სად ემალებოდნენ მტრებს და როგორი იყო თავდაცვითი ნაგებობები საქართველოში ძველ დროში? | Allnews.Ge

სად ემალებოდნენ მტრებს და როგორი იყო თავდაცვითი ნაგებობები საქართველოში ძველ დროში?

სა­ქარ­თვე­ლოს მძი­მე ის­ტო­რი­უ­ლი წარ­სუ­ლის გამო ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რია სა­სი­მაგ­რო ნა­გე­ბო­ბე­ბით არის მო­ფე­ნი­ლი. სა­ქარ­თვე­ლოს უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან უწევ­და თავ­დაც­ვა სხვა­დას­ხვა დამ­პყრობ­ლე­ბის შე­მო­სე­ვე­ბის­გან. ამი­ტომ, სტრა­ტე­გი­უ­ლი თვალ­საზ­რი­სით თით­ქმის ყვე­ლა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუნ­ქტი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბით იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბის უმ­თავ­რე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა იყო მთლი­ა­ნი ქვეყ­ნის დაც­ვა და ხალ­ხის უსაფრ­თხო­ე­ბა. ეს მხო­ლოდ ქვეყ­ნის ერ­თი­ა­ნო­ბის პე­რი­ოდ­ში იყო ასე. რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო და­ი­შა­ლა, და­ირ­ღვა ერ­თი­ა­ნი თავ­დაც­ვი­თი სის­ტე­მაც და ის მხო­ლოდ რე­გი­ო­ნე­ბის ინ­ტე­რე­სებს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და.

xertvisis-cixe-1649744895.jpg

როცა ქვე­ყა­ნა ერ­თი­ა­ნი იყო, სი­მაგ­რე­თა ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი ქვეყ­ნის გარე სა­ზღვრე­ბის პი­რას შენ­დე­ბო­და, ხოლო დაშ­ლის შემ­დეგ სი­მაგ­რე­ებს ქვეყ­ნის შიდა ნა­წი­ლებ­ში და კუ­თხე­თა სა­სა­ზღვრო ზო­ლებ­ში აგებ­დნენ.

თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი ძა­ლი­ან მყა­რი იყო. ამას გა­ნა­პი­რო­ბებ­და მშე­ნებ­ლო­ბის, და­გეგ­მა­რე­ბი­სა და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის ხა­რის­ხი. ამ­გვა­რად აგე­ბუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბი უძ­ლებ­დნენ სა­უ­კუ­ნე­ებს. ციხე ისეთ ად­გი­ლას უნდა აშე­ნე­ბუ­ლი­ყო, რომ იქი­დან სივ­რცის კონ­ტრო­ლი ყო­ფი­ლი­ყო შე­საძ­ლე­ბე­ლი, ამი­ტომ მათ აშე­ნებ­დნენ გზე­ბი­სა და გა­და­სას­ვლე­ლე­ბის გა­სა­კონ­ტრო­ლებ­ლად. რთუ­ლი რე­ლი­ე­ფუ­რი პი­რო­ბე­ბი სი­მაგ­რე­თა თავ­დაც­ვი­სუ­ნა­რი­ა­ნო­ბის გა­საძ­ლი­ე­რებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნე­ბო­და. მათი ნა­წი­ლი მი­უ­ვალ და მა­ღალ ად­გი­ლას შენ­დე­ბო­და.

ცი­ხე­სი­მაგ­რე­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას ასე­ვე გა­ნა­პი­რო­ბებ­და ერ­თი­ა­ნი სა­ფორ­ტი­ფი­კა­ციო ქსე­ლი, რაც სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას მდე­ბა­რე ძი­რი­თა­დი ცი­ხე­ე­ბის ურ­თი­ერ­თკავ­შირს ქმნი­და. ცი­ხე­ე­ბი ერ­თმა­ნეთს სა­ყა­რა­უ­ლო კოშ­კე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უკავ­შირ­დე­ბოდ­ნენ და კოშ­კზე დან­თე­ბუ­ლი ცე­ცხლით გა­დას­ცემ­დნენ სა­სიგ­ნა­ლო ნი­შანს, რათა მტრის შე­მო­სე­ვი­სას ქსე­ლი მზად­ყოფ­ნა­ში ყო­ფი­ლი­ყო. ეს სის­ტე­მა მოქ­მე­დებ­და სა­ქარ­თვე­ლოს მტელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე.

თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ეპო­ქის შე­სა­ბა­მი­სად იც­ვლე­ბო­და. სა­ქარ­თვე­ლო უმ­დიდ­რე­სია თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბის სიმ­რავ­ლით და სა­ხე­ო­ბე­ბით. თი­თო­ე­უ­ლი კუ­თხე და ეპო­ქა შე­სა­ბა­მი­სი სტი­ლის თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბი­თაა წარ­მოდ­გე­ნი­ლი. სი­მაგ­რე­თა მშე­ნებ­ლო­ბა­ში კარ­დი­ნა­ლუ­რი გარ­და­ტე­ხა XVI სა­უ­კუ­ნი­დან და­ი­წყო. ეს ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. სა­ჭი­რო გახ­და თავ­დაც­ვი­თი ნა­გე­ბო­ბე­ბის და­გეგ­მა­რე­ბის ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა. სა­ის­რე­ე­ბის, სა­ლო­დე­ე­ბის ნაც­ვლად - სა­თო­ფუ­რე­ბი შე­მო­ვი­და. ცი­ხე­თა გა­ლავ­ნე­ბი კი რამ­დე­ნი­მე ია­რუ­სი­ა­ნი გახ­და. ამ­გვა­რი ცვლი­ლე­ბე­ბი 3 სა­უ­კუ­ნის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და.

