რა ისტორიას მალავს ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა - ჯონსონისთვის ნაჩუქარი "კერამიკის მამლებისა" და მისი პატრონის სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი | Allnews.Ge

რა ისტორიას მალავს ფოტო, რომელმაც მსოფლიო მოიარა - ჯონსონისთვის ნაჩუქარი "კერამიკის მამლებისა" და მისი პატრონის სასწაულებრივად გადარჩენის ამბავი

რამ­დე­ნი­მე დღის წინ უკ­რა­ი­ნის ქა­ლაქ ბო­რო­დი­ან­კა­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. სუ­რათ­ზე ჩან­და ჭურ­ჭლის კა­რა­და, რო­მე­ლიც კე­დელ­ზე შერ­ჩა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მის გარ­შე­მო კორ­პუ­სი მთლი­ა­ნად და­ინ­გრა. ამ კა­რა­და­ზე მამ­ლის პა­ტა­რა ქან­და­კე­ბა იდგა, რო­მე­ლიც კე­რა­მი­კის ოს­ტატ­მა ვა­სილ­კივ­მა შექ­მნა. უკ­რა­ი­ნის­თვის მამ­ლის ქან­და­კე­ბა თავ­დაც­ვი­სა და გა­დარ­ჩე­ნის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

axali-37884-1649827545.jpg

დიდი ბრი­ტა­ნე­თის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ბო­რის ჯონ­სო­ნის კი­ევ­ში სტუმ­რო­ბი­სას, სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი მოხ­და. კი­ევ­ში მცხოვ­რე­ბი ქალი სა­ხე­ლად ლერა ამ დროს სახ­ლში ბრუნ­დე­ბო­და, რო­დე­საც შემ­თხვე­ვით ქუ­ჩა­ში მო­სი­ა­რუ­ლე ზე­ლენ­სკი­სა და ჯონ­სონს შეხ­ვდა. ლე­რას თან მამ­ლე­ბი ჰქონ­და, რო­მე­ლიც პო­ლო­ნეთ­ში მე­გობ­რე­ბის­თვის გა­საგ­ზავ­ნად უნ­დო­და. ქალი დაც­ვას­თან მი­ვი­და და სთხო­ვა პირ­ვე­ლი პი­რე­ბის­თვის კე­რა­მი­კის მამ­ლე­ბი სა­ჩუქ­რად გა­და­ე­ცა, რო­გორც უკ­რა­ი­ნის უძ­ლე­ვე­ლი სუ­ლის სიმ­ბო­ლო. ამ ფაქ­ტის ამ­სახ­ველ­მა ფო­ტო­ებ­მა მსოფ­ლიო მე­დია მო­ი­ა­რა.

41-2022-637851390790152246-15-37933-1649827563.jpg

ქალს, რომ­ლის სამ­ზა­რე­უ­ლოც რუ­სულ ბომ­ბებს გა­და­ურ­ჩა ნა­დია დი­მიტ­როვ­ნაა. მას ქმა­რი და ორი შვი­ლი ჯერ კი­დევ ომამ­დე და­ე­ღუ­პა. თა­ვად ცო­ცხა­ლია, თუმ­ცა სას­წა­უ­ლად გა­დარ­ჩა. რუს­მა ოკუ­პან­ტებ­მა სახ­ლში, სა­დაც კა­რა­დი­ა­ნი ბინა იყო გან­თავ­სე­ბუ­ლი, ორი სა­ჰა­ე­რო ბომ­ბი ჩა­მო­აგ­დეს.

მთა­ვა­რი გმი­რი ბო­რო­დი­ან­კა­ში მდე­ბა­რე სახ­ლში აშე­ნე­ბის­თა­ნა­ვე - 1985 წელს ოჯახ­თან ერ­თად გა­და­ვი­და. მისი ქმა­რი მალე გარ­და­იც­ვა­ლა ჩერ­ნო­ბი­ლის ატო­მურ ელექტრო­სად­გურ­ზე მომ­ხდა­რი აფეთ­ქე­ბის შემ­დეგ. შემ­დეგ კი უფ­რო­სი ვაჟი გარ­და­იც­ვა­ლა. ნა­დია სახ­ლში უმ­ცროს შვილ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, რო­მელ­მაც წლე­ბის წინ კე­დელ­ზე ცნო­ბი­ლი კა­რა­და მი­ა­მაგ­რა. სამ­წუ­ხა­როდ, ქალს მე­ო­რე ვა­ჟიც ორი წლის წინ გარ­და­იც­ვა­ლა.

378e955-755-37962-1649827588.jpg

ომის მე­ო­რე დღე იყო, 25 თე­ბერ­ვა­ლი, რო­დე­საც ნა­დი­ამ ცნო­ბილ სამ­ზა­რე­უ­ლო­ში უკა­ნას­კნე­ლი წვი­ა­ნი მო­ამ­ზა­და სახ­ლი­დან გა­ვი­და. მას შემ­დეგ აღარ დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. და­ბომბვის დროს ქუ­ჩა­ში იყო და მიმ­დე­ბა­რე სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სის სარ­დაფ­ში და­ი­მა­ლა.

ქალი ყვე­ლა­ზე მე­ტად იმა­ზე ნერ­ვი­უ­ლობს, რომ შვი­ლე­ბის არ­ცერ­თი ფოტო აღარ დარ­ჩა. მის სახ­ლში ხომ ერ­თა­დერ­თი კა­რა­და გა­დარ­ჩა, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნე­ლე­ბის სი­მა­მა­ცი­სა და სიმ­ტკი­ცის სიმ­ბო­ლოდ იქცა.

ფოტო ჟურ­ნა­ლის­ტმა ელი­ზა­ვე­ტა სერ­ვა­ტინ­სკამ გა­და­ი­ღო. ფო­ტომ ძა­ლი­ან დიდი ემო­ცი­ე­ბი გა­მო­იწ­ვია უკ­რა­ი­ნელ ხალ­ხში...

ambebi.ge

myquiz