როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს ბორის ჯონსონი | Allnews.Ge

როგორ ცხოვრობს და რამდენს გამოიმუშავებს ბორის ჯონსონი

ბოლო დროს, მსოფლიოში განვითარებულმა მოვლენებმა დიდი ბრიტანეთის პრემიერ- მინისტრი, 57 წლის ბორის ჯონსონი საზოგადოებას სულ სხვა კუთხით დაანახა. იგი ერთ-ერთ გამორჩეულ ლიდერად, ქარიზმატულ ადამიანად და საინტერესო პოლიტიკოსად მიიჩნევა.

თუმცა, სანამ ჯონსონი პოლიტიკაში ღირსეულ ადგილს დაიკავებდა, ძალიან საინტერესო და რთული გზა გაიარა. ბრიტანული გამოცემების მიხედვით, დღეს იგი 2 მილიონ დოლარს ფლობს და პრემიერ- მინისტრის პოსტზე წლიურად 371 000 დოლარს გამოიმუშავებს.

1-1649763500-1649770853.jpg

ბავშვობა

ალექსანდრე ბორის დე პფეფელ ჯონსონი 1964 წლის 19 ივნისს ნიუ-იორკში დაიბადა. ჯონსონის მშობლები მოგვიანებით ამერიკიდან ინგლისში გადავიდნენ.

ბორისს ძირითადად დედა ზრდიდა, რადგან მამას სამსახურის გამო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ხშiრად უწევდა მოგზაურობა. ბავშვობაში ბორის ჯონსონი სმენადაქვეითებული იყო, მას სმენის აღსადგენად მოგვიანებით რამდენიმე ოპერაცია გაუკეთეს. დედა შვილების განვითარებაზე საკმაოდ კარგად ზრუნავდა, მათ მაღალინტელექტუალური აქტივობებით აკავებდა და სხვადასხვა ენების შესწავლაში ეხმარებოდა.

როგორც უცხოური მედია წერს, ჯონსონის ყველაზე სანუკვარი სურვილი ადრეულ ასაკში იყო - “გამხდარიყო მსოფლიოს მეფე“...

ბორისმა საშუალო განათლება პრიმროზ ჰილის დაწყებით სკოლაში მიიღო. 1973 წელს ოჯახი საცხოვრებლად ბრიუსეში გადავიდა, სადაც მან სწავლა ევროპულ სკოლაში განაგრძო და ფრანგული ენა შეისწავლა.

თუმცა, მალევე ბორისის დედას, შარლოტას ნერვული აშლილობა დაეწყო და კლინიკური დეპრესიით საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბავშვები 1975 წელს ინგლისში დაბრუნდნენ, ისინი აღმოსავლეთ სასექსის მოსამზადებელ სკოლა-ინტერნატში იზრდებოდნენ. სწორედ აქ ისწავლა ნიჭიერმა ბორისმა რაგბი, ძველი ბერძნული და ლათინური ენები. მაგრამ, მოგვიანებით ბორისმა გაიხსენა, რომ ინტერნატში ცხოვრება არ მოსწონდა, იქ მას აღმზრდელები სცემდნენ და მკაცრად სჯიდნენ...

1980 წელს ბორის ჯონსონის მშობლები განქორწინდნენ...

“ბავშვობაში ძალიან ცელქი და ცბიერი ბავშვი ვიყავი. ჩემი სურვილი იყო ლონდონის გარშემო მეტროთი მემოგზაურა ბრიტანეთის მუზეუმის მოსანახულებლად. ამით საუკეთესო დროს ვატარებდი“, - წერს ბორის ჯონსონი...

2-1649763514-1-1649770870.jpg

სტუდენტობა

1977 წელს ჯონსონმა ეტონის კოლეჯში სამეფო სტიპენდია მიიღო. მან სწავლისას თავისი საშუალო სახელი ბორისის ნაცვლად ალექსანდრედ გადაიკეთა. კოლეჯში მას ყველა "ექსცენტრიულ ინგლისელად“ იცნობდა.

ის პოპულარული და ცნობილი იყო ეტონში, თუმცა სკოლის ადმინისტრაცია მის დახასიათებაში წერდა, რომ ჯონსონი თვითნება, ზარმაცი და უდისციპლინო იყო, რომელიც სულ აგვიანებდა.

განაგრძეთ კითხვა