როგორ მუშაობს ინგლისელების სიამაყე - ბიგ-ბენი?
ბიგ-ბენი დიდი ბრიტანეთის სიმბოლოა. ეს საათი მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან ამუშავდა და მას მერე არ გაჩერებულა. მთელი ამ ხნის მანძილზე ინგლისელები საგულდაგულოდ ადევნებენ თვალს, რომ საათი ზუსტად მუშაობდეს და არც ერთი წამიც კი არ იყოს ცდომილება, სისტემატურად ამოწმებენ საათის მექანიზმს და საჭიროების შემთხვევაში დასახმარებლად პენის იყენებენ.
2012 წლის დასაწყისიდან კი ინგლისის ცნობილ საათის კოშკს ელისაბედის კოშკს უწოდებენ, თუმცა ხალხის უმეტესობა მას ისევ ბიგ-ბენად მოიხსენიებს. კოშკი შორეულ 1858 წელს ააგეს. საათი დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, 1859 წელს ამუშავდა. საათის ისრები თუჯისა და სპილენძისგან არის დამზადებული.
ციფრები ისეა განლაგებული, რომ სინათლის ოთხივე მხარეს იყურებოდეს - აღმოსავლეთით, დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთით.გარდა ამისა, თითოეული ციფერბლატი ლათინური წარწერით არის დამშვენებული. ძირითადად არის მსგავსი სახის წარწერები, "ღმერთო, დაიფარე ჩვენი დედოფალი ვიქტორია 1." ასევე თითოეულ ციფერბლატს აწერია - "დიდება უფალს".
ბიგ-ბენი ყოველი საათის მეოთხედსა და ყოველ საათში ერთხელ რეკავს.