chailuris-niakhuras-tsikhe-castle-4-1649744928.jpg

ციხე-ქა­ლა­ქის აუ­ცი­ლე­ბელ ნი­შანს მისი და­ცუ­ლო­ბა წარ­მო­ად­გენ­და. ქა­ლა­ქი, რო­მე­ლიც პო­ლი­ტი­კუ­რი ან სა­ვაჭ­რო ცენ­ტრი იყო, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ყო­ფი­ლი­ყო და­ცუ­ლი, ამის­თვის პირ­ველ რიგ­ში ყუ­რა­დღე­ბა ექ­ცე­ო­და ად­გილმდე­ბა­რე­ო­ბის სწო­რად შერ­ჩე­ვას. ქა­ლა­ქის­თვის შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად ირ­ჩევ­დნენ ბუ­ნებ­რი­ვად გა­მაგ­რე­ბულ ად­გილს, რომ­ლის დაც­ვაც ზღუ­დე­ე­ბი­თა და კოშ­კე­ბით უფრო ხელ­საყ­რე­ლი იქ­ნე­ბო­და. ამას­თან, ციხე-ქა­ლა­ქი სა­ვაჭ­რო მა­გის­ტრა­ლე­ბის სი­ახ­ლო­ვეს უნდა გა­შე­ნე­ბუ­ლი­ყო, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი იყო აგ­რეთ­ვე ბუ­ნებ­რი­ვი წყლის მა­რა­გის არ­სე­ბო­ბა.

შემ­დეგ ხდე­ბო­და ქა­ლა­ქის გა­მაგ­რე­ბა. მას შე­მო­ევ­ლე­ბო­და ზღუ­დე (გა­ლა­ვა­ნი), რო­მელ­შიც ბურ­ჯე­ბი და კოშ­კე­ბი იყო ჩარ­თუ­ლი. ქა­ლაქ­ში აუ­ცი­ლებ­ლად იგე­ბო­და ძი­რი­თა­დი ციხე-ცი­ტა­დე­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ზე მე­ტად იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი. ქა­ლა­ქის ზღუ­დე­ში ანუ გა­ლა­ვან­ში ჩარ­თუ­ლი იყო კა­რე­ბი, რო­გორც წე­რი­ლო­ბი­თი წყა­რო­ე­ბი­დან ჩანს, კა­რე­ბი იყო „დიდ­ნი კარ­ნი ზღუ­დი­სა­ნი“ და „ცო­ტა­ნი კარ­ნი“. „დიდ­ნი კარ­ნი“ გან­კუთ­ვნი­ლი იყო ქა­რავ­ნე­ბი­სა და ჯა­რის მსვლე­ლო­ბის­თვის, ხოლო „ცოტა კარ­ნი“ ჩვე­უ­ლებ­რივ მო­სი­ა­რუ­ლე­თათ­ვის.

09-big-1-1649744948.jpg

კა­რე­ბი, ცხა­დია, ძი­რი­თა­დი სა­მი­მოს­ვლო გზე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით იყო გა­კე­თე­ბუ­ლი. შე­ბინ­დე­ბის­თა­ნა­ვე ქა­ლა­ქის ყვე­ლა კარი იკე­ტე­ბო­და და მხო­ლოდ გა­თე­ნე­ბი­სას იღე­ბო­და. გა­მო­ნაკ­ლი­სი იყო აღ­დგო­მა, როცა მთე­ლი ღამე ქა­ლა­ქის კა­რე­ბი ღია იყო. კა­რე­ბი კლი­ტე­ე­ბით იკე­ტე­ბო­და და მას გუ­შა­გე­ბი იცავ­დნენ.

ადრე და გვი­ან ფე­ო­და­ლურ ხა­ნა­ში ერთ-ერთ ძლი­ე­რად გა­მაგ­რე­ბულ ციხე-ქა­ლაქს წარ­მო­ად­გენ­და სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლა­ქი თბი­ლი­სი. თბი­ლი­სი სხვა­დას­ხვა უბ­ნად იყო­ფო­და და ყვე­ლა უბა­ნი ცი­ხე­ე­ბი­თა და გა­ლავ­ნე­ბით იყო გა­მაგ­რე­ბუ­ლი.

ist2-39842-1649744989.jpg

ცი­ხე­სი­მაგ­რე­ში მუდ­მი­ვად უნდა მდგა­რი­ყო გარ­ნი­ზო­ნი, რო­მე­ლიც მზად იქ­ნე­ბო­და საბ­რძოლ­ვე­ლად, ის ქვეყ­ნის ძი­რი­თად მმარ­თველს ემორ­ჩი­ლე­ბო­და და ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სებს იცავ­და.

ქარ­თუ­ლი ცი­ხე­სი­მაგ­რე ის ობი­ექ­ტია, რო­მელ­საც მი­უ­ძღვის ერთ-ერთი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი როლი სა­ქარ­თვე­ლო­სა და ქარ­თვე­ლი ხალ­ხის გა­დარ­ჩე­ნა­ში .- სწო­რედ მათი სიმ­ტკი­ცი­სა და აუ­ღებ­ლო­ბის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბაა, რომ ქარ­თვე­ლებ­მა გა­უძ­ლეს უდი­დეს და უამ­რავ დამ­პყრო­ბელს და ქვე­ყა­ნა და თა­ვი­სი თავი შე­ი­ნარ­ჩუ­ნეს. განაგრძეთ კითხვა

myquiz