რა არის ქიმიური იარაღი და რადენად საშიშია ის? | Allnews.Ge

რა არის ქიმიური იარაღი და რადენად საშიშია ის?

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, მა­რი­უ­პოლ­ში რუს­მა სა­ო­კუ­პა­ციო ძა­ლებ­მა უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბი­სა და მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბისწი­ნა­აღ­მდეგ უც­ნო­ბი მომ­წამ­ვლე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბა გა­მო­ი­ყე­ნეს, რო­მე­ლიც მტრის უპი­ლო­ტო საფ­რე­ნი აპა­რა­ტი­დან გა­აფ­რქვი­ეს. მე­დია ეყ­რდნო­ბა "აზო­ვის" ბა­ტა­ლი­ო­ნის მიერ მი­წო­დე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას.

რა არის ქიმიური იარაღი?

ქიმიური იარაღი - მასობრივი დაზიანების იარაღის სახეობაა, რომლის მოქმედება ეფუძნება საბრძოლო მომწამვლელი ნივთიერებების, ტოქსინების და ფიტოტოქსინების გამოყენებას. მოიცავს ერთჯერადი გამოყენების ქიმიურ საბძოლო მასალებს (საარტილერიო ჭურვებს, საავიაციო ბომბებს, კოჭებს და სხვა) და მრავალგზის გამოყენების ე.წ. ქიმიურ საბრძოლო ხელსაწყოებს (გადასასხმელი საავიაციო ხელსაწყოები, თერმომექანიკური და მექანიკური გენერატორები).

ქიმიური იარაღის მიტანის საშუალებებს წარმოადგენს ავიაცია, რაკეტები, არტილერია, ქვეითი ჯარის საშუალებები, საინჟინრო და ქიმიური ჯარები.

ქიმიური იარაღის ძირითადი თვისებებია:

მაღალი ტოქსიკურობა, რომელიც მცირე დოზითაც კი იწვევს ცოცხალი ძალის მძიმე ან მომაკვდინებელ მასობრივ დაზიანებას;დიდი შემღწევი უნარი არაჰერმეტულ ნაგებობებში, სამხედრო ტექნიკის ობიექტებში და ა.შ.;ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტის დროული აღმოჩენის და მომწამვლელი ნივთიერების ტიპის ამოცნობის სირთულე;მოქმედების დიდი ხანგრძლივობა.

ქიმიური იარაღის გამოყენება აკრძალულია ჟენევის 1925 წლის ოქმით. 1993 წელს პარიზში ხელი მოაწერეს „კონვენციას ქიმიური იარაღის შემუშავების, წარმოების, დაგროვების, გამოყენების აკრძალვის და მისი განადგურების შესახებ” (ამოქმედდა 1997 წლის აპრილში)

mkurnali.ge

myquiz