბარონის წოდება 1885 წელს.

განაგრძეთ კითხვა

myquiz